ალბათ, ერთხელ მაინც თქვენც გიფიქრიათ: რატომ აქვს ზოგს ყველაფერი და ზოგს - არაფერი?

ურთიერთობა

4 მარტი 22:00, 2018 წელი

ვდგავარ ჩემი უღიმღამო ბინის ფანჯარასთან, ფეხზე ჩემი საყვარელი, უკვე გაცრეცილი ფლოსტები მაცვია, ფანჯრის რაფაზე ჩემი ბებერი ფოსოა მინაბული, ხელში ერთჯერადი ხსნადი ყავით სავსე ჭიქა მიჭირავს, ვუყურებ მტვრიან ქუჩას და ვფიქრობ:

ვიღაცას კარგი გარეგნობაც აქვს და ნიჭიც, ზღვის სანაპიროზე აგარაკიც და ისეთი ცხოვრებაც, როგორზეც უოცნებია. ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოსდის, რასაც კი ხელს მოჰკიდებს...
მე კი...
მე ასეთი უიღბლო, უინტერესო არსება ვარ: ერთი და იგივე სცენარი ყოველდღე, ერთი და იმავე სცენარით გართობა ათასში ერთხელ...



მაგრამ, იცით, ამ ბოლო დროს რას მივხვდი?
მივხვდი იმას, რატომ ვფიქრობ ასე.
დღევანდელი ცხოვრება ინფორმაციებით დამახინჯებულია.
გარშემო, ცხოვრების ყველა სფეროში, ადამიანის მიღწევების შესახებ იმდენი სიახლე გვესმის, რომ დანაშაულის გრძნობა გვიჩნდება, როცა იმ მაღალ სტანდარტებში ვერ ვჯდებით.



სოცქსელები, ჟურნალები, საიმიჯო რეკლამები, სტატიები წარმატებულებზე, მოდა ყველგან და ყველაფერში - ყოველდღე ჩვენ წინაშე სხვისი ცხოვრების, ქცევების, გადაწყვეტილებების, მორალის, შაბლონური განცდების უამრავი მაგალითია. თანაც ყველა დაფოტოშოპებული, დაუთოებული, საკუთარი ცხოვრების გამოცდილი მბრძანებლები...

სევდა და მოწყენილობა მოდური არ არის. 
იშვიათად თუ საუბრობს ვინმე თავის ელემენტარულ ემოციებზეც კი.
ასე რომ, ძლიერი უნდა იყო და ასეთი იმიჯი მოირგო: „ძლიერი ადამიანები ყოველთვის მარტოსულები არიან“ ან „ზურგში იმიტომ გაფურთხებენ, რომ შენ მათ წინ მიდიხარ“, ან კიდევ „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ თქვენ ჩემზე, მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ“...

ჩვენ ირგვლივ ათასობით ტრენინგი ტარდება თემაზე: შეცვალე საკუთარი ცხოვრება! გახდი წარმატებული და ცნობილი - შენ ეს შეგიძლია!
მაგრამ მე პირადად არ მჭირდება ამ მეთოდებით მიღწეული ფსევდობედნიერება, რომელიც ყველასთვის ერთნაირია.
მე მჭირდება ერთი რამ: რაღაცნაირად დავძლიო საკუთარი დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მე ერთი, უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

იცით, რომ ადამიანში ფსიქოლოგიური პრობლემებისა და დეპრესიის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ რომ საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობაა, დადანაშაულებისა იმის გამო, რომ არ არის სხვებივით იდეალური და ვეღარც იმ მატარებელს დაეწევა, რომელშიც ის იდეალურები სხედან... 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.