- ინსპექტორო, რა კარგია, აქ რომ ხართ! - მიეჭრა პლაჟზე გამოჩენილ ვარნიკეს შავშარვლიანი მელოტი მამაკაცი, - დამეხმარეთ, თუ შეიძლება. მომაძებნინეთ ჩემი კურდღელი. ის ძალიან ძვირფასი ჯიშისაა. ყოველდღე გამომყავდა სასეირნოდ, მდელოზე სარბენადაც კი ვუშვებდი და პირველივე დაძახილზე უკან ბრუნდებოდა. აი, დღეს მომტაცა ერთ-ერთმა იმ მუშათაგან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აქვე მშენებლობაზე დასაქმდნენ. ისინი დამცინოდნენ ჩემი კურდღლის გამო. იმ მუშამ ჩემ თვალწინ სტაცა ხელი ბოცვერს და მიმალვას შეეცადა. მაგრამ უკან გამოვუდექი და დავინახე, როგორ შემოვარდა ამ პლაჟზე. ინსპექტორო, გთხოვთ, იპოვეთ ეს არამზადა და გაიგეთ, სად დამალა ბოცვერი.
ინსპექტორმა ვარნიკემ გარს შემოჯარული ხალხი შეათვალიერა.
- მომისმინე, მეგობარო, - განუცხადა ერთ-ერთ მათგანს, - დაუბრუნე ბოცვერი პატრონს და ბოდიშიც მოუხადე. და შემდეგისთვის არ გირჩევ ამგვარ ხუმრობას. შესაძლოა, შენთვის ცუდად დასრულდეს.