29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ვერძებს ვარსკვლავები ურჩევენ, იზრუნონ სასუნთქ სისტემაზე, რადგან შესაძლოა, ამ მხრივ, მალე სერიოზული პრობლემები შეექმნათ. კარგი იქნება სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.
კარიერა: გაიხსენეთ, რომელი სფეროდან იწყებდით კარიერას. შესაძლოა, თქვენი მომავალიც ამ გზას უკავშირდებოდეს, მაშინაც კი, თუ თქვენ სულაც არ აპირებთ წარსულში დაბრუნებას, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება თქვენი კარიერისთვის.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გვერდით თავს უცხოდ და მარტოსულად იგრძნობთ. ეს დაკავშირებული იქნება მის პრობლემებთან, ეცადეთ, გაუგოთ, ის ნერვიულობს და ამიტომ ნაკლებ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენს თქვენ მიმართ.




კურო
ჯანმრთელობა:
დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ხანგრძლივად და პროდუქტიულად იმუშაოთ. ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, მაგალითად, პურს, ბრინჯსა და მსგავს პროდუქტებს.
კარიერა: თქვენი პოზიციების გასამყარებლად თანამშრომლებს ზიანს ნუ მიაყენებთ. პირიქით, ეცადეთ, თქვენი იდეების განხორციელებაში ისინიც ჩართოთ. მერწმუნეთ, ასე მიზანს უფრო მალე მიაღწევთ.
სიყვარული: ხვალ პირად ცხოვრებაში ბედი გწყალობთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. შესაძლოა, დღის ბოლოს მან სერიოზული წინადადებაც კი გაგიკეთოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური იქნება. წვრილმანი უსიამოვნო შეგრძნებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაწუხებთ, თუ თავს არ გაუფრთხილდებით.
კარიერა: ხვალინდელი დღე კარგია ცხოვრებაში კორექტივების შესატანად. ამიტომ დაფიქრდით, რა ადამიანი გახდით და რა შეიცვალა თქვენში კარგისკენ და რა ცუდისკენ. თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ის, რასაც თქვენს თავში აღმოაჩენთ, დროა მის შეცვლაზე იფიქროთ!
სიყვარული: ეცადეთ, გახდეთ ისეთივე თბილი და მგრძნობიარე, როგორც მაშინ, როცა პირველად შეხდით თქვენს საყვარელ ადამიანს. ეს მას ძალიან გააბედნიერებს.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
არ დაივიწყოთ ბოსტნეულისა და ხილის შესახებ - ისინი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მენიუში. არაა აუცილებელი, ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით მიიღოთ, საკმარისია დღეში 1-2 ცალი ხილისა და ამდენივე ბოსტნეულის მიღება და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს.
კარიერა: ეცადეთ, არ ანახოთ სხვებს თქვენი უკმაყოფილება, თუნდაც ის დროული და გამართლებულიც კი იყოს. არ ეკამათოთ თანამშრომლებს, რადგან შესაძლოა, სწორედ ამ ადამიანებმა მომავალში დიდი დახმარება გაგიწიონ.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენი საყვარელი ადამიანის დამთმობმა ხასიათმა გაგათამამოთ და მასთან უტაქტოდ მოიქცეთ. მერწმუნეთ, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ავნებთ და მომავალში ურთიერთობის გამოსწორებაც გაგიჭირდებათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა, სიტუაციის შესაფასებლად - მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და დღე ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით დაიწყეთ.
კარიერა: იმისთვის, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ საჭიროა, გარისკოთ. ამიტომ ნუ ყოყმანობთ - უკვე დროა, დაიწყოთ თქვენი ყველაზე თამამი იდეების განხორციელება.
სიყვარული: ხვალ რისკი სიყვარულშიც გამართლებულია. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, დათქვით ქორწინების დრო. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდად წახვიდეთ თეატრში ან გამოფენაზე და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამო მოიწყოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება გარემოს შეცვლა. ეს ყოველდღიურ რუტინასაც აგაცილებთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
კარიერა: ეცადეთ, სამსახურში ენერგიულად და მუდამ მობილიზებული იყოთ, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელობისგან ახალი დავალებები მიიღოთ, რაც მართალია, დამატებით დროს წაგართმევთ, მაგრამ სამაგიეროდ დიდ ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
სიყვარული: კარგად დაუფიქრდით თითოეულ სიტყვას, რათა შემთხვევით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. მერწმუნეთ, ამას ძალიან ინანებთ, გამოსწორება კი გაგიჭირდებათ. ამიტომ ზედმეტ ლაპარაკს აჯობებს, მხოლოდ დუმილით ან, უბრალოდ, ღიმილით შემოიფარგლოთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ კარგი დღეა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და შეიძლება, სერიოზული მკურნალობა დაგჭირდეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე მეტად პრობლემური და ჩახლართული იქნება. ეცადეთ, ინტრიგებში არ გაიხლართოთ, რადგან ამისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავთ, პირიქით, კოლეგების რისხვას დაიმსახურებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ კრიტიკული იქნება, ამიტომ თქვენი ქცევები მაქსიმალურად გააკონტროლეთ და ამით არ მისცემთ მას უფლებას, შენიშვნები მოგცეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, უკვე არსებული პრობლემა გაგიმწვავდეთ, განსაკუთრებული ყურადღება კი თქვენს ძვალსახსროვან სისტემას მიაქციეთ. ხვალისთვის არ არის რეკომენდებული სპორტით დაკავება.
კარიერა: ხვალ გაიაზრებთ, რომ თქვენი სამსახურებრივი ინტერესები კოლეგების მოსაზრებებისგან მკვეთრად განსხვავდება. ამიტომ, უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ, თანამშრომელთა წრეში სამსახურებრივ საკითხებზე საუბარს მოერიდეთ.
სიყვარული: თუ გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რჩევა საყვარელ ადამიანს დაეკითხეთ. მისი რჩევა ამ შემთხვევაში ყველაზე დროული და სწორი აღმოჩნდება.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ, ამის მიზეზი კი ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქვთ ჩატარებული.
კარიერა: კარიერული თვალსაზრისით ძალიან პროდუქტიული დღე გექნებათ. დილიდანვე დაიწყება სასიამოვნო, საქმიანი და ფინანსურად მომგებიანი შეხვედრები, რომლებიც გვიან საღამომდე გაგრძელდება.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი გვერდში დგომა დასჭირდება, მაგრამ თქვენ, შესაძლოა, ამისთვის დრო არ გქონდეთ. ეცადეთ, სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიხვიდეთ და საღამო მთლიანად საყვარელ ადამიანსა და მის პრობლემას დაუთმოთ.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, გაითვალისწინოთ, რომ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ყოველთვის თვითნებურად ვერ მოაგვარებთ, ამიტომ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.
კარიერა: შეიძლება სამსახურში ყველაფერმა არ დაგაკმაყოფილოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პრეტენზიებისგან თავს შეიკავებთ.
სიყვარული: არ ღირს საყვარელ ადამიანზე ამდენი ნერვიულობა, რადგან ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გაქვთ. ასე რომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბედს მიენდეთ.




