18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

17 იანვარი 23:11, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენთვის არატრადიციული სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდეთ. მაგალითად, ჩინური ტანვარჯიშით დაინტერესდეთ. ეს დაგეხმარებათ, ის კუნთები განავითაროთ, რომლებსაც ადრე სათანადო ყურადღებას არ უთმობდით.

კარიერა: კარგი დღეა ძნელად მოსაპოვებელ ვინმეზე ან რამეზე ნადირობისთვის. წარმატების დიდი შანსი გაქვთ, მაგრამ ყველაზე არატრადიციული მეთოდების გამოყენება მოგიწევთ.

სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ გამორთავთ მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს, მზად იყავით, რომ მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოასწროთ.




კურო

ჯანმრთელობა: ძალისა და ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და საუკეთესო ფორმაში ხართ, თუმცა დასვენებაც აუცილებელია. ეცადეთ, საღამოს განტვირთვისთვის დრო გამონახოთ.

კარიერა: მშვენიერი დღეა საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლის დაწყებისთვის, მაგრამ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, თუ უსამართლობისგან დაჩაგრულები ყველაფრის ძველებურად დატოვებას არ მოინდომებენ. იბრძოლეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.

სიყვარული: იფიქრეთ იმაზე, როგორი ხართ საყვარელი ადამიანის თვალში. იქნებ დროა, საკუთარ იმიჯსა და ქცევაში რაღაც შეცვალოთ? თუმცა, სანამ ამას გააკეთებთ, რჩევა საყვარელ ადამიანს ან თქვენს საერთო ნაცნობს ჰკითხეთ.




ტყუპები

ჯანმრთელობა: ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებაზე ფიქრით ტვინს ნუ გადაიღლით. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. რომელიმე ერთი საქმე აირჩიეთ და კარგად გააკეთეთ.

კარიერა: სრულიად შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ კოლეგებთან და კლიენტებთან თქვენი განუმეორებელი გემოვნებისა და სტილის დემონსტრირება მოახდინოთ. ცოტაოდენი შემოქმედებითობა და ბანალური პროექტი თქვენი მოღვაწეობის სამკაული გახდება. ხვალ თქვენი საქმიანობის ყველაზე მკაცრი შემფასებელი თავად იქნებით.

სიყვარული: ხვალ ბევრი რამ და მათ შორის, საყვარელი ადამიანიც გაგაღიზიანებთ, ამიტომ მასთან ურთიერთობის დრო მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. არ ღირს საკუთარი თავის პროვოცირება და ბედის გამოცდა. ეს კარგად არ დამთავრდება.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ უპირატესობას ისეთ ბოსტნეულს მიანიჭებთ, როგორიცაა ისპანახი და ფერადი კომბოსტო. ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

კარიერა: დღეს გაიგებთ, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მოგიწევთ გამოსვლა. შესაძლოა, ეს ახალი პროდუქციის ან ახალი, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია იყოს. თუ გსურთ, რომ თქვენი გამოსვლა შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყოს, მზადება ახლავე უნდა დაიწყოთ.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს ვერაფრით გაუგია, რას ელით მისგან. ცდილობს, გაიგოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხვდება. ამის გამო ნუ გაუბრაზდებით. ბოლოს და ბოლოს, ტელეპათიის კურსები არ გაუვლია და თქვენი აზრების წაკითხვა არ იცის.




ლომი

ჯანმრთელობა: შიმშილის გრძნობა, რომელიც მთელი დღე გაწუხებთ, შესაძლოა, მოუსვენრობის ან ღორმუცელობის და შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამების აკრეფის მიზეზი გახდეს. ასე რომ არ მოხდეს, ნუ იჩქარებთ და გულმოდგინედ დაღეჭეთ თითოეული ლუკმა (ექიმები გვირჩევენ, რომ ყოველი ლუკმა ოცდაათჯერ დაღეჭოთ), ეს შიმშილისა და დანაშაულის გრძნობას გაგიქრობთ.

კარიერა: ხვალ გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ თქვენი პროდუქტიულობა იმაზე მაღალია, ვიდრე წარმოგედგინათ. ეცადეთ, გაარკვიოთ, როგორ მიიღეთ ასეთი შესანიშნავი შედეგი და ეს ცოდნა სამომავლო საქმიანობის დროს გამოიყენოთ.

