19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

18 იანვარი 23:14, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი მთავარი მტერი აპათიაა. სწორედ მის გამო შეიძლება ჯანმრთელობის მცირეოდენი გაუარესება იგრძნოთ. ეცადეთ, აქტიური დასვენება მოიწყოთ და სწორად იკვებოთ. ხვალ საკვებზე უარის თქმას არ გირჩევთ.

კარიერა: ხვალ გაიგებთ, რას ფიქრობს თქვენზე კოლეგა. თანაც, ეს არასამუშაო გარემოში და თქვენთვის მოულოდნელად მოხდება. ეცადეთ, მიღებული ინფორმაციიდან სათანადო დასკვნები გამოიტანოთ, რომ მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ.

სიყვარული: ხვდებით, რომ პირადი ცხოვრების რომელიღაც ეტაპი, რომელიც არც ერთ გარემოებაში არ უნდა დასრულებულიყო, დასასრულს უახლოვდება. ნუ იდარდებთ, მას მალე ახალი მოჰყვება. შემდეგ კიდევ სხვა და ა.შ. ამიტომ მოწყენის დრო ნამდვილად არ გექნებათ.


 


კურო

ჯანმრთელობა: ერიდეთ ორპირ ქარებს, ცივ სასმელებსა და არასეზონურ ტანსაცმელს. ამან შეიძლება იმაზე სერიოზულად დაგაზარალოთ, ვიდრე ფიქრობთ. ეცადეთ, რომ ასე არ მოხდეს.

კარიერა: შფოთიანი და დაძაბული დღეა, თუმცა თქვენ არ დაზარალდებით, თუ კონფლიქტის ცენტრში არ მოგინდებათ აღმოჩენა. მშვიდად იმუშავეთ. ეს აურზაური ჯერჯერობით თქვენ არ გეხებათ, ამიტომ შეგიძლიათ, მშვენივრად დაასრულოთ საქმე.

სიყვარული: ნუ გეშინიათ საკუთარი აზრებისა და ორიგინალური იდეების, თუნდაც სრულ სიგიჟედ გეჩვენებოდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მეორე ნახევრის მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ. ის შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც გააკეთებს, რომ ეს იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. რა თქმა უნდა, თუ იდეა თქვენს დაშორებას არ ეხება.




ტყუპები

ჯანმრთელობა: ამჟამად ტყუპები უმარტივესად გაუმკლავდებიან ურთულეს ფიზიკურ დატვირთვასაც კი. ამიტომ, თუ სერიოზულად ფიქრობთ, რომ სპორტით უნდა დაკავდეთ, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.

კარიერა: სამსახურში სრული ქაოსია, თუმცა არეული სიტუაციის გამოყენებას სახლში ადრე წასვლისთვის მაინც არ გირჩევთ. თუ თქვენს დაწესებულებას ორგანიზაციული პრობლემები აქვს, სიტუაციის გამწვავება არავისთვის იქნება მომგებიანი.

სიყვარული: შესაძლოა, თავადაც ვერ ამჩნევთ, საყვარელ ადამიანს ისე ეუხეშებით. ყურადღება მიაქციეთ, რას და რატომ ამბობთ.



     

კირჩხიბი

ჯანმრთელობა: კირჩხიბების ორგანიზმს ამ ეტაპზე განსაკუთრებით ცხიმოვანი მჟავები სჭირდება, ისინი გულისა და სისხლძარღვების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, აუცილებლად შეიტანეთ მენიუში თევზის კერძები.

კარიერა: რაღაც ახალი და ორიგინალური თუ არ მოიფიქრეთ, საქმე, რომელზეც მუშაობთ, აუცილებლად კრახით დასრულდება. ეცადეთ, არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც თქვენი პროექტის მიმართ ინტერესს გაზრდის.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს არასასიამოვნო გადაწყვეტილების მიღება უწევს, რაც მის განწყობაზეც შესაბამისად აისახება. სამწუხაროდ, ხასიათი თქვენც გაგიფუჭდებათ, რადგან იძულებული ხართ მისი განცდები და ემოციები გაიზიაროთ.




ლომი

ჯანმრთელობა: გაკაჟების პროცედურების დასაწყებად შესაფერისი დრო არაა. ამჟამად თქვენს ორგანიზმს მეტი სითბო ესაჭიროება.

