4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი წარმოდგენა დაავადების მასშტაბებზე გადაჭარბებულია ან პირიქით. სანდო ინფორმაციას მხოლოდ ექიმისგან ან ისეთი ხელსაწყოს დახმარებით მიიღებთ, როგორიც თერმომეტრია.
კარიერა: პროფესიულ სარბიელზე კარგი შედეგები გაქვთ. თუ მოინდომებთ, ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ, შეიძლება, ახლა განახორციელოთ. დროებით სირთულეებს ნუ შეუშინდებით. გახსოვდეთ, რომ, რაც უფრო დიდი სირთულის გადალახვა გიწევთ, მით უფრო ტკბილია წარმატება.
სიყვარული: თქვენს ურთიერთობაში თავს ძველი წყენა იჩენს. სასიამოვნო არ არის, თუმცა თქვენი ტანდემის მომავლისთვის ყველა ურთიერთობის ახლა გარკვევა სჯობს. ტკივილს თუ გაუძლებთ, ხვალ ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე დღესაა.




კურო
ჯანმრთელობა:
ეგზოტიკური ხილითა და ბოსტნეულით ექსპერიმენტირებას არ გირჩევთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა. ხვალ უპირატესობა ბანალურ ვაშლს უნდა მიანიჭოთ.
კარიერა:
ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან. თუნდაც ჰორიზონტზე ოფიციალური ან არაოფიციალური კორპორაციული წვეულების კონტურები ჩანდეს, ოჯახში დარჩენას გირჩევთ. კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან შეხვედრას კიდევ მოასწრებთ.
სიყვარული: ხვალ ამბიციური და მომთხოვნი უნდა იყოთ. მხოლოდ ეს თვისებები დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების დალაგებასა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებაში. დაისახეთ მიზანი და დაიწყეთ! აუცილებლად გამოგივათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ზურგისა და კისრის ტკივილებმა შეგაწუხოთ, ამიტომ ამ ზონების დატვირთვას უნდა  მოერიდეთ. კარგი იქნება, თუ ცეკვისგანაც თავს შეიკავებთ.
კარიერა: უცნაური დღე გელით. დღის პირველი ნახევარი უჩვეულოდ მშვიდი იქნება, მეორეში კი სასწრაფო საქმეები  დაგეყრებათ თავზე. იმის მიუხედავად, მოასწრებთ თუ ვერა, შეძლებთ, საკუთარი თავით იამაყოთ. 
სიყვარული: ხვალ საოცრად დაგეზარებათ ზოგიერთი ვალდებულების შესრულება, რომელსაც სიყვარული გაკისრებთ და რომელიც თქვენი ტანდემის არსებობის დღიდან თქვენ გეკუთვნით. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი განწყობა სხვანაირად გაიგოს, ამიტომ სიზარმაცის დაძლევას გირჩევთ. 


 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
იდაყვებსა და მუხლებს უნდა გაუფრთხილდეთ, თორემ საღამომდე 12 წლის ბიჭუნას დაემსგავსებით, რომელსაც ასაკის შესაფერისი ნაკაწრები „ამშვენებს“.
კარიერა: შეგიძლიათ, თავს არაორდინარული ქცევის უფლება მისცეთ და ახლობლები გააკვირვოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, განთავისუფლდეთ ერთფეროვნებისა და მონოტონურობის შეგრძნებისგან. მთავარია, ზომიერება დაიცვათ. ეპატაჟიც გონიერების ფარგლებშია დასაშვები.
სიყვარული: თქვენი უგუნური ქმედებებით საყვარელ ადამიანს ძალიან გაანაწყენებთ. ეცადეთ, ამან თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე გავლენა არ იქონიოს. გირჩევთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მზეზე ნაკლები დრო გაატაროთ, რადგან შესაძლოა, პიგმენტური ლაქები და დამწვრობაც კი მიიღოთ. იზრუნეთ საკუთარი კანის დაცვაზე.
