21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 გამორიცხული არაა, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეგექმნათ. შესაძლოა, სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ პროდუქტების ვარგისიანობის ვადას, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. სათანადო ზომებს თუ მიმართავთ, ყველაფერი მოგვარდება.
კარიერა: გირჩევთ, ხვალ სამსახურში მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისგან თავი შეიკავოთ. საეჭვოა, ფირმის თანამშრომლებმა ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოახერხონ, როცა მთლიანად გადართულები არიან რუტინული პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანის ალოგიკური ქცევების ახსნას მიაგენით. თუმცა, მეტისმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. ადვილი შესაძლებელია, ცდებოდეთ, რაც ცუდი შედეგების მომტანი იქნება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ მეტისმეტად ემოციური იქნებით და სტრესის ქვეშ ადვილად მოექცევით. ეცადეთ, აირიდოთ ნეგატიური ენერგია, რომელსაც ზოგიერთი თქვენი ახლობელი უხვად გამოსცემს.
კარიერა: ყ
ოველთვის იცოდით, რომ ცრუ დაპირებების გაცემა არ შეიძლება, მაგრამ ცხარე კამათის დროს ყველაფერი ხდება. რა გაეწყობა, ხვალ მოგიწევთ, ყველა დაუფიქრებელ სიტყვაზე და შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი აგოთ.
სიყვარული:
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და თავი აარიდეთ ისეთ ღონისძიებებზე წასვლას, სადაც შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ. თუნდაც საყვარელმა ადამიანმა ტყეში რომანტიკული გასეირნება ან მოყინული სახლის სახურავებზე ძრომიალი შემოგთავაზოთ, აუცილებლად უარი უნდა თქვათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
საოჯახო აფთიაქი კარგად შეათვალიერეთ. თუ რომელიმე მედიკამენტი გაკლიათ, აუცილებლად მოიმარაგეთ. სავარაუდოდ, არ დაგჭირდებათ, მაგრამ შესაფერისი დღეა ყველაფრის წესრიგში მოსაყვანად და სჯობს აქედან დაიწყოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მთელი კვირის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. ხვალ და ზეგ ამისთვის აღარ გეცლებათ. მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმის გარეშე კი სამსახურებრივ ვალდებულებებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ასე რომ, ნახევარი საათი სტრუქტურიზაციას უნდა მიუძღვნათ.
სიყვარული: 
აუცილებელი არაა, რომ საყვარელ ადამიანს ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, პირდაპირ უთხრათ. ამით მხოლოდ გაანაწყენებთ, თანაც უსაფუძვლოდ. თუ ემოციებისგან დაცლა გჭირდებათ, ფოტოსურათს უყვირეთ. ეფექტი იგივეა, ტკივილი კი - გაცილებით ნაკლები.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კირჩხიბებო, დღეს რაღაც მხიარულ ღონისძიებაზე წასვლა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. საღამოს განმავლობაში ბევრი წყალი მიირთვით, რადგან ეს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ეხმარება.
კარიერა: 
ხვალ მოულოდნელი ქმედებებისკენ იქნებით მიდრეკილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ასეთი იდეების გენერირება შეგიძლიათ. მთავარია, მათ შორის თქვენი პარტნიორი ან თანამშრომელი არ აღმოჩნდეს. შესაძლოა, ამან თქვენი რამდენიმე სამუშაო დღე შეიწიროს.
სიყვარული: 
ის, რაც ზღაპარივით დაიწყო, დიდი ხანია, რეალურ ცხოვრებად იქცა, თუმცა, რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერების მეცხრე ცაზე იფრინოთ. ბოლოს და ბოლოს, ვინ აგიკრძალათ, რომ თქვენი რეალობა ნებისმიერ ზღაპარზე უკეთესი გახადოთ?


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ალერგიული ადამიანებისთვის ცუდი დღეა. თუ ასეთების რიცხვს განეკუთვნებით, სახლის გენერალური დალაგების ან ცხოველთა თავშეყრის ადგილების მონახულებისგან თავი უნდა შეიკავოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ყვავილებთან, ეგზოტიკურ კერძებთან და კოსმეტიკასთან ურთიერთობაშიც.
