3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ მსუბუქი განტვირთვის დიეტა არ გაწყენდათ. ერიდეთ ცხარე და ცხიმიან საჭმელებს და ეცადეთ, ერთი დღე მაგარი ყავისა და შავი შოკოლადის გარეშე გაატაროთ. ამით თქვენს ღვიძლს უდიდეს შვებას მიანიჭებთ.
კარიერა: ახლობელ ადამიანებთან დასამალი არაფერი გაქვთ, რადგან ინფორმაციის გაჟონვა არც თქვენ, არც საყვარელ ადამიანს და საქმეს არ დააზარალებს. ხვალ თქვენი სამუშაოს შესახებაც ნებისმიერს შეგიძლიათ, უამბოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს თქვენი მოქმედების ლოგიკის ახსნა. რთულია, ეძებო შავი კატა ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როცა იქ არ არის და არასოდეს იქნება. იმედია, თქვენი რჩეული ამას მალე მიხვდება.




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, უძილობამ შეგაწუხოთ. თუ გსურთ, დილას ატკივებული თავით და გამოუძინებელი არ შეხვდეთ, ცხოვრების დათვლის გარდა, სხვა საშუალებას უნდა მიმართოთ.
კარიერა: გირჩევთ, შეფს თქვენთვის ოდესღაც მოცემული დაპირების შესახებ არ შეახსენოთ. საეჭვოა, რომ ამით სინდისი გაუღვიძოთ, არაკეთილმოსურნეს კი აუცილებლად შეიძენთ.
სიყვარული: ხვდებით, რომ ის, რაც აქამდე რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი გეგონათ, ძალიან მარტივი, გასაგები და ადვილია. უბრალოდ, ძალიან უნდა მოინდომოთ. ეს თქვენი უნიკალური შანსია, რომ პირადი ცხოვრება საბოლოოდ მოაგვაროთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დროა, ზედმეტ წონას ომი გამოუცხადოთ, თუ ასეთი პრობლემა თქვენთვის უცხო არაა. მკვეთრი მოქმედებები საჭირო არაა. ჯერ ორგანიზმი ცვლილებებისთვის უნდა მოამზადოთ.
კარიერა:
ფულს ისე ფლანგავთ, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი შენაძენისთვის აღარ დაგრჩეთ. ამჟამად უფროსისთვის პრემიის თხოვნა არ ღირს, რადგან თქვენთვის არ სცალია და შეიძლება, ძალიან გაანაწყენოთ.
სიყვარული: გრძნობთ, რომ მისთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ხართ და ბედნიერება გავსებთ. მხოლოდ საყვარელი ადამიანის კი არა, მეგობრების სიყვარულიც გათბობთ, ამიტომ არ დაივიწყოთ, რომ მადლობა თბილი და გულწრფელი ღიმილით გადაუხადოთ.  



       
კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა მთლიანად შემთხვევაზეა დამოკიდებული. სასწაულის იმედად ნუ იქნებით და ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ. სარისკო ნაბიჯებს ერიდეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, სხვების საქმეში ჩარევისგან თავი შეიკავოთ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება იმაზე უკეთ შეგიძლიათ, ვინც თქვენს თვალწინ საქმეს აფუჭებს, კომენტარებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
სიყვარული: თქვენი რჩეულიც ცოცხალი არსებაა და ისევე, განიცდის, როგორც თქვენ. ზოგჯერ, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირული ამას ვერ ამჩნევთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ მის განცდებსა და ნერვიულობას.




