ახლა ჩვენ ყველაფერი გვაქვს: დიდი და ძვირფასი სახლი, ვეებერთელა საწოლი მდიდრულ საძინებელ ოთახში, ულტრათანამედროვე ფერადი ტელევიზორი, მაგრამ მე ყოველღამე 69 წლის ქალთან ვწვები. ჰოდა, მგონი, ეჭვი შემეპარა, რამდენად მჭირდება ეს ქორწინება.
ჩემი ცოლი გონიერი ქალია. ის არც გაბრაზებულა და არც ისტერიკა მოუწყვია.
პირიქით - მშვიდად დამრთო ნება, მომეძებნა 19 წლის გოგო.
ამის შემდეგ კი თავად იზრუნა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე კვლავ პატარა ბინაში მეცხოვრა, ტახტზე დამეძინა და შავ-თეთრი ტელევიზორისთვის მეყურებინა.
რობერტ დე ნირო
***
თქვენ რა კომენტარს გაუკეთებდით მსახიობის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ გულახდილ პოსტს?