გიორგი გაბუნია: „წასვლა და ცრემლების ღვრა კიდევ ბევრს მოუწევს...“

X ფაქტორი

1 ივნისი 15:30, 2016 წელი

მეგაპროექტ „X ფაქტორში“ დაძაბულობა მეორე ლაივკონცერტზე მაყურებლისთვის კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. აშკარაა, რომ გიორგი გაბუნიას საკუთარი გუნდის წევრების გამოსარჩლება ხშირად უწევს. მეორე ლაივზე მალიბუს დასაცავადაც არ დაიშურა სიტყვები და ცირას პროექტში დასატოვებლადაც ბოლომდე იბრძოლა. კონცერტის დასასრულს გიორგი გაბუნიას Funtime კულისებში გაესაუბრა.

- გიორგი, შენი გუნდის წევრების დაცვა ძალიან ხშირად გიწევს...
-
მალიბუთი დავიწყებ. მისი დაცვა, როგორც წესი, ნიკასგან მიწევს, რადგან გვარამია, ტრადიციულად, მალიბუს ერჩის, თუმცა მეორე ლაივზე ის მას კი არა, უკვე მე მერჩოდა. მალიბუმ ჩემი დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ნიკას ჩემთან ჰქონდა პრეტენზია. არ მოეწონა სიმღერა, რომლის შესრულებაც მე დავავალე. გვარამიას არ ვეთანხმები, რადგან ეს სიმღერა ზუსტადაც რომ მალიბუს შესასრულებელი იყო და დრამატული განვითარება არაჩვეულებრივად წარმოაჩინა.


- მალიბუს ნიკა აგრესიულ მომღერლად ხშირად მოიხსენიებს. ეთანხმები?
-
რეალურად, მალიბუ აბსოლუტურად არააგრესიულია. ყველა კარგად ხედავს, მისი მისამართით რამდენი აგრესია მიდის, მაგრამ გინახავთ ოდესმე აგრესიული მალიბუ, მისი აგრესიული გამოხედვა ან მისი საპასუხო განცხადება? მალიბუს შეუძლია, საპასუხოდ, მუსიკაში იყოს აგრესიული. ალბათ, ნიკა ამას გულისხმობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალიბუ ყველა კონცერტზე ერთნაირად უნდა წარმოჩნდეს. პროექტში მას სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულება მოუწევს.


- ერთ-ერთი დაპირისპირების მიზეზი ცირა კობიაშვილიც იყო...
- ცირა აუტსაიდერი გახდა, თუმცა მიხარია, რომ ჟიურის წევრებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ის პროექტში დატოვეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიჭები, რომლებიც პროექტს გარეთ დარჩნენ, ცუდები იყვნენ. მათ ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს და რთულია, მეორედ აღმოჩნდნენ იმავე მდგომარეობაში. რას ვიზამთ, ეს კონკურსია და გამარჯვებამდე ერთი მივა. წასვლა და ცრემლების ღვრა კიდევ ბევრს მოუწევს.


- ბოლო ტურებში სოფო ნიჟარაძე ცირას მიმართ თითქოს ცოტა დატკბა, თუმცა აუტსაიდერობის დროს მხარი მაინც არ დაუჭირა...
- მისგან ასეთი დამოკიდებულება არც გამკვირვებია. სოფოს კონკურსანტების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ცდილობს, ობიექტურიც იყოს, რაც კარგად გამოსდის. მაყურებელი ამჩნევს, რომ სოფოს ცირა მაინცდამაინც გულზე არ ეხატება, მაგრამ რაც მოსწონს ცირაში, იმასაც ხმამაღლა ამბობს. დათი წერეთელთან, ლუკა ჩაკვეტაძესთან და გიორგი ლაფაჩიშვილთან სოფოს დიდი ემოციური კავშირი აქვს, მათში დიდი შრომა ჩადო და ბუნებრივია, რომ მხარი მათ დაუჭირა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?