6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ გრძნობთ, რომ კანი გამოგიშრათ, მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებს კი არა, კვების მენიუსაც უნდა გადახედოთ. გირჩევთ თქვენს რაციონში ავოკადო და ნუში შეიტანოთ.
კარიერა: ექსპერიმენტების დრო არ გაქვთ. არაა საჭირო თავის მტვრევა ექსტრაორდინალური გადაწყვეტილების ძიებაზე. ამ დღეს ყველაზე კარგად გამოცდილ და საიმედო მეთოდს უნდა მიმართოთ.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. ფსიქოლოგები ამას პლატოს სტადიას ეძახიან, რადგან არც აღმასვლა და არც დაღმასვლა არ ახასიათებს. მოთმინება გმართებთ, რომ ეს ერთფეროვნების პერიოდი მშვიდად გაიაროთ.




კურო
ჯანმრთელობა:
გადაღლილობამ და ძლიერმა ნერვიულობამ შეიძლება მსუბუქი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ასეთი სიმპტომები ადრე თუ არასოდეს გქონიათ, ექიმს უნდა მიმართოთ.
კარიერა: თქვენს შეფს რატომღაც მოუნდება შეამოწმოს რამდენად კარგად და ხარისხიანად ასრულებთ თქვენს უშუალო მოვალეობებს. სასიამოვნო არაა, მაგრამ შანსი გაქვთ, რომ გამოცდა საუკეთესოდ და უდანაკარგოდ  ჩააბაროთ. სიყვარული: მოაწყვეთ ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის დღე. საკუთარი ხელით აჭამეთ საყვარელ ადამიანს ტკბილი მარწყვილი და ჟოლო. ვიტამინებსაც მიიღებთ და სიყვარულის დიდ დოზასაც.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ზოგიერთ საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწევთ. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ წონის დაკლების სურვილი მანიაში გადაგეზარდათ, დიეტა არ გიშველით. სხვა მეთოდი უნდა მონახოთ.
კარიერა:
ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოთ. მალე მომგებიან წინადადებას მიიღებთ, რომელიც თქვენს სამსახურეობრივ და მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
სიყვარული:  თავი ხელში აიყვანეთ. თქვენ ხომ ძლიერი პიროვნება ხართ? ამ დღეს თქვენი ძლიერება ორივეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. მეტიც, ამის გარეშე ყველაფერი, რაც თქვენს შორის იყო, არის და შესაძლოა, მომავალშიც იქნეს, ბანქოს სახლივით ჩამოიშლება. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ასეთი სევდიანი დასასრული.  


       


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თმის შეღებვის ან ქიმიური დახვევისგან ცოტა ხანს თავი უნდა შეიკავოთ. გირჩევთ, თმის დამცავი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ.
კარიერა: ცდილობთ, ყველაფერი სრულყოფილად გააკეთოთ და არაქცევთ ყურადღებას, თუ რა დროს ანდომებთ საქმის დასრულებას. ასეთი პოზიცია მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ რაღაცის სწავლას ცდილობთ. სხვა შემთხვევაში, სრულყოფილებისკენ თქვენი სწრაფვა გაუმართლებელია. ამ დღეს მაინც..
სიყვარული: საყვარელი ადამიანი უაღრესად მდიდარი ფანტაზიის წყალობით, ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში გადანაშაულებთ. სავარაუდოდ, სრულიად უდანაშაულო ბრძანდებით და მოგიწევთ ამის მოთმინებით და ხანგრძლივად ახსნა.




ლომი
ჯანმრთელობა:
გადაღლა, პირველ რიგში, თქვენი კუჭის მდგომარეობაზე აისახება. ლომები, რომლებსაც წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ.
კარიერა: მშვენიერი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ და საქმეებიც წარმატებულად მიგდით. ახალ საქმეში დახმარებას და თანადგომას კი იმ ადამიანისგან მიიღებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
სიყვარული: თუ საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვან საუბარს გეგმავთ, მაგრამ დაწყება გიჭირთ, ეცადეთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან დაიწყებთ და რით დაამთავრებთ? მთავარია, შინაარსი სწორი, საჭირო და ღირსეული იყოს.




ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ამა თუ იმ პროდუქტზე ალერგიული რეაქცია მოგცეთ. ამიტომ ზპგადად მოერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს.
კარიერა: კარგი დღეა იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი უფრო მოხერხებულად მოაწყოთ. თავს თუ არაკომფორტულად იგრძნობთ, შრომით საქმიანობაში სერიოზული წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ.
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ. ამჟამად ეს ძალიან სჭირდება და ძალიან მადლიერიც დაგრჩებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ ცხიმიანი კერძების მიღებას, განსაკუთრებით თუკი ეს თევზია. იქნებ ერთი დღით მაინც მოახერხოთ თავის შეკავება?!
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს რაიმე სახის მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. უმჯობესია, გადაწყვეტილების მიღება 2 დღით გადადოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი უკეთესი კუთხით წარმოაჩენს საკუთარ თავს, ვიდრე აქამდე გეჩვენებოდათ. ეს ფაქტი გესიამოვნებათ და გაგიკვირდებათ, თუ როგორ მოახერხა მან ახალი თვისებების რეალიზება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ნუ ეცდებით, გააკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენს ორგანიზმს შეუძლია. ეს დღე არ არის მიზანშეწონილი რეკორდებისა და ეპოქალური მიღწევებისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
კარიერა: ამ დღეს იმუშავეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც აუცილებელია. თქვენთვის მნიშვნელოვანია, აღიდგინოთ ძალები და მოიფიქროთ ტაქტიკური მოქმედებები პირადი ურთიერთობებისთვის.
სიყვარული: ხვალ აბსოლუტურად ყველაფერი გაგახარებთ: დაწყებული ამინდიდან დამთავრებული საყვარელი ადამინიათ. მისიგახარება თქვენც ეცადეთ, თუმცა ეს არცთუ ისე მარტივი დავალებაა, მოგიწევთ მაქსიმალურად გამოავლინოთ როგორც მორალური, ასევე, ფიზიკური ძალისხმევა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს მშვილდოსნები საკმაოდ ადვილად შეძლებენ საკუთარი ფიგურის კორექტირებას. ოღონდ შეეცადეთ, დასახული მიზნისკენ მიმართულმა ქმედებებმა თქვენს ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოს.
კარიერა: ამ დღეს სასურველია უარი თქვათ ისეთ რამეზე, რაც ოდნავ ეჭვს მაინც იწვევს თქვენში. უმჯობესია არაფერი გააკეთოთ, ვიდრე შეცდეთ. ასე რომ, მოითმინეთ ზეგამდე.
სიყვარული: მშვილდოსნების ყველანაირი მცდელობა ოჯახური ბიუჯეტის შესავსებად, კრახით დასრულდება. მოკლედ, ამ დღეს ვარსკვლავები მატერიალურად არ გყწლობენ!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენი ზედმეტად ფიცხი ბუნებიდან გამომდინარე, თქვენს ორგანიზმს შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოთ. მაგიდაზე ან კედელზე ხელის ძლიერი დარტყმა ტრავმატოლოგთან ვიზიტის მიზეზი გახდება.
კარიერა: ამ დღეს იყავით უფრო ფრთხილად და იმოქმედეთ დაფიქრებულად. მკვეთრი ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილები რეკომენდებული არ არის. 
სიყვარული: საყვარელი ქალაქის ქუჩებში სეირობისას იარეთ ნელი ნაბიჯებით, რადგან შესაძლოა ქუჩაში იმ ადამიანს შეხვდეთ, ვინც თქვენს ყურადღებას უდავოდ იმსახურებს. ძალიან საწყენია თუკი ამგვარ შანსს ხელიდან გაუშვებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ წილად თქვენს ემოციურ ფონზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ ისწავლეთ საკუთარი ემოციების კონტროლი და არ მისცეთ ნეგატივს თქვენი დაპყრობის უფლება. შეეცადეთ ყველაფერში კარგი დაინახოთ.
კარიერა: ნუ გაგიტაცებთ ისეთი აზრები, რომლებიც თქვენს სამუშაო პროცესს უშუალოდ არ ეხება. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო საათებში თავის ტვინი მხოლოდ მუშაობაზე იყოს მიმართული.
სიყვარული: მარტოობას გრძნობთ მაშინ, როდესაც გაქვთ ტელეფონი და რეკავს მაღვიძარა. ამ დღეს ამ ფრაზის სრულად გაანალიზება მოგიწევთ. თქვენი მეორე ნახევარი საკმაოდ დაკავებულია იმისთვის, რომ საკმარისი ყურადღება დაგითმოთ. შეეცადეთ მისი თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ. რამდენი საქმე გაქვთ დაუსრულებელი?!


 


თევზები
ჯანმრთელობა: ამ დღეს იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ვიტამინები მიიღოს. ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება გულმოდგინეთ შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი - მინიმუმ ორი კვება მხოლოდ ხილის მენიუსგან უნდა შედგებოდეს.
კარიერა: ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ - ვინ ხართ: კარგი ადამიანი თუ, უბრალოდ, კარგი ხელმძღვანელი? სამწუხაროდ, კომპრომისის მოძებნა არ გამოგივათ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ძალიან შეეცდებით.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება, უსიამოვნო ამბავი გაცნობით, თუმცა, თუკი ამის გაკეთება მაინც მოუწევს. შეეცადეთ, არ დაანახოთ საკუთარი უკმაყოფილება და „ორთქლის გამოშვება“  მარტო დარჩენილმა მოახერხოთ...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?