ურთიერთობა

16 წლის ბიჭი მშობლებს: „დედა, მამა, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ...“

fun time

20:00 ოთხ. 12 ოქტომბერი, 2022 წელი

16 წლის ბიჭის წერილი
მშობლებს

14
დაკოპირებულია

სასწავლო სემესტრის ბოლო დღეა. მამამ ვაჟის ოთახთან ჩაიარა და ღია კარიდან დაინახა, რომ იქაურობა უცნაურად საგულდაგულოდ იყო მილაგებული, თითქოს ოთახის პატრონმა ნივთები ჩაალაგა და სადღაც დიდი ხნით გაემგზავრა. მამას ეჭვები კიდევ უფრო გაუძლიერდა, როცა მაგიდაზე კონვერტი შეამჩნია...

კონვერტზე ერთი სიტყვა ეწერა: „მამას“.
კაცმა ნერვიულად წაახია კონვერტს თავი, წერილი ამოიღო და კითხვა დაიწყო...

„ჩემო ძვირფასო მამა და დედა!

იმისთვის, რომ თქვენს სკანდალს ავცდენოდი, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ.
ჩემი ახალი შეყვარებულის გამო სახლიდან მივდივარ. მე ის გოგო სიგიჟემდე მიყვარს. ვიცი, თქვენ არ მოგეწონებათ მისი პირსინგები, ტატუები და ისიც, რომ ჩემზე გაცილებით უფროსია. მაგრამ აქ თქვენი ემოციები არ არის მთავარი. ის გოგო ჩემგან ფეხმძიმედაა.

მას ლანკა ჰქვია და სჯერა, რომ ბედნიერები ვიქნებით. ქალაქთან ახლოს, ტყის პირას მისაბმელიანი მანქანა უდგას და შეშის დიდი მარაგიც აქვს, რაც ზამთარს თბილად გაგვატარებინებს.

ჩვენ ბევრ შვილზე ვოცნებობთ. ლანკამ თვალი ამიხილა იმ ფაქტზე, რომ მარიხუანა სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ჩვენ მას ბლომად მოვაშენებთ, ცოტას გავყიდით კიდეც, რომ კოკაინისთვის მოვაგროვოთ ფული - ლანკამ ზუსტად იცის, რომ არც კოკაინი ვნებს ჯანმრთელობას.

ამასობაში ბევრს ვილოცებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროზე აღმოაჩინონ შიდსის წამალი და ლანკა განიკურნოს - ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

არ ინერვიულო, მამა. მე უკვე 16 წლის ვარ და შემიძლია, საკუთარ ცხოვრებაზე თავად ვიზრუნო. შენ და დედას ერთხელ აუცილებლად გესტუმრებით და შვილიშვილებს გაგაცნობთ.

სიყვარულით, შენი შვილი ნიკა.

P.S. მამა, ეს ყველაფერი გამოვიგონე. მე ახლა ალექსანდრესთან ვარ. უბრალოდ, მინდოდა, შენთვის შემეხსენებინა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არის გაცილებით უარესი, ვიდრე ცუდი ნიშნები სკოლის დღიურში. სხვათა შორის, დღიური სამზარეულოს მაგიდაზე დევს. დამირეკეთ, როცა გაბრაზება გადაგივლით და სახლში დაბრუნების ნებას მომცემთ. მიყვარხართ!“

ასევე, გირჩევთ, წაიკითხოთ:

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?“ - ჰკითხა ცოლმა ქმარს

იმ დღეს ერთ თბილისურ სილამაზის სალონში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა...



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!