მამულიჩა: ,,ჩემთვის საამაყოა, რომ ლელა „X ფაქტორის“ ჟიურიში ზის...“
X ფაქტორი
11 აპრილი 15:30, 2017 წელი
გუშინ კლუბ „ქალაქურში“ „X ფაქტორის“ პირველი გადაცემის საყურებლად შეკრებილთა შორის ჟიურის ახალი წევრის, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახი მამულაშვილიც შეგვხვდა, რომელმაც ლელას ახალი ამპლუის შესახებ თავისი შთაბეჭდილება Funtime-ს გაუზიარა.
კახი მამულაშვილი: ლელა „X ფაქტორის“ ჟიურის ძალიან უხდება და მისთვის ეს ამპლუა საპასუხისმგებლოც არის. ეს პროექტი ყოველთვის მომწონდა. მასზე მაგარი გუნდი მუშაობს, გადაცემას მაგრად ფუთავენ და ჩემთვის საამაყოა, რომ ლელა „X ფაქტორის“ ჟიურიში ზის. მომღერლისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობა და განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ზე, ძალიან მნიშვნელოვანია.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე