ნიკა გვარამია: ეს არ არის „ნიჭიერი“. ამიტომ, როცა მენტორებს საკუთარი გუნდები ჰყავთ, იმდენად გულშემატკივრობენ, რომ ხშირ შემთხვევაში კონკურსანტი განხეთქილების ვაშლი ხდება. მე არ მაქვს არავითარი მოლაპარაკება არც ერთ სხვა მენტორთან. ჩემს კონკურსანტებთან ვმუშაობ და დანარჩენებზე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. თუ მომწონს შესრულება, ფეხზე ვდგები და ტაშს ვუკრავ, თუ არ მომწონს, ამასაც აღვნიშნავ. იმის გამო, რომ მერე ვიღაცამ მხარი დამიჭიროს ან ჩემს კონკურსანტზე საპასუხო დადებითი კომენტარი მივიღო, არასდროს ვიტყვი კარგს, თუ არ მომწონს. როცა მიშო სულუხიას დონის მომღერალს პროექტიდან სუბლატი და ფორჩხიძე აგდებენ, ეს ფაქტი ღიმილის მომგვრელია. არ მეჩვენება და გეტყვით, რომ დღეს სულ არ ვყოფილვარ მწარე კომენტარებით გამორჩეული. დღეს ვიყავი ის, რაც ვარ. სხვებისგან განსხვავებით, მაყურებლის მოტყუებას არ ვცდილობ.
მიშომ კონკურსი დატოვა, თუმცა მგონია, რომ მაყურებელი ყოველთვის მართალია, პროექტში ჩემს ყოფნას ორი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩემს გუნდს რეპერტუარის სწორად შერჩევაში დავეხმარო და მეორე - მაყურებელს დავეხმარო სწორად ორიენტირდეს იმაში, რაც ხდება. შეთანხმებულად კომპლიმენტების ჩამორიგებას არ ვაპირებ. მიშო ჟიურის ბევრ წევრზე უკეთესი მომღერალია.
გიორგი გაბუნიაზე შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან ის უკვე სამი წელია, პროექტში თავს იმით იმკვიდრებს, რომ ადამიანებს ჩაცმულობის, გარეგნობისა და წარმომავლობის გამო აყენებს შეურაცხყოფას.
სხვებისთვის შეურაცხყოფების მიყენება არ მჩვევია, რადგან საკმაოდ სრულფასოვნად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ თვითდამკვიდრებისთვის ეს არ დამჭირდეს. ლილოს ბაზრობა და რესტორანი კონკურსანტსა და მენტორს არასდროს შეეხება. ეს არის ჩემი შეფასება შესრულების მისამართით. როცა მგონია, რომ ლილოს ბაზრობის ჟღერადობაა, ამას აღვნიშნავ, მაგრამ, გაბუნიასგან განსხვავებით, კონკურსანტს არ ვეუბნები, რომ ქამარი უჭერს და შარვალი აქვს მოკლე. ცირას ნაკლებად მოექცა სოფო ნიჟარაძე? მისგან და გაბუნიასგან პერსონალურ შეურაცხყოფაში ბრალდებების გამზიარებელი არ ვარ.