4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

3 იანვარი 23:07, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: გირჩევთ, მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, განსაკუთრებით, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ. თავი შეიკავეთ კულინარიული შედევრებისგან და უპირატესობა უბრალო კერძებს მიანიჭეთ.


კარიერა: ეცადეთ, წინასწარ დაგეგმოთ თქვენი ფინანსური დანახარჯები. ხელფასამდე დიდი დროა, ირგვლივ კი უამრავი მაცდური შემოთავაზებაა. თავის შეკავება გმართებთ, თორემ შეიძლება, ხელცარიელი დარჩეთ, რაც თქვენს სიტუაციაში ძალიან არასასურველია.


სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი მოქმედებების გაგება უჭირს. ცდილობს, მოტივები გამოიცნოს და უამრავ კითხვას სვამს, მაგრამ ყველაფერს წესიერად თუ არ აუხსნით, ამოცანის სწორ პასუხამდე ვერასოდეს მივა.





კურო


ჯანმრთელობა: ამ დღეს მეტისმეტად მეტეომგრძნობიარე ხართ და გუნება-განწყობაც ამინდის შესაბამისად გეცვლებათ. როგორი ამინდიცაა, ზუსტად ისეთ ხასიათზე ხართ.


კარიერა: ეცადეთ, ამ დღეს კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ. როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაგივარდებათ, ოფისიდან გარეთ, სუფთა ჰაერზე გადით და, ვირტუალურის ნაცვლად, რეალურ კლიენტებს და პარტნიორებს ეკონტაქტეთ. გაიხსენეთ, როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება კომპიუტერის და ინტერნეტის გამოჩენამდე.


სიყვარული: ყურადღებით მოისმინეთ, როგორ აფასებენ თქვენი მეგობრები თქვენს საყვარელ ადამიანს. იმის მიუხედავად, შეფასება დადებითია თუ უარყოფითი, თქვენს შეხედულებაზე გაცილებით ობიექტური იქნება, რადგან „გვერდიდან“ ყველაფერი უკეთ ჩანს. ეს ზუსტად ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.


 

ტყუპები


ჯანმრთელობა: ტყუპებმა, რომლებსაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები აქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. გაითვალისწინეთ, რომ წინდაუხედავმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.


კარიერა: ამ დღეს საკმაოდ რთული სიტუაციის მოგვარება მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები უფროსთან შეათანხმოთ. ფინანსური საკითხებში შესანიშნავ ცოდნას გამოავლენთ და შეთანხმებაში, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შემდგარიყო, უზუსტობებს აღმოაჩენთ.


სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ტკივილის, უკმაყოფილებისა და ცუდი განწყობისგან გათავისუფლდეთ, რათა საყვარელი ადამიანის ნერვები დაზოგოთ. იქნებ, ნეგატიური განწყობის ფურცელზე გადატანა სცადოთ? უკეთესია, დღიურის და არა წერილის ფორმატში.


 

კირჩხიბი


ჯანმრთელობა: ეცადეთ, საკვების რაოდენობა შეზღუდოთ. როგორ მოახერხებთ, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი დღევანდელი და ხვალინდელი განწყობა მთლიანად თქვენს გასტრონომიულ მოთხოვნებზეა დამოკიდებული.


კარიერა: ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ საზოგადოებაში იმყოფებით. თუ გარემო მოგეწონათ, საკუთარ მოვალეობებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსრულებელი, უაზრო და უნაყოფო დღე იქნება.


სიყვარული: ეს დღე მთლიანად საყვარელი ადამიანის „ფორმაში მოყვანას“ უნდა დაუთმოთ. აიძულეთ, დილიდან კონტრასტული შხაპი მიიღოს ან საცხოვრებელ კვარტალს შემოურბინოს. უკეთესი იქნება, თუ პირადი მაგალითით დააინტერესებთ და თავადაც მარათონში ჩაებმებით. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი ტანდემისთვის.





ლომი


ჯანმრთელობა: ამ დღეს ნაწლავური ინფექციით დასნებოვნების დიდი რისკია, ამიტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. დაიცავით ჰიგიენის წესები და ხელები რაც შეიძლება ხშირად იბანეთ.


