X

„X ფაქტორში“ უცნობი წამყვანები გამოჩნდებიან

X-ფაქტორი
12.05.2015 10:00
343

ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება „X ფაქტორის“ პირველ ლაივ-კონცერტამდე. მონაწილეებსა და ჟიურის წევრებში მღელვარება მატულობს. funtime პროექტის პირველ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. ახალ სეზონზე მაყურებელს უამრავი სიახლე ელის...


გიორგი ხაბურძანია, პროექტის პროდიუსერი:
- ამ სეზონზე კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს: გვყავს ბრიტანელი ქორეოგრაფი, რომელსაც უმუშავია ერთ-ერთ დიდ საცეკვაო პროექტზე და ასევე "X ფაქტორზე". დარწმუნებული ვარ, ეს პროექტს პირველივე ლაივიდან დაეტყობა და მაყურებელი შედეგს იხილავს. ასეთი სასცენო დადგმები ჩვენთვისაც განსხვავებული და ახალი ეტაპი იქნება.
მეორე და მნიშვნელოვანი სიახლეა ვიზუალური მხარე – იქნება ახალი განათება. ჩვენს პროექტს გააკეთებს ის კომპანია, ვინც დანიაში ევროვიზიის განათებაზე ზრუნავდა და ასევე დანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ანათებს "X ფაქტორს". მაყრუებელი პირველივე კონცერტზე შეამჩნევს განსხვავებას.  არ დავკმაყოფილდით იმით, რაც შარშან იყო და პროექტს ვაუმჯობესებთ.  მონაწილეებს რაც შეეხებათ, წელს ძალიან ძლიერი ნაკადია. ძალიან გაამართლა ბავშვების კატეგორიამ, გამართლა ბენდებმაც.
კიდევ ერთი სიხლე: პროექტს დაემატა მაგთის ოთახი. ამ ოთახში იქნება ძალიან ბევრი ახალი სახე, იქნებიან  წამყვანები, რომლებიც მაყურებელს აქამდე არც ერთ შოუში არ უნახავს.
ასევე, პატარა ცვლილებებია წესებში:  შარშანდელთან შედარებით მეტი კონცერტი გაიმართება. ერთ კატეგორიაში ოთხი მონაწილიდან ორის გაგდება ძალიან ზედმეტია. ამ წესის გამო შარშან ბევრი კარგი მომღერალი დავკაგეთ. ახლა უკვე ოთხეულიდან პროექტს მხოლოდ ერთი დატოვებს. კატეგორიების შიგნით აღარ იქნება შეჯიბრი – ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიები შეეჯიბრებიან.

ბრიტანელი ქორეოგრაფი საიმონ ბარნუმ საქართველოში  პირველად არის. ქართული "X ფაქტორის" ამ სეზონს სწორედ საიმონის მიერ დადგმული ცეკვები გააფორმებს.
– საქართველოში პირველად ხართ, როგორ მიიღეთ შემოთავაზება?
– დიახ, პირველად ვარ. სანამ თქვენთან ჩამოვიდოდი, ირლანდიურ "ვოისში" ვმუშაობდი. დამიკავშირდა ჩემი აგენტი და მითხრა, რომ ქართულ "x ფაქტორში" ქორეოგრაფი სჭირდებოდათ. მეც უარი არ მითქვამს.

– როგორ მოგწონთ ქართველებთან მუშაობა?
– ქართველი მოცეკვავეები ძალიან მონდომებულები არიან.  მათ არაფერი ეზარებათ, არასოდეს ამბობენ: "ამას ვერ გავაკეთებ" და ეს ძალიან მომწონს. მინდა, სცენაზე ცეცხლი ავანთოთ და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ.

– კმაყოფილი ხართ დღევანდელი რეპეტიციით?
– დღეს  იყო პირველი დღე და საკმაოდ ბევრი სამუშაო გვქონდა.  დროთა განმავლობაში უფრო მეტად დავხვეწთ. დარწმუნებული ვარ,  შემდეგ ორშაბათს ნამდვილად განსაკუთრებული კონცერტი იქნება და ამით უკვე წინასწარ ვგრძნობ სიამოვნებას.

– ირლანდიურ "ვოისში" მუშაობდით. რა განსხვავებაა იქაურ და ქართულ პროექტებს შორის?
– დიდი განსხვავება არ არის. ორივეგან  არიან პროექტის მონაწილები, რომელთაც გამარჯვება სურთ. მე თვითონ მოცეკვავე ვიყავი, ძალიან ბევრ პროექტზე  მიმუშავია. ვუსმენ სიმღერას და შემდეგ თავში რაღაც მოდის, ასე ვდგამ სხვადასხვა ცეკვებს. 

ერთ კვირაში მაყურებელს პირველი ლაივ-კონცერტი ელოდება. პროექტის ორგანიზატორები განსაკუთრებულ  სანახაობას გვპირდებიან.
პროექტის კულუარულ მომენტებს Funtime ფოტოსლაიდში გთავაზობთ.

 

           

ავტორი: ქეთევან საგინაშვილი