ლომი
ჯანმრთელობა:
რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღეთ - ნაკლები გაზიანი და მეტი ნატურალური წვენი. უკიდურეს შემთხვევაში, მინერალური წყალიც გამოდგება, მაგრამ ლიმონათი არავითარ შემთხვევაში.
კარიერა:
განსახილველად რაღაც ახალი და ორიგინალური წინადადება უნდა წამოაყენოთ, ამიტომ ნუ დაივიწყებთ, რომ ერთი თავი კარგია, ორი კი - უკეთესი. თუ სამუშაოს „ტემპში ჩაჯდომა“ გიჭირთ, დახმარება კოლეგას სთხოვეთ. ერთად რაღაც შთამბეჭდავს მოიფიქრებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, აღიაროს, რომ თქვენ მიმართ გრძნობები რამდენადმე შეეცვალა. შესაბამისად, გრძნობების გადახალისება თქვენც მოგიწევთ. შესაძლოა, სასიამოვნო სიახლე არაა, მაგრამ შეგუება მაინც მოგიწევთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თავს სუსტად გრძნობთ. შესაძლოა, ამის მიზეზი ძილის უკმარისობა ან დაბალკალორიული კვებაა. გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმის ენერგია ამოუწურავი არ არის, ამიტომ ვიტამინების მიღება გჭირდებათ.
კარიერა: სწრაფად მოიშორეთ ყველა რთული და მოსაწყენი სამუშაო და მეტი დრო დაიტოვეთ იმისთვის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. თუ მოახერხეთ, ჩათვალეთ, რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ფანტასტიკური და უჩვეულო გეგმები დასახოთ, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყოთ მათი ცხოვრებაში განხორციელება. თავად ნახავთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. თან საკმაოდ სწრაფად.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებს ვარსკვლავები საკმაოდ პროდუქტიულ დღეს ჰპირდებიან. ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგცემთ იმის შესაძლებლობას აქტიური იყოთ და, ასევე, ხვალ ახალი და ორიგინალური იდეებით გამოირჩევით.
კარიერა: ყველაფერში პირველობას ხართ მიჩვეული, მაგრამ ხვალ არ ღირს მატარებლის წინ სირბილი იმისთვის, რომ შემდეგ გამარჯვებით მარტოობაში ისიამოვნოთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებთ ხალხთან მოლაპარაკებას და მათ დათანხმებას.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის მოულოდნელ მხარეს წარმოაჩენს. თქვენ კი მოგიწევთ, გადახედოთ თქვენს მისდამი დამოკიდებულებას. შედეგი შესაძლოა, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდეს, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის მზად იყავით ნებისმიერი მოვლენისთვის.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით გამოგადგებათ სხვადასხვა თავსატეხები, თამაშები, მაგალითად, სუდოკუ. ეს თქვენს თავის ტვინს ოპერატიულად მუშაობაში დაეხმარება.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ, დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ იმ საკითხებს, რომელთა გახსენება არ გსიამოვნებთ. ისინი აშკარად გაგიფუჭებთ არა მხოლოდ სამუშაო განწყობას, არამედ სამუშაო პროცესს. შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგრჩათ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ინტელექტის კოეფიციენტი, როგორც მას ამერიკელები უწოდებენ - IQ. თანაც, არა რიცხობრივი მაჩვენებელი, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენება და თუკი აღმოაჩენთ, რომ ელემენტარულ რამეებში ვერ ერკვევით, სასწრაფოდ ჩაალაგეთ ჩემოდანი და დაემშვიდობეთ მას.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ უმჯობესია, მშვიდ და წყნარ გარემოში საკუთარი ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. დაწექით დასაძინებლად ადრე, უარი თქვით ხმაურიან წვეულებებზე და საღამოებზე: ეს უფრო მეტად დაგღლით და დასვენებას საერთოდ ვერ შეძლებთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხშირად გახვიდეთ ქუჩაში, აივანზე ან თუნდაც გამოაღოთ სარკმელი. სწორედ სუფთა ჰაერის ზემოქმედებით თავში ყველაზე ნათელი, ახალი და შესანიშნავი იდეები მოგივათ, რომლებიც დახურულ სივრცეში აუცილებლად აგივლით გვერდს.
სიყვარული: თუკი ხვალ საყვარელ ადამიანთან გაურკვევლობა წარმოგექმნებათ, უთანხმოების გარკვევაში საუკეთესო მეგობარი დაგეხმარებათ. შესაძლოა, მან რჩევა ვერ მოგცეთ: მეგობართან თქვენთვის სანერვიულო თემაზე არც კი ისაუბრებთ. უბრალოდ, ის დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში, გაიძულებთ, გაიღიმოთ და უსიამოვნებებზე ხელი ჩაიქნიოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თხის რქები შესაძლოა, კუჭის მჟავიანობამ შეაწუხოთ. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ პროდუქტები, რათა უსიამოვნება თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ხვალინდელ დღეს არანაირი კავშირი არ ექნება თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან. იმ შემთხვევაშიც, თუკი დიდ სურვილს გამოხატავთ, წუთსაც კი ვერ გამონახავთ იმისთვის, რომ თქვენი კომპანიის საქმეებზე კონცენტრირება შეძლოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი ნებისმიერი საშიშროებისა და უბედურებისგან უნდა დაიცვათ, რომელიც მას დიდი ალბათობით შეემთხვევა. სხვათა შორის, გამბედაობა არ გაკლიათ, ამიტომ თქვენსავით მას  ვერც ერთი ახლობელი ვერ დაეხმარება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შრომისა და წვალების გარეშე თევზის დაჭერას ვერ შეძლებთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ შრომის თანაფარდობა და თევზების რაოდენობა თქვენი ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური იყოს.
კარიერა: იყავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თანამშრომლებთან მიმართებაში. პირადად გაერკვიეთ რთულ სიტუაციაში და ნუ უგდებთ ყურს სხვების რეკომენდაციებს. მხოლოდ თქვენი გამოცდილება და ინტუიცია გიკარნახებთ, ვინ დაუშვა შეცდომა მოლაპარაკებების დროს და ვინ არ გაითვალისწინა თქვენი მითითებები.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, რომელიმე წვრილმანი ნივთი დაკარგოთ, მაგრამ ეს ნივთი თქვენთვის და თქვენი მეორე ნახევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ, ნიშნობის ბეჭდებს გაუფრთხილდეთ და არ დაკარგოთ. ასევე, თვალი ადევნეთ შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას - იქნებ, რომელიმე მათგანი ცუდად გრძნობს თავს?


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ. შეეცადეთ, ამ მიზეზით ძალიან არ ინერვიულოთ - შესაძლოა, ეს სულ რამდენიმე წუთით გაგრძელდეს.
კარიერა: თუკი თქვენი ხელმძღვანელი თქვენ მიმართ დადებითად არის განწყობილი, ნუ დააიგნორებთ მის განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენ მიმართ თქვენი კოლექტივის შეხედულებების გათვალისწინებით. ის თქვენს საქციელს უმადურად შეაფასებს. შეეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ არავის აწყენინოთ: არც დირექტორს და არც კოლეგებს.
სიყვარული: თევზებს საღამოსთვის გასართობ პროგრამას შესთავაზებენ - მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გართობასა და ოჯახს შორის. თან, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ოჯახის წევრებს მთელი დღის ერთად გატარებას დაჰპირდით? თუკი მოვალეობის გრძნობა გაიმარჯვებს - ნუ მიიღებთ დარდიან სახეს. სინამდვილეში არაფერს კარგავთ და სანანებელი არაფერი გაქვთ - თქვენი მეგობრები კარგად მაინც ვერ გაერთობიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?