1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მუშაობის პროცესში არ დაგავიწყდეთ დრო და დრო ვარჯიშების გაკეთება - გაავარჯიშეთ კისრის კუნთები, მოადუნეთ თვალები, გაიარეთ თუნდაც მცირე მანძილი ოფისში. ნუ იჯდებით დიდხანს ერთ ადგილზე.
კარიერა: თქვენი ბიზნესის სამომავლოდ განვითარების პერსპექტივებზე რჩევები მეგობრებსა და კოლეგებს დაეკითხეთ. არ აქვს მნიშვნელობა, გაგიგებენ ისინი თუ ვერა. ახალი და მარტივი შეხედულებები პრობლემებს სულ სხვა მხრიდან დაგანახვებთ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.  
სიყვარული: თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უცხო ენისა და უცხოური კულტურის ცოდნა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელებთან გექნებათ ურთიერთობა. სრულიად შესაძლებელია, თქვენი ცოდნით ნამდვილად ღირსეული ადამიანის ყურადღება მიიქციოთ.



კურო
ჯანმრთელობა:
უმიზეზო შფოთვა და შიში შეგიპყრობთ, გარდა ამისა, დიდი შანსია, უძილობამაც შეგაწუხოთ. შეეცადეთ, საღამოს დამამშვიდებელი აბაზანა ან მცენარეული ჩაი მიიღოთ.
კარიერა: ამ ეტაპზე, თქვენთვის, ახალი არეალის განვითარება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შეიტანეთ სამუშაო საქმიანობაში რაიმე ინოვაცია. ყველაფერი ეს ბრწყინვალე ნაყოფს გამოიღებს, თანაც უახლოეს მომავალში.  
სიყვარული: არავინ გიკრძალავთ, საკუთარი თავი გარშემომყოფებსა და საყვარელ ადამიანზე ჭკვიანად ჩათვალოთ, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუკი გონიერება გეყოფათ და საკუთარ თავს ნაკლები აქტიურობით წარმოაჩენთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხალხური მედიცინის დახმარებით მკურნალობა კარგ შედეგს მოგიტანთ, მაგრამ, თუკი ამ სფეროში ნაკლებად ერკვევით, უმჯობესია, უპირატესობა ტრადიციულ მედიცინას მიანიჭოთ.
კარიერა:
შეეცადეთ, გარშემომყოფების მიმართ უფრო გულახდილი იყო. ნუ შეინიღბებით სერიოზულობით და ნუ შეიქმნით საქმიანი და დაკავებული ადამიანის იმიჯს - ეს აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ. მეგობრული ღიმილი არსებული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ: ყველაზე სასტიკი ჩხუბი და ყველაზე ნათელი სასიყვარულო დღეებიც. იმისთვის, რომ მომავალში სანანებელი არ გქონდეთ, კარგი იქნება, თუკი დროებით დაივიწყებთ საშიშ სიტყვებს „ყოველთვის“ და „არასდროს“.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოიწყინოთ და არ აღელდეთ. მომხდარ მოვლენებს იუმორითა და ოპტიმიზმით შეხედეთ. სხვა მაინც არაფერი დაგრჩენიათ.
კარიერა:
ცუდი არ იქნება, თუკი ტვინს გაავარჯიშებთ. ითამაშეთ ჭადრაკი, ინტერნეტში მოიძიეთ თავსატეხები, წაიკითხეთ  წიგნი. რუტინული ხასიათის შრომა ჯანმრთელობისთვის საშიშია. საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან დიდი ხნით განმარტოების სურვილი არ ექნება. შეეცდება, სტუმრად წაგიყვანოთ საერთო ან თავის მეგობრებთან. შესაძლოა, თეატრში, მუზეუმში ან კინოში დაგპატიჟოთ. შეეცადეთ, გაგებით მიუდგეთ მის ქმედებებს.



