ლელა წურწუმია: „X ფაქტორის“ ჟიურის ამპლუაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ ჩემი პროფესიის ადამიანებს, ახალგაზრდა მომღერლებს ვაფასებ. შემდგომში მათთან მუშაობა საინტერესო იქნება, რადგან ალბათ დროთა განმავლობაში ამ ადამიანების, კონკურსანტების ცხოვრებას შევცვლით და კარგია, თუ ამაში მონაწილეობას მივიღებ.