25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

24 იანვარი 23:16, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: თქვენს ორგანიზმში გადაღლილობის კრიტიკული მასა დაგროვდა, ამიტომ მოულოდნელ ფსიქოფიზიოლოგიურ დატვირთვაზე მისი რეაქციაც მოულოდნელი იქნება. თავს გაუფრთხილდით და ეცადეთ, დაისვენოთ.

კარიერა: რთული დღე გელით, რადგან ისეთ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა აკეთოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გაიხსენეთ, თავად როგორ იწყებდით ნულიდან. ახალბედას დაცინვა არ ღირს. იქნებ ბრიყვი არაა და უბრალოდ, მორცხვობს?

სიყვარული: საყვარელი ადამიანი იმდენად უჩვეულოდ და უცნაურად იქცევა, რომ ზოგჯერ ეჭვი გეპარებათ, ნამდვილად ისაა თუ მისი ორეული. რა დაემართა, უცნობია, მაგრამ ამ ფაქტთან შეგუება მოგიწევთ. იმედია, ოდესმე ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.




კურო

ჯანმრთელობა: კუროებო, მნიშვნელოვანი გამარჯვება გელით. შესაძლოა, ეს იმ დაავადებაზე გამარჯვება იყოს, რომელსაც დიდი ხანია, ებრძვით. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ ასეთი შანსი.

კარიერა: თავშეკავება გამოიჩინეთ და სიტყვები შეარჩიეთ იმ ადამიანებთან საუბრის დროს, ვისგანაც რაიმეს ელით. გახსოვდეთ, რომ ერთმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგიყაროთ.

სიყვარული: ეცადეთ, ხვალ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ თქვენი რჩეულის საყვარელ საქმიანობაში: მის კოლექციას ექსპონატი დაუმატეთ, მის საყვარელი გუნდს უგულშემატკივრეთ ან მისი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე წაყევით და მასთან ერთად, აღფრთოვანება გამოხატეთ.




ტყუპები

ჯანმრთელობა: დაიცავით ორგანიზმი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და უპირატესობა ბუნებრივსა და ნატურალურს მიანიჭეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალი აუცილებლად გუბურიდან უნდა დალიოთ.

კარიერა: დიდხანს მოგიწევთ იმაზე ფიქრი, კონკრეტულად რას ელიან თქვენგან. ამოცანა ნათელია, მაგრამ თქვენი დონის სპეციალისტისთვის შესასრულებლად საკმაოდ რთული.

სიყვარული: ამ დღეს ბროლის ლარნაკს ჰგავხართ, რომელსაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. ეცადეთ, ამას საყვარელი ადამიანიც მიხვდეს. იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა, შეგიძლიათ მასთან სამომავლო ურთიერთობის ფორმა და ხანგრძლივობა განსაზღვროთ.


 
     

კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ სოლარიუმში ვიზიტისგან თავი უნდა შეიკავოთ. შესაძლოა, სასურველი ფერის მიღწევა არ გაგიჭირდეთ, მაგრამ ამის შედეგები ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდად აისახება.

კარიერა: თავი შეიკავეთ თვითრეკლამისგან და ეცადეთ, თავმდაბლობა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მცდელობა, ვიღაცაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის.

სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოსწყინდა ერთფეროვანი და მონოტონური საქმიანობა და უპირატესობას თქვენთან ურთიერთობას ანიჭებს. ამიტომ, როცა დღის დაგეგმვას შეუდგებით, მასთან სატელეფონო ან პირადი სახის კომუნიკაციაც არ დაივიწყოთ.




ლომი

ჯანმრთელობა: როგორ მაცდურადაც არ უნდა ჟღერდეს წარწერა შეფუთვაზე, გირჩევთ ხვალ მატონიზებელი სასმელების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

კარიერა: ხვალ თქვენი საუკეთესო მეგობრები პუნქტუალურობა და მოთმინება იქნებიან. დასვენებას სუფთა სინდისით ვერ შეძლებთ, თუ იმ საკითხებს არ გადაჭრით, რომლებიც გაწუხებთ. პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარებათ, საქმეს თავი დროულად და წარმატებით გაართვათ, შემდეგ კი დამსახურებული დასვენებით დატკბეთ.

