ქართველი „მავერიკები“: სანდრო შელია

ვისკი Glenfiddich

31 მაისი 15:30, 2016 წელი

Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.

მათ, ვისაც ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, კარგად გეხსომებათ „შესანიშნავი ათეულის“ - უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown, ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია. დაფთაუნის გმირები — უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი Glenfiddich-ი შექმნეს.
თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ.


მას შემდეგ, რაც სანდრო შელიამ ცნობილ ქართველ პიანისტ თათია შარანგიაზე დაქორწინება გადაწყვიტა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-წლიანი წარმატებული კარიერა დათმო, საქართველოში დაბრუნდა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან ერთად, საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო.



სანდროს წარმატების ისტორია პროფესიონალი აკრობატის მიერ შესრულებულ რთულ ილეთს ჰგავს, რომელიც გამოუცდელ მაყურებელს მარტივად შესასრულებელი ეჩვენება, ოდნავ კომპეტენტური პირი კი მაშინვე ატყობს, რამხელა შრომა აქვს აკრობატს მოძრაობის სრულყოფისთვის ჩადებული. სანდროც რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული საქმიანობის შესახებ ისე გვესაუბრა, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ადამიანი ერთდროულად პოლიტოლოგიური, ელექტრონული ტექნოლოგიების, ხარისხის მართვის და საქველმოქმედო საქმიანობებით რომ არის დაკავებული.


ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა. მშობლები ყველა ღონეს ხმარობდნენ, შვილისთვის ხარისხიანი განათლება რომ მიეცათ. პატარაობაში მიზნად დაისახა, რომ სასწავლებლად ამერიკაში წავიდოდა და ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სოროსის ფონდის გამოყენებითი მათემატიკის კონკურსში გაიმარჯვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა. 1 წელიწადში FSA-ს პროგრამირების კონკურსში მიიღო მოანწილეობა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ტარდებოდა და საქართველოს 300 წარმომადგენელს შორის 4 გამარჯვებულში მოხვდა. 18 აგვისტოს სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა - იმ დღეს სწორედ 18 წელი შეუსრულდა.


ამერიკაში ჩასულმა უეცრად გააცნობიერა, რომ მისი ხასიათის შტრიხებში, პროგრამისტებისთვის დამახასიათებელი ინტრავერტიზმის ნაცვლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი სჭარბობდა. ერთ საღამოს მშობლებს დაურეკა და აცნობა, რომ სოციალური მეცნიერებებით გატაცებული, სწავლის გაგრძელებას პოლიტოლოგიის განხრით აპირებდა. გაოცების მიუხედავად, ოჯახმა შვილის გადაწყვეტილებას პატივი სცა და ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. შედეგმაც არ დააყოვნა: პენსილვანიაში მდებარე ძალიან პრესტიჟულ კოლეჯ Allegheny-ში ჩაირიცხა. იმის გამო, რომ იქ სწავლა ძალიან ძვირი ღირდა და კანონმდებლობიდან გამომდინარე, სტიპენდია უცხოელებს სწავლის საფასურს სრულად ვერ უფარავდა, 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 2 წელიწადში გავლა გადაწყვიტა. ამასთანავე, ამერიკელი თავდების ძებნა დაიწყო, დარჩენილი თანხისთვის სტუდენტური სესხის მიღება რომ შესძლებოდა.


1997 წელს, ერთი წლის შემდეგ, არდადეგებზე, საქართველოში დაბრუნდა - მგზავრობა ოჯახის ახლობელმა დაუფინანსა, მშობლებს ბილეთის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. დასვენების ნაცვლად, არადადეგები მიზნობრივად გამოიყენა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრაქტიკანტად დარეგისტრირდა. მაშინდელი მინისტრის ბაკურ გულუას თარჯიმანის, ასისტენტის და პრესმდივანის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ გულუამ აღმოუჩინა ამერიკელი თანახელმომწერის შოვნის და სწავლის გაგრძელებისთვის დახმარება: რეიგანის ადმინისტრაციის დროინდელ კონგრესმენ ჯონ კონლანს დაუკავშირდა და სანდროს მხარდაჭერა სთხოვა. კონლანი ქართველზე იყო დაქორწინებული, საქართველოში გარკვეული ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავდა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გულუასთან გადიოდა. „ჯონ კონლანმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა: წარმოიდგინეთ, რამხელა რისკია, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანისთვის 13-წლიანი სესხის თავდები ხდები,“ - განაცხადა სანდრომ ჩვენთან საუბრისას.


