17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ვერძებო, ხვალ, რაც არ უნდა მოხდეს, განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. ხვალინდელი დღე პირად ცხოვრებაში იდეალური იქნება, სხვა დანარჩენი კი, ამის ფონზე, სულელური  წვრილმანებია.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ თავის კანის მდგომარეობას. სჯობს, ისეთი შამპუნი შეიძინოთ, რომელიც მოახერხებს თქვენი თავის კანის დარბილებასა და დატენიანებას.
ბიზნესი: ხვალ, შესაძლოა, დირექტორთან ან კოლეგასთან მცირე კონფლიქტი წარმოიშვას. ნუ ეცდებით ყველაფრის სასწრაფოდ მოგვარებას: შესაძლოა, წყენამ თავისთავად გაიაროს ან ისეთი კონტრარგუმენტები გაგიჩნდეთ, რომლებიც ღირსეულად დაგიცავთ ოპონენტის თავდასხმისგან.
სიყვარული:  თქვენი ესა თუ ის საქციელი, საყვარელ ადამიანს ზუსტად მიახვედრებს, რის თქმა გსურთ მისთვის. შესაძლოა, მან უფრო მეტი იცოდეს თქვენი მოტივაციის შესახებ, ვიდრე თქვენ.



კურო

თუკი ხვალ რაიმეში ეჭვი შეგეპარათ, აუცილებლად გააგებინეთ ამის შესახებ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ. წინდახედულობა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ უსიამოვნება ახლო მომავალში.
ჯანმრთელობა: ხვალ თვენი წინათგრძნობა, დიდწილად, თქვენს ემოციურ განწყობაზე იქნება დამოკიდებული. ისწავლეთ ემოციების სწორად მართვა და ნუ მისცემთ ნეგატიურ ენერგიას თქვენი დაპყრობის უფლებას. ეცადეთ, ყველგან და ყველაფერში მხოლოდ კარგი დაინახოთ.
ბიზნესი:
კუროებო, ვარსკვლავები გირჩევენ ხშირად გახვიდეთ სუფთა ჰაერზე. თუკი გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, გადით აივანზე ან თუნდაც, გამოაღეთ სარკმელი. სწორედ, სუფთა ჰაერის ზემოქმედებით ყველაზე ახალი და ბრწყინვალე იდეები მოგივათ თავში. დახურულ სივრცეში კი, უბრალოდ, დაემშვიდობეთ მათ.
სიყვარული: დროა, ჩამოყალიბდეთ და თქვენს ურთიერთობებს სახელი დაარქვათ: სიყვარული? იქნებ, უბრალოდ, მეგობრები ხართ? მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და დაიწყეთ მოქმედება იმ სტატუსის შესაბამისად, რომელიც თქვენთვის მოიფიქრეთ. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ ამ გადაწყვეტილებისთვის აღებული პასუხისმგებლობა.



ტყუპები

თქვენ იმსახურებთ დასვენებას, თანაც ხანგრძლივს. ეს თქვენთვის აუცილებელია!
ჯანმრთელობა:
ხვალ, აუცილებლად გადახედეთ თქვენს მენიუს. სასურველია, თქვენი კვების რაციონი ბოსტნეულისგან დამზადებული მსუბუქი კერძებით გაამდიდროთ. მძიმე საკვებზე კი, ნამდვილად ღირს უარის თქმა.
ბიზნესი:
თუკი თქვენი ახალი წამოწყების წარმატებაში ეჭვი გეპარებათ, ნუ იჩქარებთ, უმჯობესია, ცოტა მოითმინოთ სიტუაციის გარკვევამდე, მანამდე კი, რაიმე უფრო პერსპექტიულით დაკავდით.
სიყვარული:  ტყუპებო, ნუ წამოეგებით პროვოკაციებზე. ვარსკვლავები გვკარნახობენ, რომ ხვალ უსიამოვნებებს თქვენი მშობლებისგან ან  თქვენი მეორე ნახევრის მშობლებისგან უნდა ელოდოთ. თქვენი დედ-მამა თქვენი მეორე ნახევრის ცუდ მხარეებს განიხილავენ, თანაც თქვენი თანდასწრებით. დაიცავით თქვენი ოჯახური ბედნიერება. არავის აქვს თქვენს ურთიერთობაში ჩარევის უფლება.