კარიერა: დღეს კოლეგებთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები იჩენს თავს. ჩანს, რომ თქვენს ზურგს უკან, ვიღაც თქვენზე ჭორაობს და უსიამოვნო ხმებს გივრცელებთ. თუ გრძნობთ, რომ კოლეგები თქვენთან ურთიერთობას გაურბიან და ეჭვის თვალით გიყურებენ, ეცადეთ, მათთან გულახდილად ისაუბროთ და ყველა ეჭვი გაფანტოთ.

სიყვარული: სანამ რამეს იტყვით, ასჯერ უნდა დაფიქრდეთ და ყველა სიტყვა კარგად აწონ-დაწონოთ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება თქვენმა სრულიად უწყინარმა სიტყვამაც კი გაანაწყენოს. იქნებ, ჯობია, ექსცესების თავიდან ასაცილებლად ნაკლები ილაპარაკოთ?




ქალწული

ჯანმრთელობა: ქალწულებო, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას. გირჩევთ, შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა და მოერიდოთ მარილიან და ცხიმიან კერძებს.

კარიერა: ხვალ გამძლეობის გამოცდა გელით. ასე არასოდეს გდომებიათ სამსახურის მიტოვება და სადმე სოფლის სიმყუდროვეში განმარტოება, მაგრამ ახლა ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერას უნდა დაემშვიდობოთ.

სიყვარული: ყველაზე მეგობრულ ოჯახშიც კი შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა, რაც შეიძლება თქვენ შორის დაუძლეველ წინააღმდეგობად იქცეს. გირჩევთ, ოპონენტის აზრები ყურადღებით მოისმინოთ და არ შეაწყვეტინოთ. თუ ეს მოახერხეთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.


 

სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ სასწორებს ფეხების შეშუპება შეაწუხებთ, ამიტომ შეეცადეთ, ბევრი სითხე არ მიიღოთ, ხოლო თუკი ხვალისთვის შორ გზაზე გამგზავრება გაქვთ დაგეგმილი, შეარჩიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი.

კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერში სარგებელი ეძებოთ, შესაძლოა, რომელიღაც სარფიან შემოთავაზებაში ისეთი საინტერესო რამ იყოს, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით ვერ ამჩნევთ. ყველაში და ყველაფერში ეჭვს ნუ შეიტანთ, რადგან დიდი შანსია, ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

სიყვარული: ხვალ წარსულზე და საერთოდ, წარსულ ურთიერთობებზე ბევრი ფიქრი არ ღირს, რადგან ეს მოგონებები ხელს შეგიშლით საყვარელ ადამიანთან ახლანდელ და სამომავლო ურთიერთობაში. სამუდამოდ დაივიწყეთ წარსული.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ იქნებ უარი თქვათ ზედმეტად მძიმე საკვების მიღებაზე, რადგან შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები წარმოგექმნათ. თუმცა, სრულფასოვან სადილზე უარის თქმას არავინ გთხოვთ, რადგან ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ენერგია გამოგეცლებათ.

კარიერა: ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საკუთარი სამუშაო უნარ-ჩვევები სრულყოფილებაში მოიყვანოთ. მაგალითად, ჩაეწეროთ რომელიმე ტრენინგზე, დაესწროთ თემატურ კონფერენციას, რომელიც თქვენს საქმიანობას უკავშირდება ან თუნდაც რომელიმე სერიოზული წიგნი წაიკითხოთ.

სიყვარული: ხვალ უჩვეულო მოქმედებების დღეა. ორიგინალური ტანისამოსით და თქვენთვის უჩვეულო საქციელით უდავოდ შეძლებთ საჭირო ადამიანის ყურადღების მიპყრობას. მაგრამ დაფიქრდით: შესაძლოა, ისეთი არ შეუყვარდეთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. ეს კი არცთუ ისე კარგია.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ საღამოს შეეცადეთ, ბევრი სითხე არ დალიოთ - ეს შეშუპებას გამოიწვევს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენი თირკმელების მდგომარეობას.

