3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი
02.01.2017 23:00
1170

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 იანვრისათვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ დღეს მაღალი არტერიული წნევის რისკი საკმაოდ მაღალია, ამიტომ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ.
კარიერა: საქმიანი პარტნიორების დაყოლიება ამა თუ იმ საქმეში დახმარებაზე, არ გაგიჭირდებათ. ისინი თავადაც მზად არიან, სიხარულით დაგეხმარონ, რაც თქვენს ბიზნესზე სასიკეთოდ და ნაყოფიერად აისახება.  
სიყვარული: საყვარელ ადამიანებს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ. მათ მიმართ თქვენი გრძნობები შინაარსის მიხედვით იმდენად განსხვავებულია, მაგრამ სიღრმით იმდენად მსგავსი, რომ რომელიმე მათგანის დაკარგვა თქვენთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. 

 

კურო
ჯანმრთელობა:  
თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა გამართულად მუშაობს, ამიტომ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. შეგიძლიათ, გემრიელი კერძებით გაანებივროთ თავი, რა თქმა უნდა, გონიერების ფარგლებში.|
კარიერა:  წარმატებული დღე გაქვთ. თუ თქვენი შემოსავლების ოდენობა კლიენტების ოდენობის პროპორციულია, ამ დღეს იმაზე მეტი გეყოლებათ, ვიდრე ოდესმე გყოლიათ. შესაბამისად, უახლოეს ხანებში ფინანსურ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. 
სიყვარული:  ამ დღეს ყოფილი დაგეხმარებათ მოქმედთან ურთიერთობების მოგვარებაში: რჩევას მოგცემთ, მორალურად გაგამხნევებთ და მძიმე წუთებში თანაგიგრძნობთ, თუმცა მხოლოდ მისი დახმარების იმედად არ უნდა იყოთ. გაითვალისწინეთ, ასეთ დელიკატურ თემებში თქვენი დახმარება ძალიან ეძნელება, რადგან თქვენ მიმართ მისი გრძნობები ჯერ არ გამქრალა. 

 

ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ერიდეთ ორპირ ქარებს, თორემ შეიძლება, ყელთან ან წელთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ.
კარიერა:
მოერიდეთ უფროსთან ურთიერთობების გარკვევას, თავი შორს დაიჭირეთ ყოველგვარი კამათისგან და ამით მხოლოდ მოიგებთ. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ დირექტრს შეცდომებზე, რადგან ამის შედეგები შეიძლება ძალიან სავალალო იყოს. დაიმახსოვრეთ, უფროსი ყოველთვის მართალია!
სიყვარული: შესაძლოა, ეს დღე ისეთი ადამიანების წრეში გაატაროთ, რომლებთანაც საერთო ინტერესები არ გაგაჩნიათ. ნუ ჩაერთვებით ისეთი თემის განხილვაში, რომლისაც არაფერი გესმით. აჯობებს, თავიდანვე აღიაროთ, რომ სხვა საკითხებში უფრო ერკვევით და უფრო შესაფერისი მოსაუბრე შეარჩიოთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი ორგანოების მდგომარეობას. რამდენიმე სპეციალური პროცედურა ან ექიმთან კონსულტაციის გავლა ზუსტად ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.
კარიერა: 
თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა ფსიქოლოგიას, იურისპრუდენციას ან საბანკო საქმეებს უკავშირდება, თვითრეალიზაციისთვის მშვენიერი დღე გაქვთ, თუმცა წარმატებისთვის მეტი ძალა და მონდომებაა საჭირო. შრომისმოყვარეობამ და არაორდინალურმა ხედვამ შეიძლება, მშვენიერი შემოსავალი მოგიტანოთ.  
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს უჭირს იმ სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, რომელიც მისთვის ახალი წლის დღეებში დააწესეთ. სამწუხაროდ, არც ზღაპრული პრინცი და არც ჯადოსნური პრინცესა მისგან არ გამოვა, სამაგიეროდ, ის ადამიანია, რომელიც გიყვართ და რომელსაც უყვარხართ.



