თამთა გოდუაძე: აუტსაიდერებში სხვა კონკურსანტები უნდა ყოფილიყვნენ

9 ივნისი 14:00, 2015 წელი
18

ფილარმონიაში მეგაპროექტ „X ფაქტორის“ მეოთხე ლაივ-კონცერტი გაიმართა. მრავალფეროვანი შოუსა და სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.


მაყურებელი ამჯერადაც ერთსულოვანი იყო  და თავისი რჩეულისთვის არ უღალატია - ლიდერი კვლავ გიორგი ნაკაშიძე გახდა. მან ხმების 18,39 პროცენტი მიიღო.
აუტსაიდერები ლინდა ადამია და ჯგუფი Vanilla Cage გახდნენ.
აქ უკვე მენტორების გადაწყვეტილების დრო დადგა.
აუტსაიდერების ბედი გიორგი გაბუნიას ხმამ გადაწყვიტა: მე უფრო მეტად ვენდობი ლინდა ადამიას - ამ სიტყვებით ნათელი გახდა რომ Vanilla Cage სახლში წავიდა.

თეო ჩიტიშვილი, Vanilla Cage-ის ვოკალისტი:
ჩვენ ჩვენი საქმე  გვაქვს და მხოლოდ კონკურსისთვის არ შევკრებილვართ, მანამდეც ვარსებობდით, კონცერტებსაც ვატარებდით. ამით არ იწყება  და არ მთავრდება არაფერი. გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი გავარდნა უსამართლობა იყო. დარჩენილი კონკურსანტებიდან  კი ყველაზე მეტად "პულსს" ვგულშემატკივრობთ.    


ლინდა ადამია:
ველოდი რომ აუტსაიდერი ვიქნებოდი, დარწმუნებული ვიყავი!


გიორგი გაბუნია:
მიმაჩნია, რომ ეს სამი ადამიანი - ლინდა, მისი მეუღლე დათო და მათი მომავალი შვილი ჯარჯი, რომელიც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ სულ ჩვენთან არის, პროექტის ყველაზე პოზიტიური ნაწილია. როგორც აღვნიშნე, ლინდას მიმართ არანაირი შენიშვნა არ მქონია, დაწყებული პირველი კასტიგიდან დღემდე.  ეჭვი არასოდეს შემპარვია, რომ ეს გოგო ფინალამდე თუ არა, გარანტირებულად მაინც შეძლებს ფინალთან მიახლოებას. Vanilla Cage-ის მიმართ გარკვეულ ეტაპზე ეჭვები გამიჩნდა. იცის და ახსოვს მაყურებელს, მე ეს არასდროს დამიმალავს.


თამთა გოდუაძე:
ხშირ შემთხვევაში ვერ განვსაზღვრავ ხალხის რეაქციას, არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. 
მინდა, ვთქვა, რომ იყო ორი ადამიანი, რომლებსაც პირადად მე აუტსაიდერების ადგილას დავაყენებდი. 
ეს არც Vanilla Cage იქნებოდა და არც ლინდა ადამია, მაგრამ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. შედარებითია ყველფერი. როგორც შემეძლო, ჩემი  გუნდი დავიცავი და ამ ეტაპამდე წარმოვაჩინე, დანარჩნი ხალხზეა დამოკიდებული. რაც მოხდა მოხდა. მე პირადად მეტის გაკეთება, სამწუხაროდ, აღარ შემიძლია. Vanilla Cage-ს  წარმატებას ვუსურვებ, ძალიან მაგარი გოგონები არიან. მინდა, მთელი სულით და გულით გზა დავულოცო. X ფაქტორი მაინც დაეხმარა მათ თავისი ნიჭის წარმოჩენაში და იმედი მაქვს, წარმატებით განაგრძობენ მუსიკალური კარიერას.


გიორგი ნაკაშიძე, კონკურსანტი ბიჭების კატეგორიიდან და ესემეს ლიდერი:
არ ვიცი, რა ვთქვა. დაცლილი ვარ ემოციებისგან, მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.
ალბათ ისე ვასრულებ და იმდენს ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ამას მაყურებელიც ამჩნევს და მათ გულებამდე მიდის ჩემი ნამღერი. რაც შეეხება აუტსაიდერებს, მე ორივეს ვგულშემატკივრობდი, რადგან ორივე ძალიან ნიჭიერია. მართლაც მეწყინა,  რომ Vanilla Cage-მა  პროექტი დატოვა, ლინდას კი ვულოცავ  შემდეგ ტურში გადასვლას.