ლომი

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, მკაცრად გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები. მცირე „გადახრამაც“ კი შესაძლოა, სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს.
კარიერა:
დაფიქრდით სამომავლოდ თქვენი კარიერის განვითარებაზე. შეეცადეთ, მომავალზე ფიქრმა თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გავლენა არ იქონიოს, რადგან ფიქრის პროცესმა, დიდი შანსია, ძალიან გაგიტაცოთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანისთვის ადვილი არ იქნება. თქვენს წინაშე გულახდილი იყოს, საკუთარ გრძნობებსა და შიშებზე ყველაფერი მოგიყვეთ. თუკი ნამდვილად გსურთ სიმართლის გაგება, შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მისი ნდობა სრულად, ასი პროცენტით დაიმსახუროთ.



ქალწული

ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება. თუკი ბოლო დროს გაციებამ შეგაწუხათ, სულ მალე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა იგრძნოთ.
კარიერა:
პროფესიული წარმატებისა და შრომისთვის შესაძლოა, დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. ამგვარი მატერიალური წახალისება შეუძლებელია თქვენი ენთუზიაზმისთვის ერთგვარი მოტივაცია არ იყოს. ასე რომ, მოიფიქრეთ რაიმე არაორდინარული და ინოვაციური. დრო საკმარისად გექნებათ.
სიყვარული: როგორც ჩანს, თქვენი მეორე ნახევარი კარგად შეისწავლეთ. მის შესახებ ყველაფერი იცით. ეს კი, შესაძლოა, თქვენთვის მოსაწყენი გახდეს: რა აზრი აქვს იმ ადამიანის გვერდით ყოფნას, რომელიც თქვენთვის ამოცანას აღარ წარმოადგენს? ნუ იქნებით ასე თავდაჯერებული. შეეცადეთ, შეცვალოთ ვითარება.



სასწორი

ჯანმრთელობა:
შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი აირჩიოთ. გადაწყვიტეთ, რომ ხვალიდან, 6 საათის შემდეგ აღარ შეჭამთ და ღამით ცოტას მაინც წაივარჯიშებთ. თუმცა, ტყუილად ნუ დაიიმედებთ თავს, რადგან 7 საათის შემდეგ გადაწყვეტილებას შეცვლით და კიდევ ერთხელ ნოყიერად ივახშმებთ. სავსე კუჭზე ვარჯიში კი შეუძლებელია.
კარიერა:
ხვალ საკმაოდ უჩვეულო ადამიანებს გაიცნობთ. არ არის გამორიცხული, რომ მათმა საქმიანობამ ძალიან გაგიტაცოთ და შესაძლოა, თქვენი საქმიანობის სფეროს შეცვლაზეც კი იფიქროთ. ფიქრით - იფიქრეთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჯერ ნუ მიიღებთ, რადგან აშკარად ნაჩქარევი იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ადეკვატურად მოქცევა საკმაოდ გაგიჭირდებათ. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ რაღაც მომენტში თქვენმა ქცევამ ის ძალიან გააკვირვოს. თქვენს იმიჯს ექსტრავაგანტურობა ნამდვილად არ აწყენს, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს.



მორიელი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ანემიისა და კუჭის დაავადების პროფილაქტიკით დაკავდებით. ამის გაკეთება მარტივია, მაგალითად, მიირთვით ყაბაყით მომზადებული სხვადასხვა კერძები.
კარიერა: საქმიან მივლინებას გეგმავთ? ხვალ, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ამის შესახებ ხელმძღვანელს გაესაუბროთ. შესაძლოა, მივლინებისთვის გათვლილი ხარჯები თქვენს სასარგებლოდ გაზარდოთ, ან, უბრალოდ, საქმეზე ისაუბროთ - არც ეს არის ზედმეტი.


სიყვარული: თქვენთვის მთავარია - არ იჩქაროთ. სიჩქარეში შესაძლოა, ვერ შეამჩნიოთ ის სითბო და სიყვარული, რომელიც თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის არსებობს. საუკეთესო ვარიანტში - გვერდს აუვლით, ხოლო ყველაზე ცუდ ვარიანტში შესაძლოა, ყველაფერი დაამსხვრიოთ...



