19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ იმდენად არასერიოზული იქნებით, რამდენის საშუალებასაც თქვენი ასაკი და საზოგადოებრივი მდგომარეობა მოგცემთ. სისულელეების კეთება ხანდახან კარგია, თუმცა, არ უნდა გადააჭარბოთ.
ჯანმრთელობა:  ძველ დაავადებებთან ახლებური მეთოდით მკურნალობა, შესაძლოა, დაეხმაროს ვერძებს, სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან ამ დაავადებების დასამარცხებლად.
ბიზნესი:
ვარსკვლავები არ გირჩევენ მოდუნებას. წინ საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ. არაერთი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ გაიგებთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხში იგივე აზრი აქვს, რაც თქვენ. ასე რომ, მთელი ეს დრო ტყუილად უმალავდით მას თქვენს მოსაზრებას.



კურო

თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდებიან და სულ ტყუილად ეცდებით ამ საქმის  თავიდან აცილებას.
ჯანმრთელობა: არ ასწიოთ სიმძიმე. თუკი ფიზიკური ვარჯიში გადაწყვიტეთ, უმჯობესია, კიბეებზე ფეხით ახვიდეთ, ვიდრე ლიფტით ისარგებლოთ.
ბიზნესი: მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცვლელი არ ხართ. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყაროთ და ჯიუტად განაგრძოთ ბრძოლა მიზნის მისაღწევად.
სიყვარული:  ხვალ, თქვენს საყვარელ ადამიანს არჩევანის გაკეთება მოუწევს და ეცადეთ, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ, რადგან შემდეგში ის შესაძლოა, სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს.



ტყუპები
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ხვალ ბევრი ფიქრი მოგიწევთ. ლოგიკური აზროვნება აუცილებელია, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ინტუიციის ელემენტებს მოიცავს.
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, იზრუნეთ თქვენს რაციონში იოდის რაოდენობის გაზრდაზე. ეცადეთ, თევზის დღე მოიწყოთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ხარისხსა და ვადებს.
ბიზნესი:
ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გააანალიზოთ თქვენი მოქმედებები, მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის მხოლოდ სიხარულისა და კმაყოფილების მომტანია.
სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევარი დაუსრულებლად გაგიმეორებთ, რომ სიგიჟემდე უყვარხართ. თავიდან, ამ სიტყვების გაგება, რა თქმა უნდა, გესიამოვნებათ, მაგრამ მოგვიანებით ამ სიტყვის მნიშვნელობა ძველი ფოტოსურათივით გაცვდება და გახუნდება. იქნებ სჯობდეს, ეს სიტყვა უფრო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახოთ?                                                       



კირჩხიბი

კირჩხიბებს ხვალ მაღალი ფიზიკური აქტივობა ევალებათ. იმისთვის, რომ არ მოიწყინოთ, იქნებ აიყოლიოთ ვინმე ამ სასარგებლო საქმეში.  
ჯანმრთელობა: უნდა დალიოთ მეტი! რა თქმა უნდა, ის კი არა, რაც იფიქრეთ, არამედ წყალი! ბუტერბროდი შეგიძლიათ, ფინჯანი ჩაით ჩაანაცვლოთ.
ბიზნესი:
ხვალინდელი დღე თქვენს ხელმძღვანელთან ხელფასზე სალაპარაკოდ არ გამოდგება. ეცადეთ, კარგად დაამუშაოთ არგუმენტაცია, წინასწარ გაიაროთ რეპეტიცია, როგორ ისაუბრებთ მასთან და ვიზიტი შემდეგ დაგეგმოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის „მიწაზე დაშვება“ ნამდვილად გაგაოცებთ. თუმცა, ნაადრევად ნუ გამოიტანთ შორსმიმავალ დასკვნებს. იქნებ, უბრალოდ, მხოლოდ ხვალ აღმოჩნდეს თქვენთვის უჩვეულოდ, შემდეგში კი კვლავ განაგრძოს „ღრუბლებში ფრენა“.