კარიერა: ეცადეთ, საკუთარ საქმიანობას ახლებურად შეხედოთ. შესაძლოა, ამისთვის „გარე დამკვირვებლების“ დახმარებაც დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, თქვენს შრომით საქმიანობაში რაღაც კორექტივების შეტანა აუცილებელია.


სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენ წინაშე ისეთ ერუდიციას გამოავლენს, რომ გაოცებული დარჩებით, სად და როდის მოახერხა ამდენი საინტერესოს გაგება. ეცადეთ, თქვენი აღფრთოვანება გულწრფელი იყოს.





ქალწული


ჯანმრთელობა: ეცადეთ, რომ ავადმყოფობამ არ გაგტეხოთ. გახსოვდეთ, ახლა ამის დრო არ გაქვთ და ნებისყოფა უნდა მოიკრიფოთ.


კარიერა: მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება გიწევთ და მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. სავარაუდოდ, ამ საქმეზე პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი თქვენ დაგეკისრებათ.


სიყვარული: ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან ძველ პარტნიორთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. თქვენი მეორე ნახევარი ქუჩაში მდგარი განათების ბოძებზეც კი იეჭვიანებს. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.


 

სასწორი


ჯანმრთელობა: ამ დღეს მოერიდეთ გადახურებას. როგორც ცობილია, ის ორგანიზმისთვის ისევე საზიანოა, როგორც გაციება. ხშირად გაანიავეთ ოთახი და მსუბუქად ჩაიცვით.


კარიერა: ხვალ დიდხანს არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რატომ ასრულებთ სამსახურში ამა თუ იმ ფუნქციას. საქმეები ავტომატურად შესრულდება, თქვენი მონაწილეობის გარეშე. შეეცადეთ იფიქროთ: ოდესმე მოგიწევთ ვინმესთვის გამოცდილების გაზიარება?


სიყვარული: ნათესავებთან ურთიერთობის დალაგება საკმაოდ გაგიჭირდებათ. მხოლოდ საყვარელი ადამიანი შეძლებს თქვენს დამშვიდებას და ახლობლების შემორიგებას. არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანისთვის მადლობის გადახდა.


 

მორიელი


ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, თვალები გაგიწითლდეთ და ასევე, ცუდ განათების ან მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობის გამო მგრძნობელობა მოგემატოთ. ან, იქნებ, ნამტირალევი ხართ და მიზეზი მხოლოდ ეს არის?


კარიერა: იზრუნეთ თქვენს ძვირფას ჯანმრთელობაზე, რომელიც სულ მალე გიმტყუნებთ. სამსახურში ისეთი საპასუხისმგებლო პერიოდი გიახლოვდებათ, რომლის განმავლობაში, სამუშაოს გარდა, სხვა ვერაფერზე იფიქრებთ. ასე რომ, მანამდე ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენი ძირითადი ამოცანაა.


სიყვარული: თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ თქვენი მეგობრები თქვენს საყვარელ ადამიანზე. თუკი მათი სიმპატიებითა დაიტვირთებით, ხვალინდელი დღე თქვენთვის უბედნიერესი იქნება. თუკი არა - გულში გაგიჩნდებათ ეჭვი და ვარსკვლავები გირჩევენ, ის რაც შეიძლება შორს მოისროლოთ.


 

მშვილდოსანი


ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი ძირითადი მოვალეობაა, დროულად დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალები, უბრალოდ, არ გეყოფათ. რამდენჯერმე ცოტა ხნით შეწყვიტეთ სამუშაო, გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე და შეეცადეთ, დაძაბულობა მოიხსნათ.


კარიერა: ნუ დაზოგავთ დროს საკუთარ ანგარიშზე მუშაობისას, თუკი, რა თქმა უნდა, საერთოდ მოგიწევთ ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება. თუკი დავალებას დადასტურებულად ვერ შეასრულებთ, იქნებ ეცადოთ, ლოგიკური მაინც გამოგივიდეთ, რათა უპასუხისმგებლობაში არ გამოგიჭირონ.