ლომი
ჯანმრთელობა:
მჟავე არომატის მქონე პროდუქტების მიღებისას სიფრთხილე უნდა დაიცვათ. შესაძლოა, ორგანიზმში მჟავიანობა მომატებული გაქვთ, რაც არც თუ სახარბიელოდ აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ეცადეთ, რომელიმე კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა ან ლატარია ითამაშეთ. თუ ფორტუნას ბოლომდე არ ენდობით, თამაშს თავი დაანებეთ და იმ საქმეს მიხედეთ, რომელზეც დიდი ხანია, თავს იმტვრევთ. ამჯერად, ყველაფერი გამოვა.
სიყვარული:
ლარნაკში ჩადებული ყვავილი რომ არ დაჭკნეს, ძველი წყალი ახლით ხშირად უნდა უცვალოთ. ზუსტად ასეა გრძნობების შემთხვევაშიც, რომლებსაც პერიოდულად განახლება ჭირდებათ. დიდი ხანია, ურთიერთობის გალამაზებისთვის და გრძნობების განახლებისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. ზუსტად ის დროა, რომ ასეთი ტენდენცია სამუდამოდ დაასრულოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ეს კარგად აისახება თქვენს გუნება-განწყობასა და შრომისუნარიანობაზე, თუმცა ძილზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ - მას ყველა პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.
კარიერა:
ადამიანთან, რომლის აზრი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამსახურებრივ და კარიერულ საკითხებს განიხილავთ.  შესაძლოა, მან ფასეული რჩევა მოგცეთ ან კარიერული წინსვლის საქმეში დაგეხმაროთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი, პერსპექტიული სამსახური მოგაძებნინოთ. მთავარია, არ მოგერიდოთ და დახმარება თხოვოთ.
სიყვარული:
ამ დღეს საყვარელი ადამიანი ძალიან ცდილობს, თქვენ მიმართ საკუთარი გრძნობები დამალოს, თუმცა არაფერი გამოუვა, რადგან მის თვალებში ყველაფერი მშვენივრად იკითხება. ეცადეთ, საჭირო სიტყვების მოძიებაზე არ გააწვალოთ. მაინც ვერ იპოვის, როგორც არ უნდა ეცადოს.



სასწორი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ კონსერვებისა და მსგავსი პროდუქტების მიღებას. ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა საკვებმაც კი შესაძლოა, ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.
კარიერა: ამ დღეს დიდხანს არ მოგიწევთ დირექტორის დარწმუნება იმაში, რომ ხელფასი მოგიმატოთ, პრემია გამოგიწეროთ ან, უბრალოდ, დიდი ხნის დანაპირები შეგისრულოთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ან დირექტორი ადგილზე არ აღმოჩნდება, ან რაღაც სხვა დაბრკოლება გამოჩნდება.
სიყვარული:
ხვალ შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მაქსიმალურად სამართლიანი იყოთ. ყველაფერი მოუყევით თქვენ შესახებ და პირდაპირ უპასუხეთ მის შეკითხვებს. ეს საშუალებას მოგცემთ, შესაძლო კამათი და გაუგებრობა თავიდან აირიდოთ.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ყური უგდეთ იმ მინიშნებებს, რომელთაც ორგანიზმი მოგცემთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მინიშნება სწორად გაშიფროთ და აუცილებელი ზომები მიიღოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
კარიერა: ხვალ შეეცადეთ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ იმ საქმეებშიც კი, რომლებიც არ გეხებათ. უბრალოდ, შეეცადეთ, ყველაფერში მიიღოთ მონაწილეობა, რათა შემდგომში ზედმეტ უყურადღებობაში არ დაგადანაშაულონ. 
სიყვარული: ამ დღეს ეჭვიანობა დაგტანჯავთ: იფიქრებთ, რომ თუკი საყვარელი ადამიანი ამ ეტაპზე არ გღალატობთ, სულ მალე ამას აუცილებლად გააკეთებს. ამ ეჭვის გამომწვევი მიზეზი უნდობლობაა. რა ხდება: საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, თუ უტყუარი ფაქტები დაგიგროვდათ? გაერკვიეთ, რადგან არ ღირს, ტყუილად ნერვიულობა.

