17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

16 იანვარი 23:13, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, არტერიული წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. ყურადღებით შეარჩიეთ მეთოდები, რომლითაც ამ პრობლემას გაუმკლავდებით. თუ შესაძლებელია, გირჩევთ თავი შეიკავოთ მედიკამენტების გამოყენებისგან.

კარიერა: პროფესიული წარმატება ზოგჯერ ზედმეტ ამპარტავნობასა და ეგოიზმს იწვევს. მოერიდეთ თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტს. ხელქვეითებთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ. ვარსკვლავების განლაგება თქვენი მხრიდან მათთან მიმართებაში არაადეკვატურ დამოკიდებულებას არ გამორიცხავს.

სიყვარული: დროა, სკოლისა და უნივერსიტეტის დროინდელი მეგობრები გაიხსენოთ. ერთმანეთი იმდენი ხანია არ გინახავთ, რომ შეიძლება ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, ნოსტალგიურ ტალღაზე ძლიერი გრძნობები განუვითარდეს. თუ მოვლენათა ამგვარი განვითარების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მისწერეთ ან დაურეკეთ.




კურო

ჯანმრთელობა: თუ სიცივის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხართ, ჯერჯერობით, გაკაჟების პროცედურებისგან თავი უნდა შეიკავოთ. სასუნთქი გზები რომ არ დაიზიანოთ, გამაჯანსაღებელი პროცედურების სწორად ჩატარების შესახებ მეტი უნდა გაიგოთ.

კარიერა: ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ ფული პრაქტიკულად, ადგილიდან გაუნძრევლად იშოვოთ. ყველაფერი მშვენივრად დაგეგმეთ და შანსი გაქვთ, ადრე შეძენილი აქციებიდან და დაბანდებებიდან კარგი შემოსავალი მიიღოთ.

სიყვარული: დიდი შანსია, რომ ხვალ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა, ის თქვენი მეორე ნახევარი ან საყვარელი ადამიანი არ გახდეს, მაგრამ სწორედ მისი წყალობით დაუახლოვდეთ ან სამუდამოდ დაშორდეთ მას.




ტყუპები

ჯანმრთელობა: მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების შერჩევისას. განსაკუთრებით, თუ ექიმის რეკომენდაციის გარეშე აპირებთ შეძენას. გახსოვდეთ, რომ ყველა სიტყვას არ უნდა ენდოთ და ყველა დაპირება არ უნდა დაიჯეროთ.

კარიერა: ხვალ ფინანსური პრობლემები შეგახსენებენ თავს. მოგიწევთ დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ, რომ მოიფიქროთ, როგორ გამოასწოროთ მდგომარეობა. შესაძლოა, ხვალიდან გეგმის განხორციელებას შეუდგეთ.

სიყვარული: საოცარი ადამიანი ხართ და საკვირველია, რომ ამ მარტივ ჭეშმარიტებას თქვენ გარდა, ვერავინ ხვდება. იქნებ, სხვების გაოცება გეზარებათ? გირჩევთ, მაინც სცადოთ. ეს ბევრად აამაღლებს თქვენს რეიტინგს გარშემომყოფთა თვალში.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ ზოგიერთი კუნთის მსუბუქად დატვირთვა მოგიწევთ, რაც მაინცდამაინც არ გსურთ. ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

კარიერა: კირჩხიბებო, ხვალ უფროსის კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად, მისი მოთხოვნებისა და პრეტენზიების შესაბამისად იმოქმედოთ და ნაკლებად მოხვდეთ თვალში. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი უფრო მარტივად შესასრულებელი და რეალისტურია, ვიდრე პირველი.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს ისეთი განცდა აქვს, რომ მისი გამჭოლი მზერა თქვენში უმცირეს დეტალსაც ამჩნევს. შესაბამისად, იცის, რა გსურთ და რატომ. ეცადეთ ძალიან ბევრი და ხმამაღლა არ იცინოთ მის გულუბრყვილო და მცდარ ვარაუდებზე. იქნებ, რაღაცაში მართალიცაა?




