მე-6 „ლაივი“ - ახალი ლიდერი და თამთა გოდუაძის სინანულნარევი გადაწყვეტილება

30 ივნისი 14:00, 2015 წელი

ფილარმონიაში „X ფაქტორის“ მე-6 კონცერტი გაიმართა. დრამატული მომენტები არც გუშინდელ კონცერტს აკლდა. ამჯერად მაყურებლის ერთიანობა დაირღვა და „ესემეს“-ლიდერი არა გიორგი ნაკაშიძე, არამედ ნინი ბრეგვაძე გახდა - მან მაყურებლის 23,91 პროცენტი მიიღო. აუტსაიდერებში კი ლინდა ადამია და დიმა კობეშავიძე მოხვდნენ

აუტსაიდერების ბედი ჟიურის წევრებმა, კონკრეტულად კი თამთა გოდუაძემ გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ყოყმანის შემდეგ თავისი ხმა ლინდა ადამიას მისცა და პროექტს დიმა კობეშავიძე გამოეთიშა. მენტორები მოხარულები არიან, რომ პროექტი გამოცოცხლდა და ახალი ლიდერი გამოჩნდა. ანრი ჯოხაძის თქმით, მისმა კეტეგორიამ გაამართლა.


ანრი ჯოხაძე: დღეს სიტუაცია დაიძაბა და ისეთი გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა,
ნინი ბრეგვაძე ლიდერი გახდა... ჩემთვის ეს უკვე ძალიან მოულოდნელია. ერთგვარი „ტრადიცია“ უნდა დაირღვეს და არამარტო ნაკაშიძის შემთხვევაში. თითქოს უხერხულობას ქმნის და ინტერესი იკარგება, როდესაც „ესემეს“-ლიდერი მუდმივად ერთი და იგივე კონკურსანტია. გულწრფელად გამიხარდა, რომ ახალი ლიდერი გვყავს. შემდეგ ორშაბათს თუ შეიცვალა, უფრო მეტი ინტრიგა იქნება. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამი კონკურსანტი ადგილზეა და არც ერთი მათგანი აუტსაიდერი არ ყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს ჩვენი კატეგორია ძალიან მოსწონს.


- შენმა ბავშვებმა დიდებს დაუმტკიცეს, რომ ღირსეული კონკურენტები არიან?
- აბსოლუტურად. ვფიქრობ, წელს X  ფაქტორზე ყველაზე მეტად ბავშვების კატეგორიამ გაამართლა. ეს იყო სუპერპროფესიონალური გათვლა პროდიუსერებისგან - მე-6 „ლაივი“ დასრულდა და ამ ხნის განმავლობაში ბავშვები აუტსაიდერებში არასდროს  მდგარან. ბავშვების კატეგორიის მენტორი რომ გავხდი, თავიდან მეშინოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ბავშვური ბუნება მშველის და მათ ენაზე ვიწყებ ლაპარაკს.


თამთა გოდუაძე: არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და შეიძლება, ვნანობდე კიდეც. ხმები თუ გაიყოფოდა, ხალხი გადაწყვეტდა. ძალიან მინდა, გავიგო შედეგები.



- მიგაჩნია, რომ ღირსეული დატოვე?
- თავს ვერ დავდებ, ოღონდ მართლა. იმდენად 50/50-ზე ვიყავი გაჭედილი, ასე, რაღაცნაირად, უცებ გადავწყვიტე.


- ხომ არ ნანობ?
- არ ვიცი... ჯერჯერობით არა. ხვალ დავფიქრდები.


სოფო ნიჟარაძე: არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა და კიდევ ერთხელ არ მჯერა, რომ ჩემი გუნდი შენარჩუნებულია ჩემი კოლეგების წყალობით. კიდევ უფრო მიჭირს დაჯერება, რომ ჩემი „გოგონების კატეგორია“ დღეს ლიდერი გახდა. ნინიმ ეს შეძლო, ეს ერთად შევძელით. კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. თუკი აქამდე ერთი გამოკვეთილი ლიდერი გვყავდა, ახლა კონკურენცია უფრო იგრძნობა, ტემპერატურა იზრდება. ძალიან დაძაბული ეტაპები გველის. მიხარია, რომ მე-7 „ლაივს“ სრული შემადგენლობით შევხვდები. ყველაფერს გავაკეთებთ და ხალხს დავუმტკიცებთ, რომ დღევანდელი ლიდერობა დამსახურებული იყო.


- რაც შეეხება ლინდას, ელოდებოდი ასეთ შედეგს?
- ლინდა და დიმა უკვე მეორედ იდგნენ აუტსაიდერებში. არავის გაუკვირდებოდა, რომ ჩემი გუნდის წევრს მივეცი ხმა.
რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ალბათ, მათ შეაჩნიეს, რომ ლინდას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. მისი დარჩენა მიხარია, ის ერთ-ერთი სუპერვოკალისტია ამ პროექტში.


გიორგი გაბუნია: რისიც მეშინოდა, ის მოხდა. ორივე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ რას ვიზამთ... დიმა არ უნდა წასულიყო. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით ყოველთვის და ასევე გავაგრძელებთ. ახლა მთელი კონცენტრაცია გიორგიზე უნდა გადავიტანო. დიმა ძალიან ძლიერი მომღერალია და  X  ფაქტორს დააკლდება.


დიმა კობეშავიძე: გული დამწყდა, მაგრამ პროექტია და ყველაფერი ხდება. ლინდა ადამიას დარჩენა ძალიან მიხარია. ცუდია, რომ აუსტაიდერები ვიყავით, მაგრამ  ხალხმა ასე გადაწყვიტა.


FunTime X ფაქტორის მე-6 „ლაივის“ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?