კარიერა: კარგი დღეა გარიგებებისა და შეთანხმებების დადებისთვის. ყველაზე რისკიანებმაც კი შეიძლება წარმატებას მიაღწიონ, თუმცა არაფრის გამო გარისკვა მაინც არ ღირს. უბრალოდ, ასეთი საქმეების კეთება დღეს ჯობია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს თქვენ გვერდით. ეცადეთ, მისი სურვილის შესაბამისად იმოქმედოთ და ყველა საქმე გვერდით გადადოთ, რომ მისი განუმეორებელი ღიმილით დატკბეთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, კარგი იქნება, თუ ხვალ ორგანიზმის სრულ გამოკვლევას ჩაიტარებთ და დარწმუნდებით, რომ უახლოეს მომავალში უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ.
კარიერა: კოლეგების ან უბრალო ნაცნობების მხრიდან მოულოდნელ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს მოისმენთ. გახსოვდეთ, არავის მისცეთ უფლება, რომ ცილი დაგწამოთ და მით უმეტეს, დაგემუქროთ. საკუთარი უფლებები დაიცავით და ჭკუა ასწავლეთ ყველას, ვინც თქვენს გაბრაზებას ცდილობს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გადაშლილი წიგნივით კითხულობთ, ამიტომ წინასწარ იცით თქვენს ამა თუ იმ სიტყვაზე რა რეაქცია ექნება. ეცადეთ, ამას მეორე მხრიდან შეხედოთ - საყვარელი ადამიანისგან უსიამოვნო სიურპრიზებს არ ელით. მასთან ცხოვრება მშვიდი და სტაბილურია. განა ეს ბედნიერება არ არის?




სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენს ორგანიზმს ძალიან დასჭირდება მარცვლეული პროდუქტების მიღება, ამიტომ არ თქვათ უარი ცომეულზე. მთავარია, მასში შაქრის დიდი რაოდენობა არ იყოს. ამგვარად ჯანმრთელობასაც მოუტანთ სარგებლობას და ფიგურასაც.
კარიერა: საკუთარი აზრებისა და მიზნების გასაფართოებლად არცთუ ისე შესაფერისი პერიოდი გაქვთ, ასე რომ, ცოტა ხნით გადადეთ ამ საქმისთვის დაგროვილი საშუალებები. მათ დაბანდებას თქვენს კომპანიაში მოგვიანებით შეძლებთ. ხოლო თუკი სხვის დაქვემდებარებაში მუშაობთ და თან საკუთარი უნარების წარმოჩენა გსურთ: დაწინაურება გელოდებათ.
სიყვარული: როგორც ჩანს, ამდენ საქმეებში მეორე ნახევარი საერთოდ დაივიწყეთ, რაც სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ! ყვავილებს ქალბატონებს მხოლოდ დაბადების დღეზე არ ჩუქნიან... მამაკაცებსაც სიამოვნებთ სხვადასხვა სუნამოებისა და საპარსი საშუალებების მიძღვნა წელიწადში ერთხელ. ხვალ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების დღეა, სასწრაფოდ გაიქეცით მაღაზიებში.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: იქნებ ერთი დღით მანც იმოქმედოთ ისე, რომ იცით, რას ნიშნავს „ცხოვრების ჯანსაღი წესი?“ სცადეთ - იქნებ მოგეწონოთ?!
კარიერა: ხვალ ძალიან აქტიური და თან აგრესიული იქნებით. ნუ აგერევათ სიტუაციები, როდის უნდა დაიცვათ საკუთარი ინტერესები და როდის სცილდება თქვენი ქმედება ზომიერების ფარგლებს. ნუ იქნებით ასე პირდაპირი პარტნიორებთან: ვიღაცამ შესაძლოა, ასევე, პირდაპირ და რადიკალურად გიპასუხოთ.
სიყვარული: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ იმ სიტუაციასთან შეგუება, რომ თქვენი ურთიერთობა ამჟამინდელ ან ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან შეიცვალა, თანაც, არცთუ ისე კარგი კუთხით. შეეცდებით კიდეც, რაიმე შეცვალოთ, მაგრამ ღირს კი? ყველაფერი საჭირო მიმართულებით მიედინება საკმაოდ კანონზომიერი შედეგებისკენ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რას დალევთ და რა რაოდენობით. შესაძლოა, ნაკლებად გემრიელ, მაგრამ თქვენი ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო სასმელზე მოგიწიოთ გადასვლა.
