X

ანრი ჯოხაძე: კინაღამ ჭკუიდან გადავდექი!

X-ფაქტორი
26.05.2015 14:00
352

გუშინ „X ფაქტორის“ მეორე ლაივ-კონცერტი სრული ანშლაგით დაიწყო. მაყურებლის წინაშე ჯგუფები და ბავშვები კატეგორიის ოთხ-ოთხი კონკურსანტი წარდგნენ. რთული გადაწყვეტილებების მიღება ამჯერად თამთა გოდუაძეს და ანრი ჯოხაძეს მიუწიათ.

ბავშვების კატეგორიიდან ხმათა უმრავლესობა ქუთაისელმა გიორგი ფრუიძემ მიიღო. ის შემდეგ ეტაპზე გარანტირებულად გადავიდა.
პროექტი  მარიამ აფხაძემ დატოვა. ყველაზე პატარა კონკურსანტმა პროექტის დატოვება ძალიან განიცადა და სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. მარიამ აფხაძეს ჟიურის ყველა წევრი და წამყვანები ამშვიდებდნენ. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იყო.
ანრის სამეულში დარჩნენ: გიორგი ფრუიძე, სოფო ბათილაშვილი და მარიამ ჯანჯღავა!

ანრი ჯოხაძე:
ჩემს გადაწყვეტილებებს არასოდეს  ვნანობ, მით უმეტეს, რაც ჩემს პროფესიასთან არის დაკავშირებული. რაც არის ეს არის. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და უმრავლესობა დამეთანხმება. იმიტომ კი არა, რომ მარიამ აფხაძე ვინმეზე ნაკლები იყო, არა!  აქ ბრძოლაა საჭირო. მარიამი კი ყველაზე პატარა და ყველაზე დაუცველია. ძალიან ვინერვიულე, როცა გავაცნობიერე, თუ რა შარში გამხვიეს პროდიუსერებმა, ბავშვების კატეგორია რომ მომცეს. როდესაც მარიამის ცრემლები დავინახე, კინაღამ ჭკუიდან გადავდექი. არც ერთი ბავშვის ცრემლი არ მიღირს ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებად. მე დღეს მოვკვდი.

ბავშვების კატეგორიის კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ თამთა გოდუაძის და მისი კატეგორიის - ჯგუფების რიგიც მოვიდა.
მაყურებელის  ხმამთა  უმრავლესობა ძმებმა გულაშვილებმა მიიღეს. მათ ენერგიული სიმღერით და არაჩვეულებრივი საცეკვაო შოუთი მთელი დარბაზი აიყოლიეს. 
ირაკლი და თორნიკე გულაშვილები:
გადასვლის იმედი გვქონდა, მაგრამ ხმების უმრავლესობას თუ მივიღებდით, ნამდვილად არ გვეგონა. ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ყველას. ჩვენმა მცდელობამ, რუსთავი 2-ის ხელშეწყობამ და ამ არაჩვეულებრივმა შოუმ ნამდვილად გაამართლა. ძალიან ბედნირები ვართ.
მენტორის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გოგონათა ერთადერთი ჯგუფი  Vanilla Cage გადავიდა, პროექტი კი Natural Life-მ დატოვა.
თამთას სამეულში არიან: ძმები გულაშვილები, The Pulse, Vanilla Cage.
თამთა გოდუაძე:
იმედი მაქვს, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ეს  ჯგუფები დავტოვე პროექტში. ნამდვილად არ იყო ადვილი. გავითვალისწინე ყველაფერი. გავიხსენე არა მხოლოდ დღევანდელი გამოსვლა, არამედ წინა გამოსვლებიც.
კონცერტზე კიდევ  ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა.   მაგთის  ოთახის ახალი თანაწამყვანი გიგო იუბილარი აღმოჩნდა. დაბადების დღეს მას პირდაპირ ეთერი მიულოცეს.

ამ ლაივის დროს  ფაქტორის კულისების ამბებს კი FUNTIME-ის ფოტოსლაიდში გთავაზობთ;

 

ავტორი: ქეთევან საგინაშვილი