ოთო ღურწკაია: „გახმოვანებამ სრული დისკომფორტი შემიქმნა"

X ფაქტორი

30 მაისი 15:30, 2017 წელი

სტეფანეს გუნდის წევრი ოთო ღურწკაია ის გამონაკლისი კონკურსანტი აღმოჩნდა, რომელიც, გულშემატკივრების რაოდენობის მიუხედავად, აუტსაიდერებში მოხვედრასა და პროექტის დატოვებასაც ელოდა. 

ოთო ღურწკაია: აუტსაიდერებში რომ დავდგებოდი, ამის მოლოდინი მქონდა, რადგან ჩემი შესრულებით საკმაოდ უკმაყოფილო ვიყავი. ვერ გავაკეთე ის, რაც მინდოდა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რადგან ყველაფერი გახმოვანებაზე იყო დამოკიდებული, რამაც სრული დისკომფორტი შემიქმნა. 


- რომ არა გახმოვანების პრობლემა, სათანადოდ იმღერებდით?
- ძნელია ვთქვა, რომ ვიმღერებდი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.... უბრალოდ, ამ შემთხვევაში კარგ შესრულებას მხოლოდ 10% ეჭირა. ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო, კარგი ნამღერი, ალბათ, 80%-ს მაინც დაიჭერდა. 


- როგორ გამოიყენებთ შანსს, რომელიც „X ფაქტორმა“ მოგცათ?
- პროექტმა შანსი მომცა, რომ ხალხს შევყვარებოდი და ამას ვცდილობდი სცენაზე გამოსვლის წუთიდან. შეიძლება, ეს ემოცია გარეგნულად არ მეტყობოდა, მაგრამ სხვა მიზანი ნამდვილად არ მამოძრავებდა. 


- მუსიკას თქვენი ცხოვრების რა ნაწილი უჭირავს?
- სიმღერა ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ. ჩემშია შიგნით რაღაც, რაც თავს სხვანაირად მაგრძნობინებს. ბევრი ამბობს და კომენტარებშიც წერენ - „მთვრალი ხარ თუ მოწეული გაქვს?“ არც ვსვამ, არც ვეწევი და არც არასდროს მომიწევია. მუსიკით ვკაიფობ, მუსიკას ვეწევი და მუსიკით ვთვრები. 


- სიმღერის გარდა, რას საქმიანობთ?
- სამედიცინო სფეროშიც ვარ დაკავებული. მომავალი ტრავმატოლოგი გახლავართ. ვესწრები ოპერაციებს და უმეტეს შემთხვევებში ჩართულიც ვარ. გარდა ამისა, ოჯახის და გვერდში მყოფი ადამიანების სიყვარულით ვარ დაკავებული. მყავს ადამიანი, ვინც მაბედნიერებს. მათთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც გამიკეთებია და მომავალშიც ვეცდები, თავი არ დავზოგო.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?