სიყვარული: ეცადეთ, საყვარელი ადამიანის სიტყვებს დაუფიქრებლად არ ენდოთ და მცდარი დასკვნები არ გამოიტანოთ. ზოგჯერ, მისი პოზიცია ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, მასზე დაყრდნობა არ ღირს.



ქალწული

ჯანმრთელობა: ძალიან გიჭირთ ცხოვრების ამა თუ იმ გარემოებასთან გამკლავება, ამიტომ თქვენი ორგანიზმი პირობების გაუარესებას გააპროტესტებს. არ ინერვიულოთ - ეს დროებითია.

კარიერა: ნუ იჩქარებთ საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას. სამსახურში არავის აინტერესებს, როგორი ნაზი და ფაქიზი სული გაქვთ. შესაძლოა, თქვენს კოლეგებს, პარტნიორებსა და ხელმძღვანელობას სწორედ ეს სინაზე და სიფაქიზე აღიზიანებს. ამიტომ თავშეკავება გმართებთ.

სიყვარული: შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენს მწარე ენას პროტესტი გამოუცხადოს და, მრისხანება მოწყალებით თუ არ შეცვალეთ, სკანდალი მოგიწყოთ. ასე გაგრძელებას არ გირჩევთ, რადგან ასეთი დამოკიდებულება ნეგატიურად აისახება თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე.


 


სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ სასწორებმა, რომელთაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ჩვეული რაციონიდან ნებისმიერი „გადახვევა“ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

კარიერა: დაუთმეთ ხვალინდელი დღე კოლეგებთან ან თუნდაც ხელმძღვანელთან გულწრფელ საუბარს: ეს, უდავოდ, წარმატებით გამოგივათ და მათთან საუბარი სამომავლოდ თქვენს კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს. თუმცა, უაზრო საუბარი ნამდვილად არ ღირს - გამოიჩინეთ სიფრთხილე.

სიყვარული: ხვალ საკუთარი თავით იამაყებთ, რადგან შეუძლებელს შეძლებთ. თქვენი საყვარელი ადამიანი, სხვათა შორის, ამას შეამჩნევს და ღირსეულად დააფასებს, რადგან თქვენი დამსახურებით მისი ცხოვრებაც შეიცვლება. ამიტომ, ჯერ მოემზადეთ არცთუ ისე მარტივი საქმისთვის, ხოლო შემდეგ გამარჯვებისთვის.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებს წნევის ცვალებადობა შეაწუხებთ, რაც, დიდი ალბათობით, ამინდის პირობებს უკავშირდება, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ამ დღეს თავს ძალიან არ დაიტვირთავთ საქმეებით, შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, ადრე დაიძინოთ.

კარიერა: ხვალ შემთხვევით გაიგებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელი არამხოლოდ დირექტორია, არამედ ადამიანი, რომლისთვისაც სითბო და გაგება აუცილებელია. შესაძლოა, ხვალ ეს თვისებები სრულად ვერ გამოავლინოთ, თუმცა, შეეცადეთ, არ გააბრაზოთ და ზედმეტად ნერვები არ მოუშალოთ.

სიყვარული: თუკი უამინდობაა და გარეთ გასვლის სურვილი არ გაქვთ, დარჩით სახლში. ვარსკვლავები გირჩევენ, დროის გარკვეული ნაწილი ბავშვებს დაუთმოთ. წაუკითხეთ მათ ზღაპრები, მაგრამ აუცილებლად კარგი დასასრულით - ხვალ ისედაც მოსაწყენი დღე იქნება. თუკი წაკითხვაზე უარს გეტყვიან, შეგიძლიათ, მათი საყვარელი კომპიუტერული თამაშები ეთამაშოთ.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს ნაწლავებს, კერძოდ, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკას. ამ მიზნის მისაღწევად შეეცადეთ, საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული მიიღოთ.

კარიერა: თქვენი ვერაგი თავდაუჯერებლობა მთელ გეგმებს ჩაგიშლით. იმისთვის, რომ არ შეიბოჭოთ, უმჯობესია, გაერკვეთ, რა არის საკუთარ თავთან ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი. აიღეთ შესვენება და დარჩით ფიქრებთან მარტო.