ლომი
გარშემომყოფები თქვენი საქმიანობის მიმართ დიდ ინტერესს გამოიჩენენ. უმჯობესია, არ გაახმოვანოთ თქვენი სამომავლო გეგმები. ენთუზიაზმის ნაკლებობამ, შესაძლოა, თვენი იდეის განხორციელების სურვილი დაგიკარგოთ, რაც, ნამდვილად საწყენი იქნება.
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში უნდა მიიღოთ საჭირო ზომები, თუკი ჯანმრთელობის გაუარესებას შეამჩნევთ.
ბიზნესი: ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ იმის შესახებ, რომ სამსახურში უამრავი საქმე დატოვეთ. ეს ვერ იქნება საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ სამსახურში ღამე გაათენოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა, შესაძლოა, ყველაზე არაპროგნოზირებადი მიმართულებისკენ შეიცვალოს. ვარსკვლავებისთვისაც გაუგებარია, დადებითისკენ შეიცვლება მდგომარეობა თუ უარყოფითისკენ - ამას დრო გიჩვენებთ. ასეა თუ ისე, შეემზადეთ იმისთვის, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება.



ქალწული
თუკი იმედგაცრუების გრძნობა გაწუხებთ, ხვალ მისგან განთავისუფლდებით. მხოლოდ, ნუ ეცდებით ამის გაკეთებას კარდინალური მეთოდებით.
ჯანმრთელობა:
ყველა ძალ-ღონე იხმარეთ იმისთვის, რომ არ მიეცეთ დარდს მუდმივი სტრესული სიტუაციების მიზეზით. დიდია საშიშროება, რომ არტერიული წნევა მოგემატოთ და ასევე, გაგიმწვავდეთ გულის პრობლემებიც.
ბიზნესი: ხვალ სამყარო თქვენს გარშემო იტრიალებს. ახალი საქმის წარმატების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინიციატივა და სამუშაო განწყობაა. იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ. ახლობლების მხარდაჭერა ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოახდინეთ თქვენი მიზნების ზუსტი ფორმულირება და იმოძრავეთ მხოლოდ პირდაპირ.
სიყვარული:
ხვალ მოგეჩვენებათ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს საერთოდ არ ესმის თქვენი და უფრო მეტიც, სულაც არ უნდა თქვენი გაგება. ღირს დაფიქრდეთ იმაზე, თავად გესმით თუ არა მისი.



სასწორი

ხვალ შესაძლოა, საიდუმლოს დიდი ნაწილი ამოხსნათ და ვარსკვლავებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ.
ჯანმრთელობა:
 ეცადეთ, საკმარისი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ახლა თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე ეფექტური პარკში ან ქალაქგარეთ გასეირნებაა.
ბიზნესი:
ნუ ეცდებით სხვების იძულებას, იმუშაონ ისე, როგორც თქვენ. ყველას არ აქვს ახალი იდეების ისეთივე მარაგი, როგორიც თქვენ. იყავით მომთხოვნი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ყველას მიმართ ინდივიდუალური მიდგომა.
სიყვარული:
ხვალ იღბალი სასწორების თანამდევი იქნება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ პირად ცხოვრებაში ყველაზე წარმოუდგენელი ექსპერიმენტების დაგეგმვა.



მორიელი

კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუკი თქვენს მოწინააღმდეგეს უტყუარი არგუმენტები მოჰყავს. ხვალ ნამდვილად მოგიწევთ შეცდომის აღიარება და რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე დაივიწყებენ მათ შესახებ.
ჯანმრთელობა: გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები - ამას ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ.
ბიზნესი:
მუშაობის მხრივ სავსებით პროდუქტიული დღე გელოდებათ. თუმცა, ოდნავ რთული და დაძაბული.
სიყვარული:
ხვალ, თქვენი საყვარელი ადამიანი სიხარულით მოეკიდება თქვენ მიერ დავალებულ ნებისმიერ საქმეს. რა თქმა უნდა, თუკი ეს მის ძალებსა და შესაძლებლობებს არ აღემატება.