კარიერა: ხვალ პერსპექტიული დღე გელოდებათ სერიოზული ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. მთავარია, სწრაფად, გათვლილად იმოქმედოთ და კონკურენტებს წარმატების მიღწევის ერთი შანსიც კი არ დაუტოვოთ. ახლა ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

სიყვარული: აღიარეთ, რომ უკვე დიდი ხანია, გსურთ ურთიერთობებში ცვლილების შეტანა. შესაძლოა, ეს იმ ადამიანსაც ეხებოდეს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებთ და ერთობლივ მომავალს გეგმავთ. ხვალინდელი დღე შესაფერისია იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, რა არ გაკმაყოფილებთ და რატომ. იქნებ რადიკალური ცვლილებები არც იყოს საჭირო.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭირო დონეზე შენარჩუნებაში ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ, თუმცა თუკი ამ საკითხში ცუდად ერკვევით, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რათა დოზები არ აგერიოთ.

კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ თქვენს ხელმძღვანელს კარგად შესრულებული სამუშაოს შესახებ შეახსენოთ, რომელზეც სახლშიც მუშაობდით ან მათ შესასრულებლად სამსახურში დამატებითი სამუშაო საათები აიღეთ. მთავარია, სათქმელი ისე უთხრათ, რომ თავი ზედმეტად არ მოაბეზროთ. თქვენი დამაჯერებელი არგუმენტები და შესანიშნავი შრომითი უნარები მასზე აუცილებლად მოახდენს დადებით შთაბეჭდილებას.

სიყვარული: ხვალ მეორე ნახევრის ძებნაში აუცილებლად ეწვიეთ გაცნობის ინტერნეტსაიტებს. ამისთვის საკუთარი ანკეტის განთავსება საჭირო სულაც არ არის: უბრალოდ, დაათვალიერეთ იმ ადამიანების ფოტოები, რომელთაც სასწრაფოდ სურთ სიყვარულის პოვნა. რაც უფრო მალე იმოქმედებთ, მით უკეთესი, იქნებ ამ ადამიანებს შორის აღმოაჩინოთ ისეთი, რომელზეც წლებია, ოცნებობთ.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: თუკი ძილს საჭიროზე ნაკლებ დროს უთმობთ და თქვენი ორგანიზმი სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებს, მაშინ ხვალ აუცილებლად შენიშნავთ, რომ კონცენტრაციისა და მეხსიერების მდგომარეობის პრობლემები გაქვთ. ასე რომ, საწოლიდან უთენია წამოხტომა არ ღირს. კარგად გამოიძინეთ.

კარიერა: თუკი ზემდგომისა და დაქირავებული თანამშრომლის ურთიერთობაში თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად უნდა იფიქროთ თანამშრომლების ხელშეწყობასა და კომფორტზე. ასევე, იყავით ყურადღებით და სწორად განსაზღვრეთ, ვინ მუშაობს, ვინ ზარმაცობს და ვის ეკუთვნის დამსახურებული პრემია.

სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია თვითანალიზისთვის. აუცილებლად უნდა გაიგოთ, რა არ მოგწონთ საყვარელ ადამიანში ან რა გიშლით ხელს იმაში, რომ საყვარელი ადამიანისთვის შეუცვლელი იყოთ. რაც უფრო ღრმად დაფიქრდებით, მით უფრო სწორ პასუხს მიიღებთ.


 

თევზები

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები არ გირჩევენ გადამეტებულად ჭამას. მიირთვით ცოტ-ცოტა, შუალედებით და დაფიქრდით, რა მიირთვით და როგორ მოგეწონათ.

კარიერა: ხვალ საკუთარი ბუნების შემოქმედებითი მხარის დემონსტრირებას შეეცდებით. რა გაეწყობა, თუ ასე გსურთ, შეგიძლიათ, თქვენი სამუშაო ოთახის კედლები მოხატოთ ან საკუთარი კომპანიის ჰიმნი შექმნათ. კოლეგებს მაინც გაამხიარულებთ. უბრალოდ, არ აიძულოთ თანამშრომლები, კედლის გაზეთი გააკეთონ.

სიყვარული: ხვალ ნაღვლიანი დღე გელოდებათ, რომელიც რომეო და ჯულიეტას სამწუხარო ისტორიას მოგაგონებთ. გზაზე მცირე დაბრკოლებები შეგექმნებათ, რომელსაც, სავარაუდოდ, თქვენი ახლობლები და ნათესავები შეგიქმნიან. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ მათ გამო დანიშნულ შეხვედრაზე უარი თქვათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?