12 მეთოდი კაცის სწრაფად აღსაგზნებად

ურთიერთობა

9 ივნისი 23:00, 2020 წელი

ფიქრობთ, აქ სპონტანურობაზე ვისაუბრებთ? ცდებით, გაცილებით მარტივ ხერხებს გთავაზობთ!

ლამაზი საცვალი და სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი - ყოველთვის არ „მუშაობს“. თანაც, ყურადღების ამგვარი ნიშნები კაცებს, აღგზნებაზე მეტად, აკვირვებს. არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი, თუ როგორ აღგვაზნოთ სექსუალური პარტნიორი. მაინც გაითვალისწინეთ, 12-დან 2 ან 3-იც რომ გამოგადგეთ, თქვენი სექსუალური ცხოვრება უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება.


აღფრთოვანდით მისი შიშველი სხეულით



როდესაც დაინახავთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი აბაზანიდან გამოდის ან ტანსაცმელს იხდის, ნუ გაატარებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ. უთხარით მას კომპლიმენტი. მაგალითად, „ვაუ, რა კარგი მყავხარ...“ იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენს პარტნიორს ეჭვი ეპარება საკუთარ სექსუალურობაში, სასიამოვნო სიტყვები მის სექსუალურ სირვილებზე ნამდვილად იმოქმედებს. 


მოუღიტინეთ მსუბუქად


ეცადეთ, სიცილით არ გადააბჟიროთ. არა, სიცილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მსუბუქად ათამაშეთ თითები მის სხეულზე, რათა მასში აღგზნების ნაცვლად გაბრაზება არ გამოიწვიოთ. შესთავაზეთ თამაში, ვინ უფრო ნაზად მოუღიტინებს, ოღონდ შეჯიბრი არა გამარჯვებით ან დამარცხებით, არამედ სექსით უნდა დასრულდეს.


ზურგი მნიშვნელოვანია



ზურგი ბევრი ადამიანისთვის ყველაზე ეროგენული ზონაა. ისარგებლეთ ამ ინფორმაციით და გადაუსვით ხელები ზურგზე საყვარელ ადამიანს. შეეცადეთ, კანს ნაზად შეეხოთ - ფრჩხილებით გაკაწვრა და ზურგზე კვალის დატოვება რა მოსატანია?!


მიიპკურეთ სუნამო


ალბათ, გაქვთ თქვენი არომატი, რადგან ძირითადად სურნელი ემოციებთან, მოვლენებთან ან კონკრეტულ ადამიანთან ასოცირდება. კარგი იქნება, თუკი სუნამოს არომატი მას თქვენი გაცნობის დღეს, პირველ სექსს და სხვა სასიამოვნო მომენტებს გაახსენებს. ბუნებრივია, მას იმ დროში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება. 


გამოკვებეთ აფროდიზიაკებით


სპეციალისტები არ არიან დარწმუნებულები, რამდენად მოქმედებს აღგზნებაზე „სექსუალური “ პროდუქტები, თუმცა, ცდად ღირს! თუკი თქვენს სექსუალურ პარტნიორს ნოყიერი ვახშმის შემდეგ დაძინება გაუჭრდება, მას, დიდი ალბათობით, სექსუალური აქტის სურვილი გაუჩნდება. ამიტომ, შეარჩიეთ ნოყიერი კერძები (გამორიცხეთ ხორცი, ცხიმი და ტკბილეული), თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ დამძიმდეს და სექსის დროს მოძრაობა შეძლოს.


ჩართეთ მუსიკა


გახსოვთ მუსიკა, რომელსაც მასთან პირველი სექსის დროს უსმენდით? მაშინ, სასწრაფოდ ააჟღერეთ. მუსიკა, დაახლოებით, ისევე „მუშაობს“ სექსუალურ აღგზნებაზე, როგორც სურნელი.


 
თავად დაუკარით



თუკი სახლში მუსიკალური ინსტრუმენტები გაქვთ (და ფლობთ კიდეც), მაგალითად, პიანინო ან გიტარა, შეასრულეთ რამე რომანტიკული. კაცებს ეს ძალიან აღაგზნებთ.


გადააკარით ახალი თეთრეული


მუსიკა თქვენი საქმე არ არის? არა უშავს, სხვა უამრავი გზა არსებობს კაცის აღსაგზნებად. მაგალითად, განაახლეთ საძინებელი. არა, რემონტის გაკეთებას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, შეიძინეთ საწოლის ახალი კომპლექტი. ან დაკავდით სექსით უცნობ ადგილას. შესანიშნავია სანაპირო, სასტუმრო, დღიურად ნაქირავები ბინა ან მატარებელი.


შეაშინეთ


ოღონდ, ისე კი არა, რომ სექსის სურვილი სამუდამოდ გაუქროთ. მსუბუქი შეშინება იგულისხმება, რადგან სპეციალისტების თქმით, შიშიც აღაგზნებს. მაგალითად, უთხარით, რომ მანქანა დაამტვრიეთ. დაე, მოულოდნელად გააცნობიეროს სექსის შემდეგ, რომ ავტომობილი არასდროს გყოლიათ. 


ისარგებლეთ წითელი ფერით


წითელი ფერი საკმაოდ აღმგზნებია. წითელი თეთრეული, წითელი საცვალი, წითელი ჩულქები ან თუნდაც, წითელი თმა - ეს ყველაფერი სექსუალურ სურვილებს სიგნალს აძლევს.


ჩაიცვით მისი პერანგი



როდესაც საყვარელ მამაკაცს დილას გაღვიძებას დაასწრებთ, ჩაიცვით მისი პერანგი ან მასიური. სექსოლოგები ვერ ხსნიან, თუ როგორ მუშაობს ეს ფაქტი, მაგრამ კაცი ამ დროს მომენტალურად აღიგზნება. 


იხუმრეთ


ქალი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს, ყოველთვის სექსუალურია და კაცებს იზიდავს ამგვარი ქალები. იხუმრეთ, ოღონდ ხარისხიანად.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?