სიყვარული: დღე, რომელსაც ელოდებით, კიდევ უფრო ახლოსაა. დიახ, მოუსვენრად ხართ და გიჭირთ ერთ ადგილზე გაჩერება. თქვენს მეორე ნახევარს,სწორედ ამ მიზეზით გაუჭირდება ხვალინდელი დღის თქვენთან ერთად გატარება: ფიქრით არა მასთან, არამედ, მომავალში იქნებით. შეეცადეთ, დაბრუნდეთ აწმყოში, გაუღიმეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი ხელი უჭირავს.


 

თხის რქა


ჯანმრთელობა: ნუ გააკეთებთ აქცენტს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პრობლემის მოგვარება მაშინ დაიწყეთ, როდესაც ის თქვენ წინაშე ნამდვილად აღმოჩნდება და არა მის გამოჩენამდე. ამგვარად შეინარჩუნებთ ნერვებს და კარგ განწყობასაც.


კარიერა: ხვალ, დიდი ალბათობით, თავისუფალი დრო საერთოდ არ დაგრჩებათ იმისთვის, რომ კოლეგებთან თავისუფალ თემაზე ისაუბროთ: მოგიწევთ, მთელი სამუშაო დღე მხოლოდ სამუშაოს მიუძღვნათ. შეეცადეთ, ყვლაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მომავალში არ განმეორდეს.


სიყვარული: თუკი საყვარელი ადამიანისთვის რაიმეს ახსნა სიტყვებით გაგიჭირდებათ, შეეცადეთ, ეს სიმღერით გააკეთოთ. კარგი იქნება, თუკი მელოდია ნაზ განწყობას შეგიქმნით, ხოლო სიტყვები აზრებს დაასრულებს, მას უფრო სრულყოფილს და დასრულებულს გახდის. იქნებ, ამგვარად მაინც გააგებინოთ საყვარელ ადამიანს სათქმელი?


 

მერწყული


ჯანმრთელობა: ამ დღეს შეეცადეთ მკვეთრი ცვლილებები თავიდან აიცილოთ. ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ გადაწყვეტილების მიღების დროს მაქსიმალურად კონსერვატიული იყოთ.


კარიერა: ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი ხელმძღვანელის უხეშობა გვერდით ჩაგივლით. სამწუხაროდ, მისი ხასიათის დადებითი და უარყოფითი შტრიხების გამოცდა საკუთარ თავზე მოგიწევთ. თუმცა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ თქვენი შეფი სამსახურში სულ არ გამოჩნდეს. ეს ოპტიმალური ვარიანტი იქნება.


სიყვარული: ხვალინდელი დღე შესაფერისია რომანტიკისთვის, სითბოსთვის და ბედნიერებისთვის თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. თავისთავად არცერთი მათგანი მოვა, ხოლო საკუთარი ხელებით მათ შექმნას თვისუფლად და სწრაფად შეძლებთ. მთავარია, სურვილი და მინიმალური ძალისხმევა...


 

თევზები


ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილური იქნება, კერძოდ, კუჭთან დაკავშირებებული მიზეზით. თუკი კუჭის პრობლემები უკვე დიდი ხანია, გაწუხებთ, ამ დღეს მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.


კარიერა: როგორც ჩანს, საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი რამ გაქვთ აღებული და მოვალეობების შესრულება გარკვეულ ვადებშია საჭირო. მომავალში სწორად გათვალეთ საკუთარი ძალები, ხვალ კი ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ - ვინმესთვის დახმარების თხოვნა არ ღირს.


სიყვარული: ხვალინდელი დღე იდეალურია ერთმანეთისგან ხასიათით, ჩვევებით და კულტურული ტრადიციებით შორს მყოფი ადამიანების ურთიერთობის დასაწყებად. შესაძლოა, სოციალურად უთანასწორო ქორწინება მიიღოთ, მაგრამ ეს რატომ უნდა გაღელვებდეთ, ვარსკვლავებისთვის გაუგებარია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?