მშვილდოსანი

ხვალინდელი დღე იდეალურია ნაყოფიერი და მორალური კმაყოფილების მომტანი საქმიანობისთვის. გააფრთხილეთ ოჯახის წევრები წინასწარ, რომ ოდნავ შეგაგვიანდებათ.
ჯანმრთელობა:
ხვალ რაც შეიძლება ბევრი იძინეთ: შესაძლოა, სამსახურშიც, თუკი ხელმძღვანელი და თანამშრომლები წინააღმდეგები არ იქნებიან. რაც უფრო მეტს დაიძინებთ, მით უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.
ბიზნესი:
არ ღირს უკმაყოფილების გამოთქმა და კონფლიქტის წამოწყება მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან. ეცადეთ, გამოიჩინოთ თავმდაბლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ დავალების შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
სიყვარული:
ხვალ ყოფილ მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს გაიხსენებთ. დაურეკავთ მათ ან შეხვედრას დაუნიშნავთ. ჭკვიან ადამიანებს ყოველთვის მოეპოვებათ სასაუბრო თემა. აი, ღირს თუ არა ამ შეხვედრაზე საყვარელი ადამიანის წაყვანა - საკამათო საკითხია. შესაძლოა, მან ეჭვიანობა დაიწყოს.



თხის რქა

ხვალ ზედმეტად ინერვიულებთ, არ აქვს მნიშვნელობა, გექნებათ, თუ არა საკმარისი მიზეზი ამისთვის.
ჯანმრთელობა:
ამ დღეს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ის თხის რქები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ. ჩვეული რაციონიდან ნებისმიერი „გადასვლა“ შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
ბიზნესი:
იქნებ საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. ახლა, ნებისმიერი თქვენი „გასროლა“ უარყოფითად იმოქმედებს ამჟამინდელი სამუშაოს პროდუქტიულობაზე.
სიყვარული:
ხვალ ბევრად უფრო გაგიადვილდებათ, გული გადაუშალოთ პირველივე შემხვედრს, ვიდრე აუხსნათ თქვენს ახლობლებს, რა ხდება თქვენს გარშემო.



მერწყული
ჭამეთ, სვით, იმხიარულეთ! არც კი იფიქროთ მუშაობაზე. ხვალინდელი დღე დასვენებისთვის შეიქმნა. ეს თქვენ დაიმსახურეთ.
ჯანმრთელობა: ხვალ მერწყულები ყველაფრის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები იქნებიან. არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს.
ბიზნესი:
ბოლო დღეებში სამსახურის საქმიანობამ ძალიან დაგღალათ და კიდევ ერთი ფიქრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ხვალაც მოგიწიოთ მუდმივად ხალხში ყოფნა და საერთო საუბარში ჩართვა, საბოლოოდ გადაგიყვანთ ჭკუიდან. მიუძღვენით ხვალინდელი დღე მხოლოდ საკუთარ თავს. მარტო გასეირნება სულიერი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული:
 ცოტა ხნით გადადეთ ტელევიზორის პულტი და დაუთმეთ ძვირფასი დრო ოთხფეხა მეგობრებს - ეს განწყობას აგიმაღლებთ და დროსაც სასარგებლოდ გაიყვანთ.



თევზები
არც კი ეცადოთ ვინმეს საქმეში ჩარევა. თქვენ მიერ გამოჩენილი  დახმარების სურვილი არასათანადოდ შეფასდება.
ჯანმრთელობა:
ხვალ თევზები ჰიპერაქტიურები იქნებიან. ვერანაირი ავადმყოფობა ვერ შეუშლით მათ ხელს გაუმკლავდნენ ამ დღისთვის დაგეგმილ საქმიანობას.
ბიზნესი:
ეს შესანიშნავი დღეა, დაკავდეთ ინტელექტუალური მუშაობით. თქვენ ხომ უკვე დიდი ხანია, გსურთ, ხელმძღვანელის ყურადღება მიიქციოთ? მოიფიქრეთ ისეთი იდეა, რომლითაც მის აღფრთოვანებას მოახერხებთ და იმ სამუშაოს შემოგთავაზებთ, რომელზეც ოცნებობდით.
სიყვარული:
ხვალ საყვარელი ადამიანი გაგაკვირვებთ თავისი მოულოდნელი საქციელით. ის თქვენთვის სრულიად უცნობ მხარეს წარმოგიდგენთ, რომელიც ოდნავ შეგაშინებთ, თუმცა გაიძულებთ ყურადღების გაძლიერებას. ეცადეთ მომხდარი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი იპოვოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?