ქართველი „მავერიკები“: დიმიტრი მეტრეველი, a.k.a მაიკ მიტო

ვისკი Glenfiddich

23 აგვისტო 15:30, 2016 წელი

ვისაც Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, „შესანიშნავი ათეულის“ — უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც კარგად გემახსოვრებათ, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown-ი, ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია.

დაფთაუნის გმირები — უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობენ. Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.


 


დიმიტრი მეტრეველი ამერიკელებმა მაიკ მიტოს სახელით გაიცნეს. 18 წლის იყო, რაჭის მაღალმთიანი სოფლიდან პირდაპირ კანადაში რომ გაემგზავრა და სულ მალე, ყველაზე ქარიზმატული ოქროს მომპოვებელი გახდა: რამდენიმე საბადო აღმოაჩინა და კანადაში პატარა სოფელი ააშენა, რომელიც დღემდე არსებობს და მისი გვარის მიხედვით, „მეტრევილი ჰქვია“.


 


მაიკ მიტო 1895 წელს, სოფელ უწერში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ფიზიკური შრომა პატარაობიდან უწევდა: 8 წლის იყო, ხელობის შესასწავლად დურგალს რომ მიაბარეს. წერა-კითხვა სოფლის მღვდელმა ასწავლა, შემდეგ უწერის 2-კლასიანი სასწავლებელი დაამთავრა. იმ პერიოდში, ამერიკაში რაჭველების მასობრივი ემიგრაცია დაიწყო. ისინი „შესაძლებლობების მიწაზე“ ჯერ ჯგუფებად, შემდეგ კი ინდივიდუალურად მიემგზავრებოდნენ. ზოგიერთი ოჯახს ქმნიდა და სამუდამოდ უცხო ქვეყანაში მკვიდრდებოდა, ზოგიც — უკან ბრუნდებოდა და დაგროვილი თანხით მცირე ბიზნესს იწყებდა. უწერში ამერიკის და კანადის ამბებს ხშირად ჰყვებოდნენ და როგორც ჩანს, მიტოც მათი გავლენის ქვეშ მოექცა: 1913 წელს, 18 წლის რომ გახდა, ერთ-ერთ ჯგუფს ისიც გაჰყვა.


 


მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში და კანადაში უკვე ბევრი ქართველი იყო დამკვიდრებული. პირველი ნაკადი მე-19 საუკუნის 60-იანებში წავიდა, 1910-იანებში კი მასობრივი ემიგრაცია დაიწყო — იქ მანჯურიის (ჩინეთის კოლონია) ქართული კოლონიიდან გადასახლებული ქართველებიც მიემგზავრებოდნენ. ახლადჩასულებს ადაპტაცია იოლად რომ შესძლებოდათ, სპეციალური ურთიერთდახმარების სისტემაც ჰქონდათ ჩამოყალიბებული. იმ პერიოდში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: ვანკუვერში 200-მა ქართველმა დიდი, 3-სართულიანი სახლი იყიდა და ყველა ერთად დასახლდა. ცნობილია, რომ მათი თემი ამერიკელებში დიდ პატივისცემას იმსახურებდა.


 


მიტო ჯერ სიეტლში, შემდეგ — ვანკუვერში ჩავიდა, ბევრი მხარე მოიარა და საბოლოოდ კვებეკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ვალდორში დასახლდა. ცოტა ხანში, წარმოშობით ლიტველ ქალბატონზე იქორწინა. მასთან ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა — ავგუსტ-მიტო, ნესტორი და ემილია. უცხო ქვეყანაში თავის გატანას სხვადასხვა საქმიანობით ცდილობდა, ერთი პერიოდი, ჭიდაობის შეჯიბრებშიც კი მონაწილეობდა. სწორედ ვალდორში ყოფნისას „დაავადდა“ ოქროს ციებ-ცხელებით და საბადოების აღმოჩენას შეუდგა.