სიყვარული: ხვალ შესაძლოა, ღალატში დაგდონ ბრალი და რამდენიმე საკმაოდ დამამტკიცებელი არგუმენტი მოგიტანონ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეჭვიანობის საბაბი იმდენად დამაჯერებელი იქნება, რომ მეორე ნახევართან შეწინააღმდეგება გაგიჭირდებათ. ამიტომ სახლისკენ მიმავალმა კარგად მოიფიქრეთ საკუთარი ალიბი და მოწმეების სავარაუდო სია.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ეს დღე შესანიშნავია სხვადასხვა სახის დაწესებულებების მოსანახულებლად - ექიმთან ვიზიტიც კი დამაკმაყოფილებლად დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, დროის დაკარგვის გარეშე.

კარიერა: თუკი სულ ცოტა ხნის წინ მკაცრად გქონდათ გადაწყვეტილი კარიერული სიმაღლეების დაპყრობა, ახლა, რატომღაც სვლა შეანელეთ და თქვენს ყოველ ნაბიჯში ეჭვი გეპარებათ. ნუ დაიწყებთ გარშემო ყურებას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რაზე ჩურჩულებენ თქვენი კოლეგები კულუარებში: თქვენ გაქვთ მიზანი და მხოლოდ მისკენ იყავით მიმართული.

სიყვარული: ხვალინდელი დღე არ იქნება ხელსაყრელი ურთიერთობების გასარკვევად და სკანდალებისთვის აღმზრდელობითი მიზნით. უმჯობესია, ამ დღეს მოითმინოთ და ენას კბილი დააჭიროთ. რაიმეს შეცვლის ნებისმიერი მცდელობა შექმნილ სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ გაართულებს.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ მერწყულები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ჰიგიენის წესების მიმართ. არ იფიქროთ, რომ ძირს დაგდებული და სწრაფად აღებული არ ითვლება - შესაძლოა, ნაწლავური აშლილობის პრობლემები შეგექმნათ.

კარიერა: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ინტელექტუალური საქმიანობით დაკავდეთ. თქვენ ხომ უკვე დიდი ხანია, გსურთ ხელმძღვანელის ყურადღების მიქცევა?! მოიფიქრეთ ისეთი იდეა, რომლითაც ის აღფრთოვანდება და სწორედ ისეთ სამუშაოს შემოგთავაზებთ, რომელზეც წლებია, ოცნებობთ.

სიყვარული: ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული საყვარელი ადამიანის ხასიათზე, რადგან მას ხასიათი საათში ექვსჯერ მაინც შეეცვლება და ნერვები ნამდვილად არ გეყოფათ იმისთვის, რომ მის ყოველწუთიერ მოთხოვნებს სრულყოფილად უპასუხოთ. იყავით თქვენთვის, შეეცადეთ, მოდუნდეთ და უბრალოდ, იცხოვროთ.


 

თევზები

ჯანმრთელობა: მიეცით ტვინს დასვენების საშუალება იმ პრობლემებისგან, რომლებსაც მას ბოლო დროს შეუჩერებლად აწვდით. შეეცადეთ, არ დატვირთოთ დიდი მოცულობის ინფორმაციით.

კარიერა: ვარსკვლავები ხელმძღვანელთან, ცოტა არ იყოს, რთულ საუბარს გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, დამნაშავე არაფერში იყოთ, ბრალი ტყუილად დაგდონ და მისი ყველა პრეტენზია უსაფუძვლო იყოს, თუმცა, რამდენიმე უსიამოვნო წუთის გატარება მასთან ერთად უდავოდ მოგიწევთ.

სიყვარული: იგრძენით თავი ჯადოქრად! სიყვარულის ნებისმიერი ფორმით გამოხატვა და გულწრფელი გრძნობები თქვენს ახლობელ ადამიანებს უზომოდ გააბედნიერებს. მოეფერეთ ბავშვებს, დაურეკეთ მშობლებს, მოიყვანეთ სახლში უპატრონო კატა (კარგით, გეთანხმებით, რომ აქ გადავაჭარბეთ - ისიც საკმარისია კატას აჭამოთ). ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, დროის კამათზე დახარჯვა არ ღირს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?