კირჩხიბი

კირჩხიბები ხვალ განსაკუთრებით გამოავლენენ მორალურ თვისებებს. ეს საქციელი მათ ხშირად ახასიათებთ, თუმცა ხვალ მათ შეხედულებებს საზღვარი არ ექნება.
ჯანმრთელობა: ხვალ თმის შესაღებად და თმის ქიმიური დახვევისთვის შესაფერისი დღე აშკარად არ არის, რადგან თქვენი თმები ამ ეტაპზე ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია. ეცადეთ, გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები და ასევე, მოერიდეთ მზეს.
ბიზნესი:
ხვალ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით შეხედავთ. თუმცა, სულ ტყუილად. ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც გეჩვენებათ. თუკი ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა გჭირდებათ, ხვალინდელი დღე სწორედ რომ შესაფერისია. თქვენ ყველაფერი გამოგივათ!
სიყვარული:
ხვალ, მთელი ენერგია მშვიდობისკენ უნდა წარმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გარშემო ყველაფერი დაინგრევა. ხვალისთვის ახალ ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ან ძალიან გაგანაწყენებთ, ან ძალიან გაგახარებთ.



ლომი

ხვალ ახლო ნათესავებსა და შემთხვევით ნაცნობებს ერთნაირად დასჭირდებათ თქვენი ყურადღება. ვიღაცისთვის მოგიწევთ უარის თქმა, მაგრამ ეცადეთ, ტაქტიკურად მოიქცეთ.
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ენერგიული პოტენციალი ოდნავ შემცირდება. მისი აღდგენა კალორიული საკვებით არ ღირს. თუკი ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, ეცადეთ კარგად გამოიძინოთ.
ბიზნესი:
თუკი სულ ახლახან სწრაფი ტემპით ცდილობდით რამდენიმე საფეხურით ამაღლებას, ახლა უკვე, რატომღაც, სვლა შეანელეთ და ყოველ ნაბიჯში ეჭვი გეპარებათ. ნუ მიაქცევთ კოლეგების საუბარს ყურადღებას. თქვენ გაქვთ მიზანი და მის მისაღწევად უნდა იბრძოლოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან მოუნდება, მოგცეთ რჩევა. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ეს რჩევა თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ეცადეთ, მას ჭკვიანური გამომეტყველებით მოუსმინოთ. ისე, თითქოს აპირებთ მისი რჩევის გათვალისწინებას.



ქალწული

თქვენ იმდენად ხართ გადატვირთული მრავალფეროვანი რესურსებით, რომ აფეთქების ზღვარზე დგახართ.. ხვალინდელი დღე ნაყოფიერი იქნება, რა თქმა უნდა, თუკი დილიდანვე არ აფეთქდებით.
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია სატრენაჟორო დარბაზში ვიზიტისთვის. დაიყენეთ პრესი და გაავარჯიშეთ კუნთები. ძლიერი კუნთები უახლოეს მომავალში დაგჭირდებათ.
ბიზნესი:
თუკი არ გაქვთ შესაძლებლობა, რჩევისთვის ყოველთვის კომპეტენტურ ადამიანს მიმართოთ, ეცადეთ, თქვენი შრომა თავადვე შეაფასოთ. მალე თავადვე მიხვდებით თქვენს შეცდომებს.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გამოგიტყდეთ, რომ თქვენ მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ თქვენი ურთიერთობის მოდერნიზება გრძნობების შესაბამისად.



სასწორი

ხვალ მუზა გეწვევათ და ახალ იდეას მოგიტანთ. ხოლო ის, თუ რა უნდა უყოთ იდეას და არა მუზას - უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
ჯანმრთელობა:
დროა გაიუმჯობესოთ ფიზიკური მონაცემები და უარი თქვათ ცხიმიან საკვებზე.
ბიზნესი:
ხვალ სამსახურში უამრავი საქმე გელოდებათ. ეცადეთ, ყველაფერი სწორად შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან თავს ვერ დააღწევთ.
სიყვარული:
ხვალ შესაძლოა, მელოტი ადამიანი შეგიყვარდეთ და ამ ადამიანის მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ის მელოტია.



მორიელი

მორიელებო, ხვალ ნამდვილად ღირს, ხასიათის სირბილე გამოიჩინოთ და ყველა წყენა დაივიწყოთ.
ჯანმრთელობა:
მუდმივი დაძაბულობისგან თვალებში დაღლას იგრძნობთ. ამიტომ ეცადეთ, ცოტა მაინც დაასვენოთ თვალები. გადაიტანეთ მზერა რაიმე სასიამოვნოზე, თუნდაც სიმპათიურ თანამშრომელზე.
ბიზნესი:
ეცადეთ, ორგანიზმი მუშაობით ძალიან არ გადაიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მაგივრად ვერავინ იშრომებს.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი ისევე მძაფრად განიცდის თქვენ გარშემო განვითარებულ  მოვლენებს, როგორც თქვენ, თუმცა თქვენ ეს ხშირად გავიწყდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ თქვენი მეორე ნახევრის შფოთვასა და აღელვებას.



