- ბოლოს და ბოლოს, დამანებებთ თუ არა თავს! ძალიან მეჩქარება.
- თუკი ახლავე არ შეჩერდებით, იძულებული გავხდები, უკიდურეს ზომებს მივმართო, - შეეპასუხა ინსპექტორი ვარნიკე, რომელიც, როგორც ყოველთვის, დანაშაულის ადგილას აღმოჩნდა. - განა, თქვენ არ აიღეთ ახლახან ხელთათმანები მაღაზიის დახლიდან და ისე წახვედით, კაპიკიც არ გადაგიხდიათ!
- ეს სიცრუეა! მე მართლაც ახლახან გამოვედი მაღაზიიდან, მაგრამ იქ ნაცნობი გამყიდველი ქალის სანახავად ვიყავი. მან სამი დღის წინათ ეს ხელთათმანები მომყიდა და მას შემდეგ მუდმივად ვატარებ, ვინაიდან ის იმ სათნო გამყიდველს მაგონებს.
- სისულელეს ნუ ჩმახავთ, - შეუტია ინსპექტორმა ვარნიკემ, - და გთხოვთ, უკან გამომყვეთ პოლიციის განყოფილებაში.
რითი შეუძლია ინსპექტორ ვარნიკეს თავისი ბრალდების დამტკიცება?