31 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენს ორგანიზმს ამჟამად ყველაზე მეტად ვიტამინები ესაჭიროება. მიირთვით ვიტამინები, ოღონდ არა ტაბლეტების, არამედ ნატურალური სახით.
კარიერა: საეჭვოა, რომ უქმე დღეებში მუშაობისთვის ვინმემ პრემია გამოგიწეროთ, ამიტომ არ ღირს ასეთი თავგანწირული მუშაობა. შეგიძლიათ, მშვიდად დაისვენოთ და თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ თქვენი შრომითი ვალდებულებების შესახებ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენ და თქვენი გულის ვარდი „ერთ ტალღაზე“ ხართ. თითქოს ტელეპატი ხართ, ის კითხვის დასმას ვერ ასწრებს, რომ პასუხობთ და პირიქით. ასეთი უნარებით შეგიძლიათ, ცირკშიც იმუშაოთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ამ უნარებს თქვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გამოიყენებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: გირჩევთ, მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ, რადგან თქვენი ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. ჩამოწერეთ იმ პროდუქტტების სია, რომლებიც მაგნიუმს შეიცავს და მარკეტისკენ გაეშურეთ.
კარიერა: დაფიქრდით, რამდენად ადეკვატურია თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო თქვენს ხელფასთან. თუ მიიჩნევთ, რომ სადღაც ბალანსი დაირღვა, ეცადეთ, უსამართლობა აღადგინოთ - რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის საინტერესოდ გასატარებლად შესაფერის ადგილს შეარჩევთ. ჩვეული ეზო ან ბანალური კაფე საუკეთესო არჩევანი არაა. უმჯობესია, ჯერჯერობით შეუცნობელ ადგილზე გაემგზავროთ და ერთად აღმოაჩინოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ტყუპებო გირჩევთ, მკურნალობის არატრადიციული მეთოდებს თავი დანებოთ, რადგან ამ საქმეში გამოცდილი ადამიანის დახმარების გარეშე, შესაძლოა, ჯანმრთელობას ავნოთ.
კარიერა: სტაბილური შემოსავლის შესანარჩუნებლად ბევრი ფიქრი და ძალისხმევა დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან რეპუტაციის ადვილია, მისი აღდგენა კი ძნელი.
სიყვარული:  ამ დღეს საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან საიდუმლოს გამხელა უნდა, თუმცა ეს ინფორმაცია თქვენთვის არც მნიშვნელოვანია და არც განსაკუთრებული. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, თქვენი რეაქციით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხერხემალს დატვირთვას აარიდებთ და სიმძიმეების აწევას მოერიდებით.  შესაბამისად, ამ დღეს ინტელექტუალური შრომის ფიზიკურით ჩანაცვლება სასურველი არ არის. რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, შეგიძლიათ, იოგით დაკავდეთ, მაგრამ სპორტის ძალოსნური სახეობებით - არავითარ შემთხვევაში.
კარიერა: კარგი დღეა იმისთვის, რომ უცხოური კონტაქტები გააღრმავოთ. დროა, მსოფლიო ბაზარზე საკუთარი თავის წარმოჩენაზე იფიქროთ, ამისთვის კი თქვენით დაინტერესებული პერსონების მხარდაჭერა გჭირდებათ. გირჩევთ, ახალი კონტაქტები დამყარებაზე და ძველების გამყარებაზე იფიქროთ.
სიყვარული: იმისთვის, რომ თქვენს თვალში რომანტიკული გამოჩნდეს, საყვარელი ადამიანი ძალისხმევას არ იშურებს. იმედია, ამას ბუნებრივად მოახერხებს და თქვენც ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
რაც უფრო დიდხანს იძინებთ, მით უფრო მხნედ იგრძნობთ თავს დილას, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ადრე დაწვეთ დასაძინებლად.
ბიზნესი: როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს თავს გადაგხდებათ, მხოლოდ უკეთესობისკენაა. წარმატება მაშინ მოვა, როცა ეს თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის ყველაზე მეტად იქნება აუცილებელი.
სიყვარული: დაფიქრდით, რეალურ ადამიანზე ხართ შეყვარებული თუ წარმოსახვითზე, რომელიც თქვენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია? შეიძლება თუ არა ამ ურთიერთობას სიყვარული დაარქვათ? იქნებ, ხმამაღალი განცხადებებისა და ცეცხლოვან აღიარებების გაკეთებამდე ცოტა მოგეცადათ?


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ეს დღე ქალწულებისთვის დაძაბული და ნერვიული იქნება, თუმცა დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება სასურველი არ არის. ამ დღეს ერთადერთი დამამშვიდებელის მიღებას გირჩევთ - თბილ რძეს.
კარიერა: მეგობარმა რაც არ უნდა დაჟინებით გთხოვოთ, ამ დღეს გასართობად კაზინოში წასვლა არ გაბედოთ. გახსოვდეთ, რომ თუ აზარტული თამაშებისგან თავის შორს დაიჭერთ, სიყვარულში აუცილებლად გაგიმართლებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად დროს შესანიშნავად გაატარებთ პატარა ბავშვის კომპანიაში. თუ ეს თქვენი შვილია, ის სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება იმით, რომ დედა და მამა მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ასეთი თბილი და ყურადღებიანი წყვილით საკუთარი შვილი კი არა, სრულიად უცხო პატარაც კი აღფრთოვანდება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: თუ კუჭის მომატებულ მჟავიანობას გრძნობთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ ცოტ-ცოტა, მაგრამ ხშირად მიირთვათ, რომ შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.
კარიერა: ამ დღეს საკუთარ თავთან დიდი ომის გადატანა მოგიწევთ. გაორებული ხართ, რადგან თქვენს ერთ ნახევარს თავისუფლება, დასვენება და უსაქმურობა უნდა, მეორე ნახევარი კი შრომითი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. რომელს მიანიჭებთ უპირატესობას, თქვენი გადასაწყვეტია. 
სიყვარული: დასვენების და დღესასწაულების განწყობაზე ხართ, თუმცა ამის საუკეთესოდ ორგანიზება მხოლოდ  თქვენს საყვარელ ადამიანს შეუძლია. თქვენი ამოცანაა, რომ მას ამის სურვილი გაუჩინოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დაიმახსოვრეთ: იმისთვის, რომ ძალების სრულფასოვნად აღდგენა და ახალი დღის ენერგიულად დაწყება შეძლოთ, დღე-ღამის განმავლობაში, სულ მცირე, რვა საათი მაინც უნდა გეძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლა და გაღიზიანება გარანტირებული გაქვთ. 
კარიერა: საკუთარი მაგალითით თქვენ გამუდმებით უბიძგებდით ვიღაცას გმირობისკენ. მოტივაციას აძლევდით, რომ საერთი საქმისთვის ეშრომა, მაგრამ აშკარად დაიღალეთ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს ცოტათი მოდუნების უფლება მისცეთ და გამუდმებით არ იფიქროთ იმაზე, როგორ მოაგვარებენ პრობლემას თქვენ გარეშე.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან საკუთარ თავზე ისეთ რამეს შეიტყობთ, რაც თვალებს აგიხელთ და იმ თემებზე დაგაფიქრებთ, რომლებზეც არასოდეს გიფიქრიათ. იმედია, ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, სასიამოვნო იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: იმუნიტეტს გამაგრება - აი, რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიღაც ვირუსული დაავადება გარანტირებული გაქვთ.
კარიერა: არ დაუშვათ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ყველა გეგმა ჩაგეშალოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავთ, ტემპი დააგდეთ. ყურადღებით იყავით და გახსოვდეთ, ეშმაკი დეტალებშია.
სიყვარული: შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად, რათა ეს კავშირი უფრო ჰარმონიული გახადოთ ან საბოლოოდ დაასრულოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერს გვხდის.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: მკურნალობის შესახებ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თუმცა მანამდე საკმარისი ინფორმაცია უნდა მოაგროვოთ და ყველა ვარიანტი გათვალოთ. ამ ეტაპზე ამ საკითხში აჩქარება არ ღირს.
კარიერა: ამ დღეს ძალიან გაგიჭირდებათ გაცემული დაპირებების შესრულება. სავარაუდოდ, თქვენი სიზარმაცე ჯანსაღ აზრს და მოვალეობის გრძნობას აჯობებს. რას იზამთ, ხანდახან ასეც ხდება... 
სიყვარული: სრულიად მოულოდნელად, საპირისპირო სქესის საინტერესო წარმომადგენელს გაიცნობთ, რომელიც თქვენთვის სასიამოვნო თანამოსაუბრეზე და კარგ მეგობარზე მეტი გახდება. მთავარია, მოვლენების განვითარება არ დააჩქაროთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ, რამდენად გამართულად დადიხართ. თუ ამ მხრივ პრობლემები არ გაქვთ, იმათ მიუთითეთ, ვისაც ეს ეხება. კარგი იქნება, თუ ამ თემაზე ახლობლებთან და ნაცნობებთან აღმზრდელობით საუბრებს ჩაატარებთ. 
კარიერა: ფულის საშოვნელად უნიკალური მეთოდების გამოგონება საჭირო არ არის. ამჟამად ყველაზე სანდო, გამართლებული და ამასთან, ყველაზე შემოსავლიანი იქნება მარტივი გზა. 
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანი ცდილობს, რაღაც დაგიმალოთ, რაც კატეგორიულად არ მოგეწონებათ, თუმცა კატეგორიული დასკვნების გაკეთება არ ღირს. იქნებ, თქვენთვის სულაც არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, რასაც გიმალავენ? გახსოვდეთ, რომ ბევრი ინფორმაცია ბევრი თავის ტკივილია.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ორგანიზმში რკინის დეფიციტის პროფილაქტიკაზე იზრუნებთ. აუცილებელი არ არის კვებითი დანამატებისა და მედიკამენტების მიღება, საკმარისი იქნება, საკუთარ მენიუში მცირეოდენი კორექტივები შეიტანოთ. 
კარიერა: თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ყველაფერს, რაც თქვენს შრომით საქმიანობას უკავშირდება - მოგონებებსაც კი. საყვარელ ადამიანთან სასაუბრო თემა რომც ამოგეწუროთ, არ გაბედოთ, სამუშაოზე სიტყვა დაგცდეთ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან სევდიანია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, მოეფეროთ და დაამშვიდოთ თქვენი ნახევარი. თუ ამას სწორად გააკეთებთ, თავადაც გაოცდებით, ისეთი სითბოთი და სინაზით გგიპასუხებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?