სიყვარული: ხვალ თავადაც არ იცით, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. შესაბამისად, არც ის იცით, მისგან რას უნდა ელოდოთ და მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევს. ეცადეთ, არაფერს ელოდოთ. ასე უფრო მარტივი იქნება.




ქალწული

ჯანმრთელობა: ქალწულებო, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ნუ შეეჭიდებით ისეთ ტვირთს, რომლის აწევა თქვენს ძალებს აღემატება. თავადაც იცით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და ალტერნატიული გამოსავალი მოძებნეთ.

კარიერა: ბოლო დღეებში ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ იმის წარმოდგენაც არ გსურთ, რომ ხვალაც ხალხმრავლობაში უნდა იყოთ და პროცესებს უხელმძღვანელოთ. ეცადეთ, ეს დღე მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნათ. მარტოობაში ყოფნა და ბუნებაში სეირნობა დაგეხმარებათ, სულიერი წონასწორობა დაიბრუნოთ. მთავარია, სახლში არ დარჩეთ.

სიყვარული: ხვალ სრულიად სასოწარკვეთილი იქნებით, მაგრამ სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ შეუძლებელი მინიმალურად მოკლე ვადებში შეძლოთ. მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ თუ სასოწარკვეთილებაში არ ხართ, შეგიძლიათ, ეს გრძნობა ხელოვნურად გამოიწვიოთ.


 

სასწორი

ჯანმრთელობა: სასწორებო, ყურადღებით იყავით დამამშვიდებელი საშუალებების მიღების დროს. უპირატესობა მიანიჭეთ იმ პრეპარატებს, რომლებიც ძილიანობასა და ინჰიბირებას (შენელებას) იწვევს - ისინი არაფერში გჭირდებათ.

კარიერა: ხვალ თქვენი დღეა. თუკი უცხო საზოგადოებაში აღმოჩნდებით, თქვენი კომუნიკაბელურობით, გულწრფელობითა და უსაზღვრო მომხიბვლელობით ყველას დაჩრდილავთ. აშკარად საუკეთესო ფორმაში იქნებით. ამიტომ, თუკი ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას ჩაიფიქრებთ, მათ თავისუფლად გაუმკლავდებით.

სიყვარული: საყვარელი ადამიანის სიმართლეს ამა თუ იმ საკითხში ეჭვით შეხედავთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე ამ თემასთან დაკავშირებით არასდროს შემცდარა. შეეცადეთ, თქვენი უნდობლობით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ, პირიქით, გააგებინეთ, რომ ამა თუ იმ საკითხში უფრო ღრმად გარკვევა გსურთ.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ მტვრიან დაწესებულებებს, რადგან შესაძლოა, მტვერზე ალერგიული რეაქციები დაგეწყოთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი არ გააღიზიანოთ.

კარიერა: რაც უფრო მეტს ფიქრობთ სამსახურსა და ფულზე, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობთ ახლობელ ადამიანებს, რაც მათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ. ხვალ ყველაზე შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაცია შეცვალოთ. იქნებ, ერთ დღით სულაც დაივიწყოთ რუტინული სამუშაო?

სიყვარული: კარგი იქნება, თუკი საყვარელი ადამიანი თავისუფალ დროს თქვენს გვერდით გაატარებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ჯერ კიდევ არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს მისთვის. თქვენი დავალებაა - დაარწმუნოთ თქვენი რჩეული, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს თქვენთან ერთად. რაც უფრო დამაჯერებელი იქნებით, მით უკეთესი.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ნუ დალევთ ყველაფერს, რაც კი ხელში მოგყვებათ. გაუგებარი წარმოების სითხის მიღებით ორგანიზმში შესაძლოა, რაიმე ზედმეტი მოხვდეს. უფრო ადვილი არ არის, ბოთლი წყალი იყიდოთ, ვიდრე თავი საფრთხეში ჩაიგდოთ?

კარიერა: ხვალ ნებისმიერი ნაცნობობა შესაძლოა, ძალზე პერსპექტიული და სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. გახსოვდეთ, ამ დროს ყველაზე მთავარი მოწონება და საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენაა. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს.

სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი მოულოდნელად ტკივილს მოგაყენებთ, თანაც ისეთ, რომ ამ ტკივილის დასავიწყებლად საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ. თუმცა, მისი გამართლება მხოლოდ იმით შეიძლება, რომ სინამდვილეში მას არ უნდოდა თქვენი გაბრაზება და დაუფიქრებლად იმოქმედა. ამგვარი რამ აღარასდროს განმეორდება.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ დიდი რისკია გაცივდეთ, ამიტომ ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და ნუ გამოცდით ბედისწერას. ასევე, მოიმარაგეთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ძირითადად, ციტრუსი. თქვენი ორგანიზმი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას.

კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ პროფესიულ სფეროში საკუთარი თავის ზედმეტად გამოჩენას და დამოუკიდებელ მოქმედებებს. ამგვარი საქციელი მომავალ კვირაში დასაშვებია. ხვალ კი მნიშვნელოვანია, შეასრულოთ ყველა ის დავალება, რომლებიც თავს დაგატყდათ და თან დიდი რაოდენობით: არ იფიქროთ, რომ ამ რუტინას ადვილად გაუმკლავდებით.

სიყვარული: საყვარელი ადამიანი საკმაოდ ბევრს გესაუბრებათ ამა თუ იმ დროსტარების შესახებ, რაც თავდაპირველად თქვენში აღფრთოვანებას აშკარად არ გამოიწვევს, მაგრამ ნუ ენდობით პირველ შეგრძნებას. შესაძლოა, მოგვიანებით თქვენში რაღაც ინტერესმა გაიღვიძოს კიდეც.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი სიყვარული მონუმენტური გადაწყვეტილებების მიმართ თქვენთვის უსაფრთხო ვერ იქნება - შესაძლოა, რაღაც დიდი და მძიმე დაგეცეთ ფეხზე. ასე რომ, ხვალ ავეჯის გადაადგილება, აკვარიუმის სხვა ადგილას გადადგმა და ტელევიზორიდან მტვრის გადაწმენდაც კი არ ღირს. ჯანმრთელობა გაცილებით ძვირფასია.

კარიერა: ნუ იჩქარებთ საქმეების დილიდან დაწყებას. მუშაობას ყოველთვის მოასწრებთ, ხოლო სიგარეტის მოსაწევი დროის რამდენიმე წუთით გაგრძელებას, კოლეგებთან გასულ დღეებზე საუბრისთვის და დასვენების დღეების დასაგეგმად დრო, ფაქტობრივად, არ დაგრჩებათ.

სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ყურადღების რამეზე გადატანა არ ღირს. ამ საქციელს თქვენი რჩეული მისდამი უპატივცემლობად ჩათვლის და იფიქრებს, რომ მასთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვთ, რაც, თავისთავად, წყენას, კამათსა და სხვა კონფლიქტებს გამოიწვევს, რომლებიც არც თქვენ გესიამოვნებათ და არც თქვენი ურთიერთობისთვის იქნება სასარგებლო.


 

თევზები

ჯანმრთელობა: თევზებო, თქვენი ექსტრავაგანტურობა შესაძლოა, სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. გრძელი ფეხების ან ღრმა დეკოლტეს დემონსტრირების სურვილი მხოლოდ ბანალურ გაციებამდე არ მიგიყვანთ. ასე რომ, ფრთხილად!

კარიერა: ხვალ საკუთარ თავთან საკმაოდ დიდი ბრძოლა მოგიწევთ: თქვენი ტვინის ერთი ნაწილი დასვენებას, არაფრის კეთებასა და თავისუფლებას გთხოვთ, ხოლო მეორე ნაწილი უფრო შეგნებული აღმოჩნდება და თქვენგან დაკისრებული მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, რომლებიც, სამწუხაროდ, უკვე ძალიან მოგბეზრდათ.

სიყვარული: ხვალ განსაკუთრებული გონიერებით ვერ გამოირჩევით, რაც სრულიად ბუნებრივ გაღიზიანებას და დიდ კამათს გამოიწვევს. ამ უსიამოვნების თავიდან აცილების მხოლოდ ერთი შანსი არსებობს: თუკი იმას შეასრულებთ, რასაც თქვენგან მოითხოვენ, ყოველგვარი დაკონკრეტებისა და დეტალების გარკვევის გარეშე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?