ნიკა ლაზარიაშვილი: „X ფაქტორში გამარჯვება გამიჭირდება“

X ფაქტორი

2 მაისი 13:04, 2017 წელი

X ფაქტორის სცენაზე ნიკა ლაზარიაშვილის გამოსვლამ ჟიურის წევრებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. ნიკა გამოცდილი კონკურსანტია და თუ რატომ გადაწყვიტა კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობა, ამის შესახებ Funtime-სთან საუბრა.

ნიკა ლაზარიაშვილი: „X ფაქტორში“ მონაწილეობით, პირველ რიგში, მსურდა დედის გული გამეხარებინა. დედაჩემს ძალიან უნდოდა, ამ შოუს კონკურსანტი ვყოფილიყავი და სიუპრიზი გავუკთე. გარდა ამისა, ამით საკუთარი ოცნებაც ავისრულე  - ფილარმონიის სცენაზე კონკურსანტები თუ მომღერლები რომ იდგნენ, კეთილი შურით მშურდა და მინდოდა, ფილარმონიის სცენაზე ოდესმე მეც მაინც დამედგა ფეხი.


- ალბათ საკუთრ თავში დარწმუნებულიც იყავით. ასეა?
- რაღაც მომენტში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ამასთანავე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჟიურიში ჩემი მეგობარი სტეფანე ზის და მისი აზრი თუ შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, დანარჩენი კონკურსანტებისგან განსხვავებით, მეტი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.


- კონკურსში თქვენი გამოჩენა სტეფანესთვისაც სიურპრიზი იყო?
- იცოდა, რომ კონკურსში ვმონაწილეობდი, თუმცა ჟიურის წინაშე რომელ დღეს წარვდგებოდი, ეს არ მითქვამს. გამოდის, რომ მისთვისაც სიუპრიზი იყო.


- სტეფანესთან მას შემდეგ მეგობრობთ, რაც ის სხვა მუსიკალური კონკურსის მწვრთნელი იყო?
- დიახ. ერთმანეთი ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე გავიცანით და მას მერე ძალიან ვმეგობრობთ. მისგან არაერთ რჩევას ვიღებ და ვითვალისწინებ კიდეც.


- საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. გამარჯვების ამბიცია გაქვთ?
- გამარჯვების ამბიცია ნამდვილად მაქვს, თუმცა კონკურენცია იმდენად ძლიერია, ვფიქრობ, რომ გამარჯვება გამიჭირდება.


- ბიჭების კატეგორია სოფო ნიჟარაზეს შეხვდა. სოფოს იცნობდით?
- სოფოს ვიცნობდი, თუმცა ძალიან ახლოს არა. მის რჩევებს ვითვალისწინებ, რადგან ის ჩემი მენტორია და თანაც ჩემზე ბევრად გამოცდილი მომღერალია.

- თაყვანისმცემელი გოგონები ალბათ თქვენი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდებიან. შეყვარებული ხართ?
- ჩემ გვერდით ერთადერთი გოგოა, კატა - სახელად ჟული (იცინის). ყველაზე ეჭვიანობს. ჩემი პრინცესაა!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?