ბიზნესი: ერთფეროვნებამ დაგღალათ? გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაშიც შეიძლება შემოქმედებითი ელემენტების შეტანა. ეძიეთ თავგადასავლები და ნუ გაუშვებთ საკუთარ შანსს ხელიდან. შესაძლოა, მალე თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გადაიშალოს. აქციეთ ეს დღე უკეთესი მომავლისა და იმედების დღედ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანის ნაჩუქარი რომელიღაც ნივთი გვერდიდან არ მოიშოროთ. ფოტოსურათი იქნება თუ ფუმფულა სათამაშო ცხოველი, ჩანთაში ჩაიდეთ და ყველაზე ძლიერ თილისმად იქცევა, რომელიც ნებისმიერ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
რატომღაც, ამ დღეს სუნთქვა გიჭირთ. შესაძლოა, ამის მიზეზი თქვენი ფილტვებისთვის შეუსაბამო კლიმატი ან მეტისმეტად დაბინძურებული ჰაერია. ეცადეთ, სასუნთქ ორგანოებს სუფთა და ჯანსაღი ჰაერი მიაწოდოთ. თუნდაც ცოტა ხნით...
კარიერა: 
ხვალ კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ სამყაროს პოზიტიურად და მეტი ოპტიმიზმით უნდა უყურონ, არ დაგჭირდებათ, რადგან ისედაც ამ განწყობაზე არიან. საკუთარი მაგალითით აჩვენეთ, რომ თქვენც ზუსტად ასე ფიქრობთ. სიყვარული: თქვენს რჩეულს თქვენთვის რაღაც ფასეული და აუცილებელი რჩევის მოცემა უნდა, თუმცა დარწმუნებული ხართ, რომ ამას არ საჭიროებთ. იქნებ მკაცრი ვერდიქტის გამოტანამდე მოგესმინათ, რის თქმა უნდა? რა იცით, იქნებ გამოგადგეთ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
საეჭვოა, რომ მკურნალობამ სწრაფი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ვარსკვლავები მაინც არ გირჩევენ მის შეწყვეტას: უახლოეს დღეებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას  აუცილებლად იგრძნობთ.
კარიერა:
ნუ შეგეშინდებათ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენ სხვებზე უკეთ შეძლებთ მასთან გამკლავებას. თუკი თავდაჯერებული იქნებით, გარშემომყოფებიც თქვენს შესაძლებლობებში ეჭვს არ შეიტანენ. საკმაოდ დიდხანს თამაშობდით მეორეხარისხოვან როლს, დროა ლიდერი გახდეთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, საკუთარი ხელებით შექმნათ რაიმე. მაგალითად, მფრინავი გველი, ხის სახლი ან ქვიშის უზარმაზარი სასახლე. პროცესში შეგიძლიათ, ნათესავებიც ჩართოთ, განსაკუთრებით ბავშვები. ყველა მონაწილე წარმოუდგენელ სიამოვნებას მიიღებს როგორც პროცესისგან, ასევე, შედეგისგანაც.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: რაც უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავთ ადამიანების მიმართ ხვალ, მით უფრო დადებითად განეწყობიან თქვენდამი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, სამომავლოდ, ფსიქოლოგიური კომფორტი აუცილებლად გახდება თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სრული გარანტი.
კარიერა: 
ხვალ საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი გახდება. მთავარია, წუთითაც არ მოდუნდეთ და  არ დაკარგოთ საქმიანი იერი: ამგვარად, ნებისმიერი პროექტიდან და წამოწყებიდან დიდ სარგებელს მიიღებთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით ნაზი და რომანტიკული იქნება თქვენთან ურთიერთობაში. ამ ფაქტმა შესაძლოა, გაგაღიზიანოთ კიდეც. იფიქრებთ, რომ მისი ქცევა გაზვიადებული და დაუჯერებელია, თუმცა, ტყუილად. დააფასეთ მომენტი: ამგვარი რამ, შესაძლოა, ახლო მომავალში არ განმეორდეს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ, განსაკუთრებით მოერიდონ გაციებას, ხოლო თუკი მაინც იგრძნობთ, რომ ცივდებით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ავადმყოფობა არ გაგირთულდეთ. პრევენცია, პრევენცია და კიდევ ერთხელ პრევენცია!