ლომი

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნახევარფაბრიკატებისა და კონსერვანტების ზემოქმედება ნეგატიურად აისახება. ამის გარდა, ამ ტიპის საკვების ზედმეტმა მოხმარებამ შესაძლოა, ზედმეტი წონის პრობლემებიც გამოიწვიოს. მეტი ვაშლი და მინერალური წყალი მიირთვით - ასე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

კარიერა: გირჩევთ, მეგობრებთან და ახლობლებთან სამსახურებრივ საკითხებზე ნაკლები ილაპარაკოთ. ჯერ ერთი, ნაკლებად აინტერესებთ და მეორე, მათთვის გაუგებარია თქვენი სამუშაოს სპეციფიკა, დეტალები და წვრილმანები. ეცადეთ, ნაკლებად ინტელექტუალურზე, მაგრამ უფრო საინტერესო თემაზე ისაუბროთ.

სიყვარული: მოწყენილი ხართ და თავს მარტოსულად გრძნობთ, რადგან საყვარელი ადამიანი ინიციატივის გამოჩენას არ აპირებს და ყველაფერი დამოუკიდებლად, ვისიმე დახმარების გარეშე უნდა გააკეთოთ. გეთანხმებით, ამაში სამხიარულო არაფერია.




ქალწული

ჯანმრთელობა: ეცადეთ, სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ, რადგან ის კარგი ჯანმრთელობისთვის მთავარი ფაქტორია. ამის გარდა, სულიერი ჰარმონია ზედმეტი წონის პრობლემებსაც აგაცილებთ.

კარიერა: ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ნამდვილად ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა. რაღაც მომენტში, შეიძლება გიღალატონ და სამსახურებრივი პრობლემები შეგიქმნან. გაითვალისწინეთ, რომ ეს უსიამოვნო მომენტი შეიძლება დღეს დადგეს.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან სურს, მოგეფეროთ, გულში ჩაგიკრათ და აღარსად გაგიშვათ, მაგრამ ამის გაკეთებაში ხელს საკუთარი სიამაყე, მორცხვობა ან თქვენი გამუდმებული მოუცლელობა უშლის. იქნებ საქმეები დროებით გადაგედოთ?


 

სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ კუჭს. მისთვის არ იქნება ადვილი, გაუმკლავდეს იმ რაოდენობის საკვებს, რომელსაც გადასამუშავებლად მიაწოდებთ. იქნებ, შეზღუდოთ საკუთარი თავი?

კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ კამათს, როგორც პირად ხელმძღვანელთან, ასევე, სხვა განყოფილების დირექტორთან, იმ შემთხვევაშიც, თუკი მათთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ. კამათი სასარგებლოს ვერაფერს მოგიტანთ.

სიყვარული: ხვალ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძირითადი კანდიდატი თქვენი მეორე ნახევრის სტატუსს ნაკლებად ან საერთოდ არ იმსახურებს. ამიტომ არ ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება, თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ მასში რაიმე აზრი დევს.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღე არ არის საუკეთესო იმ მორიელებისთვის, რომელთა სუსტი ადგილი ხერხემალია. თუკი მოახერხებთ, იპოვოთ ისეთი მდგომარეობა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ეს მხოლოდ მცირე ხნით იქნება. უმჯობესია, მასაჟისტი მოძებნოთ, რომელიც კარგად დაგზელთ და დაგეხმარებათ.

კარიერა: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გააღოთ კარები, ფანჯრები და დატკბეთ სუფთა ჰაერით, ატმოსფერული ნალექებით და მსგავსი ამინდის მოვლენებით - რითიც გაგიმართლებთ. მთავარია, არ გაცივდეთ. კი მაგრამ სამუშაო? სამსახურში უმჯობესია, შესვენება გააკეთოთ. თქვენ დაიმსახურეთ თავისუფლება, თუნდაც მცირე ხნით.

სიყვარული: საყვარელი ადამიანის გრძნობების შემოწმება ხვალ არ ღირს. შესაძლოა, ზედმეტად გაერთოთ და შემთხვევით აწყენინოთ მას. თუკი ეს გარდაუვალია, მოგიწევთ, გამოიყენოთ მძიმე არტილერია და საპასუხოდ საკუთარი სიყვარული დაუმტკიცოთ. რა თქმა უნდა, გაპატიებენ, მაგრამ ნამსხვრევები მაინც დარჩება.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ნუ დაივიწყებთ ჰიგიენის წესების შესახებ. რაც უფრო ხშირად დაიბანთ ხელებს, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ, რომელიმე ინფექციური დაავადება დაგემართოთ. განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტის შემდეგ.