კონლანის დამსახურებით, მალე კვლავ შტატებში გაემგზავრა და ერთ წელიწადში სადიპლომო ნაშრომიც წარადგინა. Allegheny-ს უნივერსიტეტში პირველი უცხოელი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელსაც პოლიტოლოგიის პროფესორებმა წლის საუკეთესო სადიპლომო ნაშრომის წოდება მიანიჭეს. კოლეჯის დამთავრებულებს შორის ყველაზე პატარა იყო. სწავლის დასრულების აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად კლუბებში რომ დადიოდა, დაცვას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად, სადიპლომო ნაშრომს აჩვენებდა ხოლმე - სრულწლოვანად რომ ჩაეთვალათ და შეეშვათ.
მალე სწავლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 2008 წელს მაგისტრის წოდება მიიღო.


სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობას სხვადასხვა დაწესებულებაში სთავაზობდნენ. 2004 წლიდან ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტში (ANSI) აკრედიტაციის უფროსი დირექტორის პოზიციაზე მიიღეს, სადაც 10 წელი გაატარა. ორგანიზაცია ANSI-ს 100-წლიანი ისტორია აქვს, ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული აკრედიტაციის ორგანო და ISO-ს დამფუძნებელი წევრია. მოვალეობა სხვადასხვა სფეროს პერსონალის და პროდუქციის სერტიფიცირების ორგანოსთვის აკრედიტაციის წარმართვა იყო. სამუშაო მრავალფეროვანი ჰქონდა: განსხვავებულ ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებთან თანამშრომლობდა - პროდუქტების, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტიტუციებთან, საინჟინრო კომპანიებთან. პარალელურად, საკუთარი ინიციატივით, ANSI-სთვის ელექტრონული პორტალი შექმნა, რაც აკრედიტაციის წარმართვის პროცესს საგრძნობლად აადვილებდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო: სისტემის შემსრულებელიც თავად იყო, დამკვეთიც და მომხმარებელიც. იქ დღემდე სანდროს მიერ შექმნილი სისტემით მუშაობენ.


მსგავსი საქმიანობით ამჟამად საქართველოშიცაა დაკავებული: კერძო ინსპექტირების პროგრამას ნერგავს. ეს პროგრამა საქართველოში ლიფტების და სხვა მოწყობილობების მწარმოებლების ინსპექტირებას შეეხება, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად პასუხს აგებენ. მიაჩნია, რომ უსაფრთხოების გარდა, ნებაყოფლობითი პროფესიული სერტიფიცირების პროგრამები დასაქმების პრობლემის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.


საქართველოში დაბრუნებულმა მეუღლის მეგობრები - ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გაიცნო. მათი დამსახურებით წარმოსახვაში არსებული სტერეოტიპი  დაემსხვრა - თითქოს აქ არაფერის კეთებას აზრი არ აქვს და დროზე უნდა „გაიქცე“.
ჩამოსვლისთანავე ბევრი განსხვავებული მიამრთულებით დაიწყო მოღვაწეობა:
როგორც პროგრამირების კონსულტანტმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ტენდერში გაიმარჯვა და ლატვიური კომპანიის პროგრამისტების ჯგუფს უხელმძღვანელა - საქართველოში არსებული აკრედიტაციის ორგანოს მსგავსი სისტემა შექმნა. პარალელურად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონსულტანტია. ცენტრი უნივერსიტეტების და სკოლების აკრედიტაციაზე მუშაობს. ხარისხის მართვის სისტემა მათთვისაც დანერგა და ელექტრონული პორტალი შექმნა.