მშვილდოსანი

თქვენი მოქმედება არავისთვის არის მოსაწონი. თუკი ასე გააგრძელებთ, მიგიწევთ შეგუება იგნორირებასთან.
ჯანმრთელობა: ხვალ მშვილდოსნებმა საკუთარ  კანზე უნდა იზრუნონ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახესა და ხელებს. გაიკეთეთ სხვადასხვა აბაზანები, მსუბუქი მასაჟი, ისარგებლეთ დამატენიანებელი კრემებით.
ბიზნესი:
ხვალ წარმატებული დღე ელოდებათ ზუსტი მეცნიერებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მშვილდოსნებს. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოაგვარებთ საჭირო კონტაქტებთან ურთიერთობას.
სიყვარული: ხვალ ნამდვილად ღირს გაუმხილოთ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი გეგმები. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ  მას მთლიანად ენდობით და მისგან დამალული არაფერი გაქვთ.



თხის რქა

სამწუხაროდ, ხვალ თქვენი დღე არ არის. რაც უფრო ნაკლებად იაქტიურებთ, მით უფრო მშვიდად ჩაივლის დღე.
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე იოგასა და მედიტაციას დაუთმეთ. შეიქმენით ჰარმონიის განუმეორებელი ატმოსფერო და შეარჩიეთ თქვენთვის აუცილებელი ვარჯიშები. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას.
ბიზნესი:
თუკი უკვე არაერთხელ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენი შრომა კომპანიის მიმართ არ დაგიფასდათ, დაფიქრდით, ღირს თუ არა მუშაობა იქ, სადაც თქვენს ძალისხმევას ყურადღებას არ აქცევენ. ცოტაც დაიცადეთ და პარალელურად სხვა სამუშაო ადგილი ეძებეთ - რისთვისაც ხვალინდელი დღე სწორედ რომ შესაფერისია.
სიყვარული:
თხის რქისთვის ოჯახზე მნიშვნელოვანი პირადი ამბიციები და პროფესიული საქმიანობაა. ხვალ თქვენ უამრავი ანგარიში და გეგმა გელოდებათ და ოჯახზე საფიქრელად დრო არ დაგრჩებათ. ვარსკვლავები გირჩევენ არ დატოვოთ უყურადღებოდ სახლი. უმჯობესია, სამსახურიდან ცოტა ადრე დაბრუნდეთ და მეუღლეს ყვავილები ან ერთი ბოთლი ლუდი მიართვათ.



მერწყული

ხვალ შესანიშნავი დღეა, ურთიერთობა მხოლოდ ლომებთან, ტყუპებთან და მერწყულებთან გქონდეთ. ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებთან კონტაქტს, უბრალოდ, აზრი არ აქვს - შედეგად კარგს ვერაფერს მიაღწევთ.
ჯანმრთელობა:
ხვალ მერწყულებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყონ, რომ პოზიტიური ემოციები ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ ნუ იფიქრებთ მხოლოდ წამლების შეძენაზე. ორგანიზება გაუწიეთ სასიხარულო მოვლენებს.
ბიზნესი:
ნუ გამოიჩენთ უყურადღებობას თქვენი საქმიანი მოვალეობების წინაშე. თუკი შეამჩნევთ, რომ სასწრაფოდ შესასრულებელი სამუშაოს აუცილებლობა წარმოიშვა, რაც თქვენი ფირმისთვის მნიშვნელოვანია, ნუ შეუშინდებით მათ შესრულებას. მოგვიანებით ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.
სიყვარული:
ხვალ საყვარელ ადამიანს გაუნაწყენდებით და ეცდებით, მის წარმოთქმულ ყველა სიტყვას გამოეკიდოთ. ეცადეთ, დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ სკანდალის მოწყობა არ ღირს. დაიცადეთ მხოლოდ ერთი დღე და ცუდი ემოციები წარსულს ჩაბარდება.



თევზები

ხვალ გაგიჭირდებათ ადამიანებს თქვენი სიმართლე დააჯეროთ. მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. მოგვიანებით აღიარებენ იმას, რომ თქვენ მართალი იყავით.
ჯანმრთელობა:
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვალ თქვენი სხეული უმაღლეს ტონუსში იყოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეცადეთ, სწორად დაგეგმოთ დღის რეჟიმი და ჭკვიანურად შეარჩიოთ საკვები პროდუქტები.
ბიზნესი:
ხვალ თქვენი ხელმძღვანელის რამდენიმე საქციელი ალოგიკურად, არასწორად და შეუსაბამოდ მოგეჩვენებათ. მისი გაკრიტიკება, პრეტენზიების გამოთქმა და თქვენი უსიამოვნების დემონსტრირება არ ღირს.
სიყვარული:
ხვალ შემოქმედებითი პროფესიის მქონე თევზების დღეა. თქვენს შრომას ღირსეულად შეაფასებენ. ამისთვის კი შესაბამის სახელსა და ჰონორარს მიიღებთ, რომლის დახარჯვა ოჯახის წევრების მონაწილეობის გარეშე არ ღირს. სხვათა შორის, ვარსკვლავები ჯიუტად გირჩევენ, რომ მხოლოდ ამით არ განსაზღვროთ მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?