1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
უარი თქვით მავნე ჩვევებზე და დღის რეჟიმიც გააკონტროლეთ - საღამოს დასაძინებლად ადრიანად დაწექით, დღისით კი ორგანიზმის გადატვირთვას მოერიდეთ.
კარიერა: თქვენი კოლეგები ამა თუ იმ მიზეზის გამო სამუშაოს საკმარის დროს არ უთმობენ. ეცადეთ, ამან წყობიდან არ გამოგიყვანოთ, რადგან ნერვებს ტყულად მოიშლით, სიტუაციას კი ვერ გამოასწორებთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე ვერძებისთვის ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბუნებით არის გატაცებული. შესაძლოა, თქვენში მოულოდნელად ორგანიზატორულმა შესაძლებლობებმა გაიღვიძოს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, საყვარელ ადამიანთან ერთად, ბუნების წიაღში დაგეგმოთ გასეირნება.




კურო
ჯანმრთელობა:
 ამ დღეს ვასკვლავები კუროებს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ურჩევენ. ეს  თავიდან აგაცილებთ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
კარიერა: როგორც ჩანს, ცვლილებების დრო მოვიდა. ამიტომ ნუ ყოყმანობთ, გადახედეთ გეგმებს - დროა, იდეების განხორციელებას თამამად შეუდგეთ.
სიყვარული: იყავით წინდახედული და ფრთხილი. ეცადეთ, გამოიცნოთ თქვენი საყვარელი ადამიანის სურვილები და მისი კაპრიზებიც აიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობაში იმაზე დიდი პრობლემები შეგექმნებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ნაყინის ჭამა გარგებთ, მაგრამ ეცადეთ, ბევრი არ მოგივიდეთ - ეს ყელის გაციების გარდა, ზედმეტი კილოგრამების მომატების რისკსაც შეიცავს.
კარიერა: იღბლიანი დღე გექნებათ, ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს - განახორციელეთ ყველაზე თამამი იდეები, შესთავაზეთ ხელმძღვანელობას ახალი პროექტები... მოკლედ, ყველა წუთი მაქსიმალურად გამოიყენეთ.
სიყვარული: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმარს, რადგან ხვალინდელი სიზმარი გიწინასწარმეტყველებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საყვარელ ადამიანთან და რას უნდა უფრთხილდეთ მასთან ურთიერთობისას.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომის აღმოჩენისთანავე ექიმს მიაკითხეთ. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ განკურნებაში, არამედ თავიდან აგაცილებთ სხვადასხვა დაავადებას. უკვე დროა, რაიმე სპეციალური გამაჯანსაღებელი სისტემაც შეარჩიოთ.
კარიერა: უნდა დაფიქრდეთ თქვენი პროფესიული სფეროს გაფართოებაზე. არ არის გამორიცხული, ხვალ მიიღოთ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს დიდხანს მოუწვეს თქვენთვის სიმართლის მტკიცება. ნუ იქნებით მის მიმართ სკეპტიკური, მოუსმინეთ და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ.




ლომი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, დაფიქრდეთ, რამდენად სწორად იკვებებით დღის განმავლობაში და თუ აღმოაჩენთ, რომ კვების რეჟიმი დარღვეული გაქვთ, სასწრაფოდ რამე იღონეთ.
კარიერა: დოკუმენტაციის გაფორმებასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. მოგიწევთ, ბევრი იშრომოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვაროთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებულ საბუთებთან გამოიჩინეთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალ არ უმართლებს, ამიტომ მთელი დღე გაღიზიანებული იქნება. ეცადეთ, რაც შეიძლება ყურადღებიანი იყოთ მის მიმართ და უარყოფითი ემოციური ფონის დაძლევაში დაეხმაროთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალებს. თუ ის კომპიუტერთან მუშაობით გადაიღალეთ და თვალები ჩაგიწითლდათ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ოფთალმოლოგს.
კარიერა:
საუკეთესო დღეა ახალი ნაცნობობისთვის. დღის მეორე ნახევარში არაჩვეულებრივ ადგილას, არაჩვეულებრივ ადამიანთან შეხვედრა გელოდებათ. თუმცა ძველ მეგობრებსაც ნუ დაივიწყებთ.
სიყვარული: კარგი დღეა თქვენს საყვარელ ადამიანთან საერთო ინტერესებსა და გატაცებებზე სასაუბროდ. დიდია ალბათობა, რომ მსგავსი ინტერესები მასაც გაუჩნდეს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს ურთიერთობას.




