7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 თებერვალი 23:00
53

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ამ დღეს თქვენს ორგანიზმზე ყველაზე კარგად გასეირნება იმოქმედებს.
კარიერა: კურიოზებით სავსე დღეა, რადგან შეიძლება უამრავი აბსურდული რამ მოხდეს. მოვლენების განვითარებას თქვენ ვერ შეცვლით, ამიტომ ყველაფერს თქვენი განსაკუთრებული იუმორის გრძნობით უნდა მიუდგეთ.
სიყვარული: ვერძებო, ეცადეთ, გაუთავებელი ჭკუის დარიგებით შვილებს თავი არ მოაბეზროთ. მათგან ძალიან ბევრს ითხოვთ. გაიხსენეთ, თავად როგორ რეაგირებდით მშობლების მსგავს პრეტენზიებზე.




კურო
ჯანმრთელობა:
თუ ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავთ, ხვალ კვების პროდუქტები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ კერძში ცხიმის რაოდენობას.
კარიერა: ეცადეთ, ყველასთვის უხილავი და შეუმჩნეველი გახდეთ, თორემ უამრავი დამატებითი (აუნაზღაურებელი) ვალდებულება გამოგიჩნდებათ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უახლოესი დღეების მანძილზე გაართულებს.  
სიყვარული: მაქსიმალურად ადეკვატურად მიიღეთ საყვარელი ადამიანის ნათქვამი. შესაძლოა, ეს ყველაზე სასიამოვნო არ იყოს, ან იმას არ ნიშნავდეს, რისი მოსმენაც გინდათ, მაგრამ, რაც უფრო კარგად ჩასწვდებით მათ შინაარსს, მით უფრო მარტივად განვითარდება თქვენი სამომავლო ურთიერთობა.




ტყუპები
ჯანმრთელობა: ს
ჯობს, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ, ვიდრე დაავადების განკურნებაზე. ახლა გაციებისგან ყველაზე უბრალო საშუალებებიც კი დაგეხმარებათ.
კარიერა: პროფესიულ საქმიანობაში ისე არ უნდა ჩაეფლოთ, რომ მთელი სული, შთაგონება და სასიცოცხლო ძალები შეწიროთ. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც კი არ ღირს ამად. ეცადეთ, უფრო თავშეკავებული იყოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს იმდენად უჭირს, დამარცხება აღიაროს, რომ გამუდმებული თავის მართლების ან თავდასხმის საშუალებით, თავის დაცვის რეჟიმშია გადასული. ეცადეთ, ეს გაიგოთ და გაუგოთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ისწავლეთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონა ხართ და საკუთარ თავზე ახლობელი არავინ გყავთ. იზრუნეთ მასზე და თქვენი ორგანიზმი მადლიერებით გიპასუხებთ.
კარიერა: თუ ამ დრომდე „ღამურების“ რიცხვს არ ეკუთვნოდით, ხვალ ღამის ცხოვრების მთელ მომხიბვლელობას საკუთარ თავზე გამოცდით. დღის ქაოსი და სამუშაო პრობლემები თავისუფალ წუთს არ გიტოვებთ, მაგრამ „მეორე სუნთქვა“, რომელიც ღამით გაგეხსნებათ, დროის მშვენივრად გატარების საშუალებას მოგცემთ.
სიყვარული: 
ხვალ ადამიანებს თქვენთან ძალიან ახლოს ნუ მოუშვებთ. ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი დისტანციურად ეკონტაქტეთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭონ და რაღაც თქვენთვის და მათთვის საზიანო არ გააკეთონ. მშვენიერი მიზეზია, რომ საყვარელი ადამიანი თქვენგან ცოტა ხნით დაასვენოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხვალ ლომების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება ჩვეულებრივი ნაყინი, თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია. ანგინა ან ზედმეტი კილოგრამები არაფერში გჭირდებათ.
კარიერა: თქვენი პოტენციური საქმიანი პარტნიორის ყურადღებაზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ - ჯერჯერობით, მორალურად მზად არ არის, რომ კონტრაქტს ხელი მოაწეროს ან გარიგება დადოს. ნუ დააძალებთ. სჯობს, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, რომ მერე სხვას არაფერი გადააბრალოს.
სიყვარული:
დიდი ცდუნების წინაშე დგახართ, რომ რაღაც ისეთი არ გააკეთოთ, რაზეც საყვარელ ადამიანთან საუბარი შეგრცხვებათ. მოფიქრების დრო თითქმის არ გაქვთ, მაგრამ მაინც აწონ-დაწონეთ - ნდობა გირჩევნიათ თუ სიამოვნება?