კარიერა: ნუ დაიცავთ თავს იმ ადამიანებისგან, რომელთაც თქვენთან ერთად სურთ თავისუფალი დროის გატარება. ამგვარად, შესაძლოა, მეგობრების გარეშე დარჩეთ. ნუ შეიქმნით ახალ პრობლემებს. ნებისმიერ სიტუაციაში დაფიქრდით, რა შეიძლება მიიღოთ დაკარგვით. ამგვარად ყოველთვის გემახსოვრებათ, რა გჭირდებათ კონკრეტულად.
სიყვარული:
ხვალ ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შეებრძოლება, თუ რომელი აღმოჩნდება პირველი თქვენი პრიორიტეტების სიაში. ბრძოლა არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის იქნება. შესაძლოა, მსხვერპლიც იყოს. მაგრამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, ამიტომ მომხდარს საკმაოდ სერიოზულად მოეკიდეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორად და ეფექტურად დაისვენოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შემდგომი დასვენება მალევე არ მოგიწიოთ.
კარიერა: თუკი საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ დროა თქვენს ამჟამინდელ  სამუშაოს ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ, ნუ აჩქარდებით, რადგან სრულიად შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება არცთუ ისე მშვიდ მდგომარეობაში მიიღოთ. კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ.
სიყვარული: ნუ მოცდებით წვრილმან საქმეებზე, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ძალები გამოგელიოთ. მიუძღვენით საკუთარი თავი გლობალური გეგმების განხორციელებას, ხოლო ყოველგვარი წვრილმანი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. განსაკუთრებით, თუკი გლობალური გეგმა ბედნიერი პირადი ცხოვრებაა, ხოლო წვრილმანი უსიამოვნება - თავისუფალი დროის არარსებობა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ეს დღე არ იქნება შესაფერისი ცხიმიანი კერძების დასაგემოვნებლად. თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანს შემწვარ თევზს. ასე რომ, მოგიწევთ, მიირთვათ მსუბუქი საკვები და მიმართოთ დაბალანსებულ დიეტას.
კარიერა: ხვალ კვლავ ბევრი საქმის მოსწრება მოგიწევთ. რა უნდა ქნათ? ყოველდღიურ მუშაობას არა მხოლოდ პრობლემები, არამედ წარმატებაც მოაქვს. მთავარია, ავანტიურაში არ გაეხვიოთ და არ აჰყვეთ თქვენს გიჟურ სურვილებს. პირველ რიგში, თქვენი პირდაპირი მოვალეობის შესრულებით დაკავდით.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის ძალიან ბევრი ნერვიულობა არ ღირს. ნუ იფიქრებთ ბევრს მის საშინელ აწმყოსა და მომავალზე. ხვალ რთული დღე გელოდებათ და ვარსკვლავების რჩევის გათვალისწინება გაგიჭირდებათ, მაგრამ თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ნერვების შესანარჩუნებლად - უბრალოდ, აუცილებელია.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად იზრუნოთ საკუთარ კანზე. ის ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მიდრეკილია გაღიზიანებისკენ, ამიტომ იმისთვის, რომ სიწითლეები აირიდოთ თავიდან, ყურადღება მიაქციეთ კვებას.
კარიერა: ხვალ არ მოგიწევთ ბევრი ფიქრი იმის შესახებ, როგორ აჯობებს ამ შესანიშნავი დასვენების დღის გატარება ან ისიც შესაძლებელია, რომ ეს დღე ასეთი შესანიშნავიც არ აღმოჩნდეს. შესაძლოა, დასვენება ვერც კი მოახერხოთ. სამუშაო ზოგჯერ ყველაზე შეუფერებელ მომენტებში ითხოვს ყურადღებას...
სიყვარული: მოთმინება და შრომა ყველაფერს შეგაძლებინებთ. თუკი რეალურად გსურთ, საპირისპირო სქესის ყურადღება მიიქციოთ - მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ფიზიკურად, მორალურად და შესაძლოა, მატერიალურადაც. ვინმე დაგპირდათ, რომ მიზნის მიღწევა მარტივია?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?