9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ურთიერთობა

27 ივნისი 23:00, 2020 წელი

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...

ერთ ჩვეულებრივ ოთხშაბათ საღამოს, რამდენიმე ჭიქა მარგარიტას შემდეგ, ღამის 2 საათზე გადაწყვიტე, მიგეწერა ფრაზა „არ მისწერო“ . ეს შთამბეჭდავად ჩანდა... ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ მეორე დილით გამოფხიზლებულმა არ ნახე, რომ ნაჭამი პიცის ნარჩენების ფოტო გაგიგზავნია, ისიც გადღაბნილი.


ასე რომ, დადე ტელეფონი, ღვინის ჭიქაც და სანამ ყოფილს მისწერ, ამ სტატიას გაეცანი.


1. მიეცი შენს ყოფილ პარტნიორს სივრცე


პირველივე რჩევა ძალიან რთულია შესასრულებლად, მით უმეტეს მაშინ, თუკი შენ მიგატოვა, მაგრამ დამიჯერე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. თუკი შენ შენი ყოფილი პარტნიორის სურვილებს პატივს ვერ სცემ, მაშინ მასთან ურთიერთობის განახლებაზე ფიქრიც კი არ ღირს.


ეს ნიშნავს იმას, რომ კონტაქტს მხოლოდ მას მერე აღადგენ, რაც საკუთარი თავის დადანაშაულებას შეწყვეტ დაშორებაში. მხოლოდ მაშინ მისწერე, როცა ზუსტად გეცოდინება რომ მართლა გენატრება და არა - მოწყენილობის ან დანაშაულის გრძნობის გამო.


2. არ მიიღო ეს კონკურენციად


სიყვარული და პარტნიორობა ფეხბურთის თამაში არ არის - აქ არ არსებობს კონკრეტული გამარჯვებული და დამარცხებული. თუმცა ძალიან ბევრი დაშორებული წყვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია, დაშორებიდან მოკლე ხანში აჯობოს ყოფილს, რათა დაანახოს, თუ რა დაკარგა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენვე დაგვაზიანებს.


3. ნუ იჭორავებ მის შესახებ


რა თქმა უნდა, დაშორება ძალიან ცუდია. თან ჩვენს საუკეთესო მეგობრებს ერთი სული აქვთ, ლანძღონ ჩვენი ყოფილი. მაგრამ მაინც - რაც არ უნდა გული გეტკინოს, თუნდაც ფიქრობდე, რომ მას არასოდეს შეურიგდები, მაინც არ გალანძღო შენი ყოფილი პარტნიორი მეგობრებთან.


4. შეცვალე შენი ცხოვრება


დაშორების შემდეგ ცხადია, თავს მარტოსულად იგრძნობ, მაგრამ აუცილებელია, რომ ახალი რეჟიმი ახალ ჰობის, მეგობრებსა და გართობას მოახმარო. შეავსე შენი ცხოვრება სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით. შემდეგ კი დააკვირდი: თუკი ყოფილი მხოლოდ მაშინ გენატრება, როცა მარტო ხარ და მოწყენილი, მაშინ სხვა აქტივობით დაკავდი. თუკი მაშინაც გენატრება, როცა ბედნიერი და მშვიდი ხარ, ეს სხვა საქმეა, სწორედ, ამ დროს უნდა მისწერო მას.


5. შეაფასე შენი პრობლემები


კი ბატონო, ყველამ ვიცით, დაშორების პირველ კვირებში როგორი ძნელია; როგორ გვენატრება ხოლმე ჩვენი ყოფილი შეყვარებული, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰკითხო შენს თავს: არის თუ არა დაშორების მიზეზები ნამდვილად მტკიცე?


მაგალითად, თუ დაშორება გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთ თქვენგანს სამსახურის გამო სხვა ქალაქში მოუწია გადაბარგება, დისტანციამ კი თქვენი სიყვარული დაასუსტა, ამის გამოსწორება შეიძლება ერთი კითხვით: „გიღირს თუ არა, მასთან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა?“


6. ნუ იფიქრებ ბევრს იმის შესახებ, თუ როგორ უვლიდი მას


თუკი გადაწყვიტე, რომ შერიგება კარგი აზრია და ამავე დროს, აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ არავის ახალს არ ხვდება, მაშინ თქვენს შორის გულახდილი საუბრების დროა. შეიძლება ცოტათი უხერხულიც იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივს გსურთ, თქვენი ურთიერთობა უკეთეს ეტაპზე გადავიდეს. თუკი დიდი ხანია ერთად ხართ, ჯობს, რომ გულახდილი საუბარი გქონდეთ. ხოლო თუკი მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ხვდები, მაშინ უბრალოდ სჯობს, რომ მარტივად გასეირნება შესთავაზო.


7. შეხვედრის ადგილი შეცვალე


მიუხედავად იმისა, რომ ძველი და კარგად ნაცნობი ბარი შესაძლოა ნაცნობი და რომანტიკული იყოს შენთვის, ამ სიტუაციაში კარგ გადაწყვეტილებად ვერ ჩავთვლით. ამის სანაცვლოდ, სჯობს, რომ შუადღისას ლანჩზე შეხვდეთ. ლანჩი მთლად პაემნად ვერ ჩაითვლება, ის უფრო საქმიანად და მსუბუქად ჟღერს. გარდა ამისა, დღისით გონება უფრო უკეთ და კონცენტრირებულად მუშაობს, ამიტომაც ორივე თქვენ-თქვენს სათქმელს ძალდაუტანებლად გადმოსცემთ.


8. დაასრულე კარგი მოგონებით


ხდება ისეც, რომ ყოფილი წყვილები არ რიგდებიან და თავთავიანთ გზაზე მიდიან. ამ შემთხვევაში, ორიენტირდი, რომ ურთიერთობიდან საუკეთესო ნაწილები დაიმახსოვრო. ბოლო საუბარი დაასრულე პოზიტიური ნოტით - მოგონებით, რომელიც ყოველთვის გაგაღიმებს და გაგახსენებს, რატომ ხვდებოდი მას.


9. თუკი შერიგდებით


ეს საკითხიც კვლავ „კონკურენციამდე“ მიდის. თუკი თქვენს ურთიერთობას კიდევ ერთ შანსს აძლევ, იცოდე, რომ ეს ერთ ღამეში არ გადაწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელახალი შერიგებისთვის საჭიროა კვლავ და უფრო მეტად იბრძოლოთ პარტნიორის ნდობის მოპოვებისთვის, ახლიდან დაწყებული ურთიერთობა ამის გამო შესაძლოა საერთოდ ახალ საფეხურზე ავიდეს. ნუღარ გაიხსენებთ რამ გატკინათ გული და რის გამო ხარ მასზე ნაწყენი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?