კარიერა: ხვალ მოერიდეთ ვალის გაცემას. შესაძლოა, ცარიელი ჯიბით დარჩეთ. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი თუ დაუგეგმავი ხარჯები თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თუმცა, არ დაივიწყოთ ისიც, რომ კარგი დასვენების გარეშე პროდუქტიული მუშაობა შეუძლებელია. უბრალოდ, შეეცადეთ, ყველაფერს გონივრულად მოეკიდოთ.

სიყვარული: დროა, გადაწყვეტილება მიიღოთ. ბოლოს და ბოლოს რა ჰქვია თქვენს ურთიერთობას? მეგობრობა? სიყვარული? იქნებ, უბრალოდ, მეგობრები ხართ? გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ იმ სტატუსის შესაბამისად, რომელსაც თქვენთვის მოიფიქრებთ. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ნეგატიური ემოციებისგან დაიცალოთ, რადგან მუდმივი თვითკონტროლი სერიოზულად დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და იმ დაავადებების პროვოცირებას შეუწყობს ხელს, რომლისკენაც თეორიულად მიდრეკილი ხართ.

კარიერა: სამსახურში მიდიხართ? კარგად შეამოწმეთ, ხომ არაფერი გრჩებათ სახლში? დაღლილობის გამო შესაძლოა, გულმავიწყობა ან უყურადღებობა დაგჩემდეთ. უხერხული იქნება, მნიშვნელოვანი ნივთის გამო სახლში მიბრუნდეთ, თან უკან მიბრუნება ცუდი ნიშანია. გარდა ამისა, დიდი შანსია, სამსახურში დაგაგვიანდეთ.

სიყვარული: ხვალ გაიგებთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი იმდენად ორიგინალური არ არის საკუთარ იდეებში, გამოთქმებში ან აზრებში, როგორც ამ დროის განმავლობაში გეჩვენებოდათ. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ვიღაცამ უკვე იფიქრა, ილაპარაკა ან დაწერა. სწორედ ამიტომ მისი აზრები თქვენთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ნუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით ყავას: ის ძვლებიდან გამოდევნის კალცს, ამიტომ, თუ გსურთ, დილიდან თავი მხნედ იგრძნოთ, მიირთვით ახლად გამოწურული წვენი ან მწვანე ჩაი ჟენშენით.

კარიერა: აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ნუ წარმოთქვამთ საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა, იმ შემთხვევაშიც, თუკი გგონიათ, რომ არავინ გისმენთ. ნებისმიერი გაუფრთხილებელი მოქმედება შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული არაკეთილისმსურველი ადამიანების მხრიდან.

სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ წინ კიდევ უფრო ნათელი, მხიარული და საინტერესო მომავალი გელოდებათ. მიხვდებით იმას, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მხოლოდ ახლა იწყებთ; რომ ცხოვრება მშვენიერი და ბრწყინვალეა. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ეს შეგრძნება, შენარჩუნოთ და არასდროს დაკარგოთ.


 

თევზები

ჯანმრთელობა: თევზები განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ მხედველობას, რადგან ბოლო დროს თვალები ზედმეტად ჰქონდათ დატვირთული, დაგროვილი დაღლილობა კი შესაძლოა, მხედველობის გაუარესების მიზეზი გახდეს.

კარიერა: ხვალ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა სტაბილური იქნება და საქმიანობასაც წარმატებით გაუძღვებით. ვარსკვლავები ყოველმხრივ კარგ დღეს გპირდებიან. ხოლო თუკი შემთხვევით რაიმე ვერ აეწყო, ყოველთვის გექნებათ იმის საშუალება ვინმეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მიმართოთ.

სიყვარული: საყვარელი ადამიანის ნებისმიერი წამოწყება თქვენი ერთობლივი სამომავლო ურთიერთობისთვის ნაყოფიერი, საინტერესო და სასარგებლო ვერ იქნება. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაანაწყენოთ თქვენი რჩეული და სამომავლო გეგმების დასახვაში ხელი არ შეუშალოთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?