ძირითად საქმიანობასთან ერთად, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ქველმოქმედება წამოიწყო. „არაფრის კეთებას სჯობს, თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმარო, მაგრამ შენი საქმიანობა აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს - ხალხმა უნდა იცოდეს, თანხას რა მიზნებისთვის გაიღებს. ქველმოქმედებაზე მეტად, მე უფრო ფილანტროპიულ აქტივობებს ვახორციელებ“.


ერთი წლის წინ ორგანიზაცია „ნათელი საქართველო“ დააარსა, რომელის ეგიდითაც, საკუთარი სახსრებით და თანამოაზრეების მოანწილეობით მოღვაწეობს. ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით 2 მიმართულებით მუშაობს: სოციალურად დაუცველ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება და ზოგადად, განათლების პოპულარიზაციას ახდენს.


„ნათელი საქართველოს“ პირველი აქტივობა მეუღლის კონცერტი იყო - თათიას შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. შესთავაზა, სცენაზე საქველმოქმედო კონცერტით დაბრუნებულიყო. კონსულტაციებისთვის არასამთავრობო „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ მიმართეს და 2015 წლის 20 აპრილს პირველი კონცერტიც ჩაატარეს. შემოსული თანხა მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდა. ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა და კონცერტები თელავსა და ზუგდიდშიც ჩატარდა.


გაჩდა საზაფხულო სკოლის იდეაც: განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ყველა სკოლაში დაანონსდა, რომ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც კერძო რეპეტიტორებთან სიარულის საშუალება არ ჰქონდათ, შეეძლოთ საზაფხულო სკოლისთვის მიემართათ. მოანწილეობის აუცილებელი პირობა სოციალურად დაუცველის სტატუსი იყო. სულ 30 მოსწავლე შეარჩიეს, რომლებმაც განცხადებები პირველებმა შეიტანეს და როგორც ფონდის ხარჯებით, ასევე პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, 2 კვირით ქობულეთში წაიყვანეს. მოსწავლეებს იქ საქართველოში საუკეთესო რეპეტიტორები ქართულში, ზოგად უნარებსა და ინგლისურში ამეცადინებდნენ. პროგრამის ფარგლებში, დათო ტურაშვილთან, კახაბერსა და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, კულტურული დისკუსიებიც იმართებოდა.


„ნათელი საქართველო“ ამ ეტაპზე პროექტს — „ხელოვნება პატარებს“ ახორციელებს. ერთ დღეს დაფიქრდა, რამდენ ბავშვს არ ჰქონდა საშუალება, ხელოვნების წრეებზე ევლო და ცენტრი დააარსა, როემლიც 10 ბავშვს სხვადასხვა სახელოვნებო კურსის 1 სემესტრს უფინანსებს.


ცოტა ხნის წინ, სტანდარტული ოლიმპიადების ნაცვლად, განათლების ხელშეწყობისთვის ლიტერატურული კონკურსის მოწყობა გადაწყვიტა. კონკურსს 2 მიზანი აქვს — საზოგადოებისთვის დამწყები პროზაიკოსების გაცნობა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაცია, და, შესაბამისად,  2-ნაწილიანია: „ახალგაზრდა პროზაიკოსების“ და „მკითხველების“ კონკურსებს მოიცავს. მოანწილეობის მიღება სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ჟიურის წევრები დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დავით გორგილაძე და მარი ხიდაშელი არიან.


საინტერესო კონცეფცია აქვს მკითხველების კონკურსს:
საწყის ეტაპზე, მონაწილემ მსოფლიო და ქართული ლიტერატურს კონკურსის ფარგლებში მითითებული 60 წიგნი უნდა წაიკითხოს. საბოლოოდ, კონკურსი „რა? სად? როდის?“ ფორმატში წარიმართება და მოსწავლეები სწორედ იმ წიგნებიდან შედგენილ კითხვებს უპასუხებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?