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს მზეზე გაატარებთ, იყოს თუნდაც ხელოვნური მზე. განსაკუთრებით, თუკი მზის სხივები თქვენი კანისთვის მავნებელი არ არის. ეწვიეთ თუნდაც სამი წუთით სოლარიუმს - ამით ცხოვრებას გაცილებით გაიხალისებთ.
კარიერა:
ცუდი ხასიათი მთელ დღეს გაგიფუჭებთ და, როგორც ყოველთვის, თქვენი უხასიასათობის გამომწვევი მიზეზი ამჯერადაც უცნობია. მოიშორეთ ცუდი განწყობა, რათა სამუშაო პროცესის ყოველი წუთის გამოყენება შეძლოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება საკუთარი აზრების ჩამოყალიბება და იმ გრძნობებზე საუბარი, რასაც თქვენ მიმართ უკვე დიდი ხანია, განიცდის. ადრე თუ გვიან, ის მოერევა საკუთარ თავს და ყველაფერს გაიგებთ. მზად იყავით.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე წყლის პროცედურებს დაუთმოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დღის უმეტესი ნაწილი აბაზანაში, აუზში ან თუნდაც ზღვაზე გაატაროთ.
კარიერა:
ხვალ ისეთი აქტიური იქნებით, როგორც არასდროს. თქვენი ულევი ენერგიით ადვილად შეძლებთ იმ სფეროს აღმოჩენას, რომელსაც თქვენი ყურადღება სჭირდება. ასევე, ეს დღე შესანიშნავია სამომავლო გეგმებზე საფიქრალად. ასე რომ, მოქმედეთ!
სიყვარული: თუკი ამ დღეს გადაწყვეტთ, საყვარელ ადამიანს რამე აჩუქოთ, იქნებ მისთვის სასარგებლო საჩუქარი შეარჩიოთ, ისეთი, რომელიც მას დიდი ხანია, სჭირდება, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით მისი შეძენა ვერ მოახერხა. 

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენთვის აუცილებელია კეთილი და მზრუნველი ადამიანების გარემოში ყოფნა, რომლებიც თქვენი განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან. მთავარია, მათ არ დაგაეჭვონ, რომ რაღაც სენი გჭირთ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი სრულიად ჯანმრთელი ხართ.
კარიერა: ხვალ გარემოება თქვენ წინააღმეგ იმუშავებს, რასაც ვერაფერს უშველით. იმ შემთხვევაშიც, თუკი მშვიდად იჯდებით მაგიდასთან და მორიგ ანგარიშს ფინჯანი ყავის თანხლებით წაიკითხავთ - დიდი შანსია, ქაღალდები ამ ყავისფერი სითხით დასვაროთ!
სიყვარული: თუკი რამე არ გამოგდით, ეცადეთ, მიზნის მისაღწევად სხვა გზა მოძებნოთ. თუკი თქვენი შთაგონების ობიექტი თქვენს სმს-ებზე არ რეაგირებს, იქნებ სხვა ტაქტიკა იპოვოთ? მაგალითად, დატანჯეთ სიჩუმით და სიცივით. ნახეთ, როგორ გაძლებს უთქვენოდ...

 

თევზები
ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი ინტუიცია ღირებული მრჩეველი გახდება, განსაკუთრებით თუკი გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი შინაგანი ხმა ყოველთვის ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ეხება.
კარიერა: ხელმძღვანელობის მხრიდან კონტროლი გაძლიერდება, მაგრამ ეს თქვენ არ შეგაშინებთ: ბრწყინვალედ გაამართლებთ ყველა მოლოდინს, ასე რომ, თამამად იმოქმედეთ. ნუ დაუცდით იმ მომენტს, როდესაც გაცნობებენ, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებით.
სიყვარული: თუკი ამ დღეს საკუთარი თავის გათამამების სურვილი გაგიჩნდებათ - ნუ მოგერიდებათ. სიყვარული თავისთავად აახალგაზრდავებს და ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის. სხვათა შორის, თუკი ამ დღეს ვინმეს შეიყვარებთ, არაფერს დაკარგავთ, მაგრამ ნუ აირჩევთ უბედურ სიყვარულს.

ავტორი: ნელი თორდია