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებს, რომლებსაც ახლახან ვირუსული დაავადება ჰქონდათ, გამოჯანმრთელება ელით, თუმცა მკურნალობის შეწყვეტა ნაადრევია. სამომავლო პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, მკურნალობა ბოლომდე მიიყვანეთ.
კარიერა: ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებთ, მაგრამ წარმატების მისაღწევად უნდა გახსოვდეთ, რომ პირველობის ბრმა სურვილს ყოველთვის მოთმინება და თანმიმდევრულობა სჯობს.
სიყვარული: არაპროგნოზირებადობა და ორიგინალურობა დაგეხმარებათ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ნორმალური მიმართულებით განვითარებაში. ეს მხოლოდ თქვენ კი არა, გარშემომყოფ ადამიანებსაც ძალიან სჭირდებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თავს განსაკუთრებით კარგად იგრძნობთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ და ზეგ არ ინანოთ შესრულებული თუ შეუსრულებელი საქმეების შესახებ.
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს, საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ წყენისგან ფრჩხილების კვნეტას დაიწყებთ. სწორად გათვალეთ საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია, საქმეები მომდევნო დღისთვის გადადოთ.
სიყვარული: როგორც ჩანს, დროა, დაფიქრდეთ თქვენი ურთიერთობების სერიოზულობასა და დანიშნულებაზე. ერთად თავს კარგად გრძნობთ? ყოველდღე მის გვერდით ყოფნა დღესასწაულია? მაშინ დროა, შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელები ჰიპერაქტიურობით გამოირჩევიან. ვერანაირი უგუნებობა და სისუსტე ვერ შეგიშლით ხელს, დასახული მიზნის მიღწევაში. თუმცა, კარგი იქნება, შესაძლო შედეგებზეც გახსოვდეთ - ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, გახსოვდეთ იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ მუშაობის, არამედ დასვენების უფლებაც გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის შესვენებები და სადილზე გასვლა სამუშაო პროცესს მხოლოდ სარგებელს მოუტანს. უმჯობესია, ნებისმიერი საქმის შესრულებას დასვენებული ტვინით შეუდგეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენ და თქვენს ოჯახს  მფარველი ანგელოზის როლში მოგევლინებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს მისია მისთვის მძიმე ტვირთი არ იყოს, პირიქით, ამ როლმა მას სიამოვნება მიანიჭოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან მიმართებაში. თუკი მასზე უარის თქმა გაგიჭირდებათ, იქნებ მათი მიღება მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ: ამ ეტაპზე ალკოჰოლი სიამოვნებას ნაკლებად მოგანიჭებთ.
კარიერა: ხვალ უნდა გახსოვდეთ, რომ მუშა ადამიანი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი და საიმედო ადამიანია. თუკი რამე გტკივათ, რაიმე გაღელვებთ ან სხვა რომელიმე მიზეზი არ გაძლევთ ნორმალურად მუშაობის საშუალებას, ამ მიზეზის შესახებ, უბრალოდ, უნდა დაივიწყოთ. ცხოვრება რთულია.
სიყვარული: ხვალ საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა „ყოფნა-არყოფნას“ ჰგავს. თუმცა, სანამ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას შეუდგებით, არ დაგავიწყდეთ მეორე ნახევართან ამ თემაზე გასაუბრება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ უძილობა შეგაწუხებთ და ამის მიზეზი შესაძლოა, ის ემოციური დატვირთვა იყოს, რომელსაც ბოლო დროს განიცდით. თუკი ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, მიმართეთ ფსიქოანალიტიკოსს.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი თვითშეფასების ამაღლებით დაკავდეთ, სანამ მის მკვეთრ ვარდნას იგრძნობთ. კარგი იქნება, თუკი ამ უსიამოვნების მიზეზში გაერკვევით. ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის - კატეგორიულად არ შეიძლება - ეს თქვენი კოლეგების თქვენდამი დამოკიდებულებას უარყოფითად შეცვლის და კარიერულ ზრდაზეც ნეგატიურად აისახება.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის დაყოლიება საკმაოდ გაგიჭირდებათ. მას ვერც წვეულებაზე წასასვლელად დაითანხმებთ და ვერც, უბრალოდ, სასეირნოდ, მაგრამ, თუკი ეს გამოგივათ, შედეგი მორალური კმაყოფილების შეგრძნებას ვერ მოგანიჭებთ. უმჯობესია, არც კი სცადოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი შეგაწუხებთ, ვარჯიშების გაძლიერება და კიდევ უფრო გართულება არ ღირს. საკუთარ სხეულზე ერთსაათიანი მუშაობაც საკმარისია.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ რისკზე წასვლას საკუთარი რეპუტაციისა და კარიერისთვის. თუკი თქვენი რომელიმე ქმედება, თქვენი აზრით, საფრთხეს შეიცავს, როგორც კარიერის, ასევე, რეპუტაციის მხრივ, უმჯობესია, ის საერთოდ არ გაითვალისწინოთ. გამოიჩინეთ უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა.
სიყვარული: ხვალ შეიტყობთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენს ქცევასა თუ ხასიათში რაღაც არ მოსწონს, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თქვენთან ამ თემაზე საუბარს ერიდებოდა. რა გაეწყობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჯერ კიდევ გაქვთ დრო ყველაფრის შესაცვლელად.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, თვალები ძალიან არ დატვირთოთ, რადგან სწორედ ახლა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მხედველობა გაგიუარესდეთ. ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც დაღლილობის შეგრძნების მოხსნაში დაგეხმარებათ და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საჭირო ვიტამინების შესახებ.
კარიერა: თქვენი სამუშაო ადგილი ისე უნდა მოაწყოთ, რომ ერთი სული გქონდეთ, როდის მიხვალთ სამსახურში. ის უნდა იყოს მოხერხებული, თბილი და კომფორტული - სწორედ ისეთი, რომ იქ ყველანაირი წვალებისა და მორალური ძალისხმევის გარეშე შეძლოთ დღეში, მინიმუმ, 8 საათის გატარება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენთან საუბრის დროს საკმაოდ მწვავე თემას შეეხება, რომელიც გულზე ცუდად მოგხვდებათ და მის დაიგნორებას, უბრალოდ, ვერ შეძლებთ. შესაძლოა, ეს თქვენი ხასიათის ახალი თვისების აღმოჩენა ან თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ურთიერთობების ახალი ეტაპი იყოს.