 


საწყის ეტაპზე ერთი, შემდეგ კი რამდენიმე ოქროს მაღარო აამუშავა. მიტოს სახლის გარშემო ნელ-ნელა საბადოების მუშები დასახლდნენ, მათ სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ და პატარა დაბა შეიქმნა, რომელსაც ამერიკელებმა მისი გვარის მიხედვით „მეტრევილი“ უწოდეს. გაუჩერებლად მუშაობდა, კანადის მაღაროებში საქმის აწყობის შემდეგ, ოქრის საძიებლად ალიასკაზეც წავიდა. ცნობილია, რომ პირველი მაღარო იქ ჯორჯ კობის დახმარებით ააშენა. ალიასკაზე მიტოს მაღაროებს „მიტოს ანომალიებს“ უწოდებდნენ. „ანომალიების“ მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა და მალე მილიონერი გახდა. თუმცა, როგორც ნაცნობები ახასიათებდნენ, ცხოვრების ბოლომდე თავმდაბალ ადამიანად დარჩა და ფინანსურად როგორც ახლობლებს, ასევე უცხოებსაც ეხმარებოდა, თანაც, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ამერიკელებს, ბალტიისპირელებს და უკრაინელებს. დახმარებას საქრათველოშიც გზავნიდა, თუმცა, სამშობლოში დაბრუნების ოცნება ვერასოდეს აიხდინა.


 


30-იანების „დიდი დეპრესია“ მიტოსაც შეეხო. დაბა მეტრევილი და „ანომალიები“ დაცარიელდა, მდიდარი ადამიანების სიიდან გამორიცხეს. თუმცა, დეპრესიამ ვერ გატეხა: ამერიკელ პარტნიორ ფრენკ ჰარინგტონ სალერნოსთან ერთად, ტორონტოში გაემგზავრა და სალმოტას ტბის მიდამოებში ალმასის საბადო აღმოაჩინა. იქ პატარა ქარხანა ააშენეს და ალმასის წარმოება წამოიწყეს. მიტოს შესახებ გაზეთებში ხშირად წერდნენ: „მორნინგ დაიჯესტი“ სხვა ოქროს მომპოვებლებს შორის, ყველაზე კოლორიტულ პიროვნებად ასახელებდა და მისი და სალერნოს ტორონტოში მდებარე საბადოს საქმიანობის შესახებ ჰყვაბოდა; „ნორანდა უიკლი“ მაიკ მიტოს და მისი პარტნიორის და სიძის — რაშენ კიდის შესახებ წერდა და მოიხსენიებდა, როგორც „ოქროს ხეობის“ პირველ დამაარსებლებს და საბადო Bordessa Mines limited-ის მეპატრონეებს; მიტოს „ნორანდა უიკლიც“ ყველაზე კოლორიტულ ფიგურად, რაშენ კიდს კი — სახელგანთქმულ პიროვნებად ასახელებდა და ოქროთი მდიდარი კვებეკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის განვითარებას სწორედ მათ დამსახურებად მიიჩნევდა. იქვე ნათქვამი იყო, რომ რაშენ კიდმა წინა წლებში კონტრაქტს ხელი არ მოაწერა და ტერიტორიის ათვისებაზე უარი განაცხადა.


 


მაიკ მიტო 1970 წელს, ქალაქ ჰამილტონში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ფილტვების კიბო გახდა.


მიტოს სიკვდილის შემდეგ მისი დაწყებული საქმე არ გაჩერებულა: ბიზნესს სათავეში უფროსი ვაჟი — ავგუსტ მიტო, მეტსახელად აგი ჩაუდგა. ავგუსტი საკმაოდ სახელგანთქმული პიროვნება გახდა, მის საქმიანობას კანადის ხელისუფლება ყოველთვის აფასებდა და მხარს უჭერდა — კორეის ომის ვეტერანი იყო, 80-იანებში კი კომპანია Augimitto Explorations Limited-ი დააარსა და Cache d’or Resources-ში პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა. აგის ფრანგული წარმოშობის ცოლი და ვაჟი — მიტო ჰყავს. უმცროსი ძმა — ნესტორი კალიფორნიაში დასხლდა, ემილია კი, აგის მსგავსად, კანადაში დარჩა და ისიც ფრანგული წარმოშობის ემიგრანტზე დაქორწინდა.


მაიკ მიტოს დღესდღეობით საქართველოში შთამომავლები არ ჰყავს, კვებეკთან ახლოს პატარა ქალაქი — მეტრევილი კი დღესაც არსებობს.


 


წყარო:


ქართული ემიგრაცია — რუსუდან დაუშვილი: „მილიონერი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში“


რუსუდან დაუშვილი — ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში,


georoyal.ge,


nplg.gov.ge/emigrants

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?