კარიერა:
ხვალ მთელი დღის მანძილზე მოგიწევთ, გაუღიმოთ და დაეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა აშკარად არ გესიამოვნებათ. რას იზამთ, ასეთია თავაზიანობის წესები და მათი პრაქტიკაში გამოყენება, ზოგჯერ საჭიროა. ამ აზრს როგორმე უნდა შეეგუოთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ საყვარელ ადამიანს და ყველაფერს, რასაც ის ამბობს, ზომიერი სკეპტიციზმით მოეკიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა, უსიამოვნოდ დასრულდება. სკეპტიციზმი კი პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და დაგეხმარებათ მის გვერდით თავი მშვიდად და საიმედოდ იგრძნოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ყურადღებით დააკვირდით თქვენს სახეს. მას, წიგნის მსგავსად, თქვენთვის ბევრის თქმა შეუძლია დამწყები დაავადებების შესახებ. შეშუპებული უპეები შესაძლოა, თირკმელების დაავადებაზე მიანიშნებდეს. თუმცა, გაუგებარია, როგორ უნდა აუხსნათ ეს ექიმს...
კარიერა:
თუკი ხვალ დაგეგმილი შეხვედრის გადადებას გადაწყვეტთ, სიზარმაცე თავიდან მოიშორეთ. რაც არ უნდა მიზეზი გქონდეთ, დაპირებულ სიტყვაზე უარის თქმის დრო ნამდვილად არ გაქვთ. შეხვედრა უამრავ სარგებელს მოგიტანთ, რასაც შეხვედრის დასასრულს თავად მიხვდებით.
სიყვარული:
დროა, თქვენმა კონსერვატიზმმა პოზიციები დათმოს. ნუ იქნებით ასე მკაცრი ოჯახის წევრების მიმართ - გამოიჩინეთ ლმობიერება და ლიბერალურობა. ეს განსაკუთრებით მოზარდებთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ, საინტერესოა, რა გიშლით ხელს იმაში, რომ მეუღლის ჰობით დაინტერესდეთ? საღამოსთვის შესთავაზეთ მას დროის ერთად და ორიგინალურად გატარება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ნუ მისცემთ მტანჯველ ფიქრებს თქვენი დაპყრობის საშუალებას. ცუდი აზრები ენერგიას გართმევენ, კონცენტრირებაში ხელს გიშლიან  და არ გაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. ეს კი თქვენს ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს შეუქმნის.
კარიერა: იმ საქმეების უმეტესობა, რომელზეც დიდხანს მუშაობდით, შესაძლოა, ვინმემ ერთი ხელის მოსმით გაგიფუჭოთ, კარგი იქნება, თუკი მასალების მიწოდებას გადადებთ - უმჯობესია, დღე დაკარგოთ, ვიდრე ვინმეს სიჯიუტის გამო, დაძაბული სამუშაოების კალათაში გაგზავნოთ.
სიყვარული: თავს უამრავი საზრუნავი დაგატყდებათ. რატომღაც, თქვენი ნათესავები და ახლობლები ნორმალურად თვლიან იმ ფაქტს, რომ მათ პრობლემებს სწორედ თქვენ აგვარებთ. დროა, ყველაფერს წერტილი დაუსვათ და ტაქტიკურად აუხსნათ მათ, რომ მათი ცხოვრება თქვენ არ გეხებათ და მასზე პასუხისმგებლები თვითონ არიან.


 


თევზები
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ორპირს, რადგან ორმხრივმა ნიავმა, შესაძლოა, კისერი ან წელი გაგიცივოთ. გაციებულ კისერს ვერ გაამოძრავებთ, ხოლო გაციებული წელით ვერ დაიხრებით.
კარიერა: დღის უდიდეს ნაწილს მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმობთ. საღამოს შეეცადეთ, მდგომარეობა შეცვალოთ. ეწვიეთ კლუბს საცეკვაოდ, ცოტა გამხიარულდით, თან შესაძლოა, ახალი და ძალიან სასიამოვნო ურთიერთობები წამოიწყოთ. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს საღამო გახდეს თქვენთვის ყველაზე დაუვიწყარი.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, რატომ არ სრულდება  თქვენთან დაკავშირებული სურვილები. თითქოს, თქვენ სპეციალურად იქცევით მის საწინააღმდეგოდ. შეეცადეთ, აუხსნათ, რომ ამაში მას ბრალი არ მიუძღვის: უბრალოდ, გარემოება ემთხვევა ასე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?