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებზე შესაძლოა, ამინდის ცვალებადობამ ცუდად იმოქმედოს, ამიტომ ყურადღებით იყავით! დიდი შანსია, სისუსტე იგრძნოთ. შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ყურადღებიანი იყოთ. სარისკო ღონისძიება უმჯობესია, ცოტა ხნით გადადოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე დოკუმენტების შედგენის დროს. ნებისმიერი წვრილმანი დეტალიც კი თქვენს საბოლოო შედეგზე უარყოფითად  იმოქმედებს.
სიყვარული:
თქვენდა გასაოცრად აღმოაჩენთ, რომ თქვენი გრძნობა საყვარელი ადამიანის მიმართ კვლავ ძლიერი, ნათელი და აქტუალურია. მიხვდებით, რომ არ გსურთ დაკარგოთ ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ და მასთან ერთად კიდევ დიდხანს გსურთ ყოფნა.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, ნეგატიური ემოციები არ შეიკავოთ, რადგან მუდმივი თვითკონტროლი თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და იმ დაავადებების პროვოცირებას მოახდენს, რომელთა მიმართ თეორიულად მიდრეკილი ხართ.
კარიერა:
მოულოდნელი მოვლენები თქვენს ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი კონტროლქვეშ გქონდეთ. ყურადღებით იყავით ყველა მოულოდნელი ზარის მიმართ და ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს პირადი შეხვედრების დროს. ეს, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თქვენს საქმიანობაზე.
სიყვარული: ნუ დააჩქარებთ მოვლენებს! თუკი ხვალ, მეორე ნახევარს სიყვარულში გამოუტყდებით, ზეგისთვის რა დაგრჩებათ? პირველი კოცნა, პირველი აღიარება - ეს იმდენად ძვირფასია, რომ მათ დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რადგან ბევრი წყვილის შემთხვევაში ეს მხოლოდ ერთხელ ხდება.



მერწყული

ჯანმრთელობა: ნუ იქნებით ზედმეტად გაღიზიანებული, რადგან ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. შეეცადეთ, ისწავლოთ სწორად დასვენება და სულიერი ძალების შენარჩუნება.  
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ საქმეებზე საუბარს. თქვენი გამოსვლა წარმატებული არ იქნება, ასე რომ, თავი შეიკავეთ. თუკი ასე ძალიან გსურთ ყურადღების მიქცევა, შეგიძლიათ, ანეკდოტი მოყვეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გარეგნობის მოვლით დაკავდეთ. თქვენი მეორე ნახევარი, რა თქმა უნდა, თქვენს შინაგან ბუნებაზეა შეყვარებული, მაგრამ თქვენი ვარცხნილობა და ჩაცმულობა მისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, თუნდაც არ გეუბნებოდეთ ამის შესახებ. გაუკეთეთ მას საჩუქარი: იყავით ხვალ განსაკუთრებით მომხიბლავი და მიმზიდველი.



თევზები

ჯანმრთელობა: თქვენი დაავადების შესახებ მნიშვნელოვნად გაზვიადებული ან პირიქით, დაკნინებული წარმოდგენა გაქვთ. დამაჯერებელ ინფორმაციას მხოლოდ ექიმები და თერმომეტრის მაგვარი საზომი ინსტრუმენტები მოგცემენ.  
კარიერა: ხვალ შესაძლოა, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება გადაიდება. ამის გამო ნერვიულობა და გაბრაზება არ ღირს. უმჯობესია, თავისუფალი დრო საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანის სასარგებლოდ გამოიყენოთ: დასვენების დღე არც ისე ხშირად გაქვთ.
სიყვარული: რაც არ უნდა გირჩიონ მეგობრებმა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. სხვების გამოცდილების გათვალისწინება არ ღირს -  ეს არ გიშველით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?