სასწორი
ჯანმრთელობა:
დიეტის დაწყება ცუდი აზრია, მაგრამ თუ მაინცდამაინც წონამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ, რაციონი ოდნავ შეამსუბუქოთ -   ცხიმიანი პროდუქტები ნაკლები მიირთვით, ხოლო უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან არაფორმალური შეხვედრა მოაწყოთ. შედეგს იმაზე მეტს მიიღებთ,  ვიდრე ჩვეული და მომაბეზრებელი მოლაპარაკებებიდან.
სიყვარული: ყველა თქვენი პრობლემა იქიდან მოდის, რომ საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს ზედმიწევნით იცავთ და არ გინდათ, სიტუაციას თქვენი მეორე ნახევრის თვალით შეხედოთ. არადა კონფლიქტის მოგვარებისთვის სულ ცოტა მონდომებაა საჭირო.




მორიელი
ჯანმრთელობა:
მინიმუმ, დღის მეორე ნახევრამდე ძილიანობა და დაღლილობა შეგაწუხებთ, რაც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს შეგიშლით. ამიტომ ეცადეთ, ძილისთვის მეტი დრო გამოყოთ.
კარიერა: ყველა პრობლემა წარმატებით გადაიჭრება ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად მყუდრო კაბინეტში. ეცადეთ, მხედველობაში მიიღოთ ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა კარგ კამპანიაში იყოთ, ადრე თუ გვიან მოგიწევთ, სამუშაო პროცესს დაუბრუნდეთ. ამიტომ, ძალიანაც ნუ გაზარმაცდებით.
სიყვარული:  ზოდიაქოს სხვა ნიშნებისაგან განსხვავებით, თქვენთვის ერთობლივი გეგმების დაწყობა არაფრის მომცემი იქნება. და საერთოდაც - რა საჭიროა გეგმები? იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დააფასეთ ერთად გატარებული ყოველი წამი და საყვარელ  ადამიანს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ!




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
 მშვილდოსნებს ვარსკვლავები გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, შესაძლოა, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
კარიერა: ბოლომდე ენდეთ კოლეგებს, რადგან ხვალ მათი დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. დარწმუნებული იყავით, ისინი დახმარებაზე უარს არ გეტყვიან, რადგან არა მარტო კოლეგად, არამედ შესანიშნავ მეგობრადაც მიგიჩნევენ.
სიყვარული: მიხვდებით, რომ წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო და საინტერესო ურთიერთობა გელით; რომ თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან მხოლოდ ახლა იწყება და ცხოვრება მშვენიერია. ეცადეთ, ეს განცდა შეინარჩუნოთ.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
მიუხედავად იმისა, გაწუხებთ თუ არა რაიმე დაავადება, საჭიროა, მთელი ორგანიზმი გამოიკვლიოთ. ეს მომავალში თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო სიურპრიზებს.
კარიერა: იმდენად დაიღლებით, რომ შესაძლოა, ორიენტაციაც კი დაკარგოთ. სამყაროც უფრო უფერული და მოსაწყენი მოგეჩვენებათ. ფარ-ხმალს ნუ დაყრით - აიღეთ ხელში „საღებავები“ და თქვენი ცხოვრება თვითონვე გახადეთ საინტერესო და „ფერადი“.
სიყვარული: თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი თავს ბავშვებივით იგრძნობთ და თამაში და მხიარულება მოგინდებათ. თუ სახლში ბავშვი გყავთ, ჩათვალეთ, რომ მასაც გაუმართლა - მთელი დღის მანძილზე თქვენთან თავს შესანიშნავად იგრძნობს.




მერწყული
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმი გადაღლილია და განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამს იმ შფოთვას, რომელსაც ქალაქური ცხოვრების ყოველდღიურობა ქმნის. კარგი იქნება, ქალაქიდან გასვლას თუ მოახერხებთ.
კარიერა: ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი გეტყვით. თავისდაუნებურად ის ძალიან ღირებულ და საინტერესო რჩევას მოგცემთ, რომელსაც მომავალში არაერთხელ გაიხსენებთ და გამოიყენებთ. 
სიყვარული: მოგინდებათ, იყოთ განსაკუთრებით რბილი, მშვიდი და კომფორტული. ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს მეორე ნახევარზე და დღის ბოლოს მისგან სასიამოვნო სიურპრიზი არ აგცდებათ.




თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემური იქნება, ამიტომ ეცადეთ, ყურადღებით მოეკიდოთ ნებისმიერ უსიამოვნო სიმპტომს და მისი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს მიმართოთ.
კარიერა:
იქიდან გამომდინარე, რომ ყველას თქვენ ეხმარებით, შესაძლოა, საკუთარი თავისთვის დრო ვეღარ გამოძებნოთ. დაფიქრდით, ღირს კი გარისკვა? თქვენ ხომ თქვენი სამუშაო შეუსრულებელი დაგრჩებათ, რის გამოც შესაძლოა, საყვედურიც დაიმსახუროთ.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს სიტყვებს ისე არ გაიგებს, როგორც თქვენ გსურდათ, რომ გაეგო. უთანხმოება თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, ზედმიწევნით დაწვრილებით აუხსნათ, რას გულისხმობდით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?