მერწყული
ჯანმრთელობა:
მხოლოდ სიმპტომებიდან გამომდინარე ნუ იმსჯელებთ და ნუ ეცდებით, თვითონ დაუსვათ  დიაგნოზი საკუთარ თავს. ეცადეთ, ეს საქმე სპეციალისტს მიანდოთ.
კარიერა: კოლეგებთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემებს წააწყდეთ, ამიტომ მიენდეთ მხოლოდ თქვენს ინტუიციას და ნუ აჰყვებით ჭორებს.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენს საყვარელ ადამიანს მოეჩვენოს, რომ მის გაბრაზებას ცდილობთ და გარშემომყოფთა წინაშე დასცინით. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ამიტომ ეცადეთ, ეს მასაც დაუმტკიცოთ და ხალხში განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით მოექცეთ.




თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ, რომელიც იმდენად ძლიერი იქნება, რომ არტერიულ წნევაზეც აისახება. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა ჩაიტარეთ.
კარიერა: შეადგინეთ სამუშაო გეგმა ისე, რომ საქმეები თანაბრად იყოს გადანაწილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი საქმე ზურგზე დღის პირველ ნახევარში დაგაწვებათ, რაც დღის მეორე ნახევრისთვის ენერგიას საერთოდ გამოგაცლით.
სიყვარული: ხვალ იმდენად გადაღლილი იქნებით, რომ საყვარელი ადამიანისთვის საკმარისი ყურადღების მიქცევას ვერ შეძლებთ. შესაძლოა, ეს მან გულცივობაში ჩაგითვალოთ და გაგინაწყენდეთ. ამიტომ აუხსენით, რომ თქვენი ასეთი საქციელი მხოლოდ დაღლილობის ბრალია და მას ძველებურად აღმერთებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?