9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, მოერიდეთ თვალების გადაღლას. რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ მონიტორთან. თავი შეიკავეთ ქარგვის, კერვისა და წვრილშრიფტიანი წიგნის წაკითხვისგან. ეს დროებითი სიფრთხილის ზომებია, მალე ყველაფერი მოწესრიგდება.
კარიერა: ხვალ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო წინადადებებისგან და მალე დარწმუნდებით, რომ თქვენი სიფრთხილე გამართლებული იყო. როცა ყველაფერი ჩაივლის, შეგიძლიათ, ჩვეული საქმიანობა გააგრძელოთ.
სიყვარული: ნურავის უსმენთ და ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. საყვარელი ადამიანი რომ არ გაანაწყენოთ, მისი აზრი აუცილებლად მოისმინეთ, მაგრამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
 ხვალ ნაკლები ტკბილეული უნდა მიირთვათ. კარგი იქნება, თუ ნამცხვრებსა და შოკოლადს ტკბილი ხილით ჩაანაცვლებთ. თუნდაც, მხოლოდ ამ დღეს.
კარიერა: ტექნიკის იმედად ნუ იქნებით, რადგან შეიძლება გიმტყუნოთ. განსაკუთრებული საფრთხე კავშირგაბმულობის საშუალებებს ემუქრება, ამიტომ სათადარიგო ვარიანტების მოფიქრებას გირჩევთ.
სიყვარული: ნუ გააღიზიანებთ ადამიანს, რომელიც ასაკით ან მდგომარეობით თქვენზე მეტია. გირჩევთ, ისე იმოქმედოთ, რომ თვალში არ მოხვდეთ, თორემ შესაძლოა, თავისუფალი დრო და, შესაბამისად, პირადი ცხოვრების უფლება დაკარგოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დროა, თქვენს დათრგუნულ მდგომარეობას მიხედოთ. ნერვიული აშლილობის დაძლევაში, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ. იქნებ, სადმე წახვიდეთ და კარგად გაერთოთ?
კარიერა: ხვალ მოულოდნელი შემოსავალი გელით. სავარაუდოდ, ხელფასის ნაწილს ან დავიწყებულ პრემიას აიღებთ, რაც ძალიან დაგეხმარებათ. მით უმეტეს, რომ რაღაც ძვირფასი ნივთის ყიდვას აპირებთ. 
სიყვარული: ბავშვები სანიმუშო ქცევით არ გაგახარებენ და მათთვის ჭკუის სწავლება მოგიწევთ, რაც თქვენი დამთმობი ხასიათის გამო სულაც არ გსიამოვნებთ. ბავშვებს უფლება არ მისცეთ, რომ „კისერზე შეგასხდნენ“, თორემ მათი ჩამოყვანა ძალიან გაგიჭირდებათ.         


 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დაფიქრდით, იქნებ კარგად ყოფნაში თქვენი რომელიმე მავნე ჩვევა გიშლით ხელს? სწორედ ის დროა, რომ მათგან განთავისუფლდეთ და ჯანმრთელი ცხოვრების წესს ეზიაროთ?
კარიერა:
 ხვალ თქვენთან საქმის დაჭერა სახიფათოა, რადგან ზედმეტად გაღიზიანებული და გაუაზრებელი მოქმედებებისკენ მიდრეკილი ხართ. ეცადეთ, ნერვიული დაძაბულობა მოიხსნათ და მოვლენებს უფრო მარტივად შეხედოთ. არ ღირს ყველა წვრილმანზე გაბრაზება.
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანს თვითშეფასება რამდენადმე დაწეული აქვს, ამიტომ მის ამაღლებას ყველა გზით ცდილობთ. მთავარია, ამ რთული პროცესის დროს, ზომიერება დაიცვათ და ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან მისი დაწევა გაცილებით რთული და უსიამოვნო იქნება.




ლომი
ჯანმრთელობა:
სასიამოვნოდ გაოცებული ხართ, თავს იმდენად კარგად გრძნობთ. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება და სახლში ჯდომა არ ღირს. გირჩევთ, ენერგია მაქსიმალურად გამოიყენოთ.
კარიერა:
შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ მოღვაწეობის სფერო გააფართოოთ. საჭირო კავშირებმა და დამატებითმა ინვესტიციებმა თავისი საქმე გააკეთეს. კომპანიის განვითარებაში თქვენც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ. ასე რომ, შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ და დამსახურებულ ჯილდოს ელოდოთ.
სიყვარული: მიუხედავად იმისა, რომ დილიდან სევდიან განწყობაზე ხართ და ოჯახის წევრებიც მოწყენილები არიან, ცუდი დღე არ არის. ისინი თავიანთ განწყობაზე იზრუნებენ, თქვენ კი შეგიძლიათ, განწყობა მშვენიერების სამყაროში აიმაღლოთ. გაისეირნეთ მუზეუმში, ორანჟერეაში ან, უბრალოდ, ყვავილების მაღაზიაში.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თვალების მდგომარეობას. მეტისმეტად დაწითლებული თუ გეჩვენებათ, შესაძლოა, ეს მხოლოდ კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომის ბრალი არ იყოს. გირჩევთ, ექიმს კისრისა და ხერხემლის ზონები გაასინჯოთ.
კარიერა: შეფი ძალიან გაფასებთ, როგორც შეუცვლელ თანამშრომელს, თუმცა ამას ხშირად არ გამოხატავს. ნუ იდარდებთ, თუ ხვალ ცოტა ცერად შემოგხედავთ. ეს გადაღლილობისგან მოსდის და არა იმის გამო, რომ თქვენით უკმაყოფილოა.
სიყვარული: დაფიქრდით, თქვენს მეორე ნახევარზე მეტისმეტად მიჯაჭვული ხომ არ ხართ? რა თქმა უნდა, კარგია, რომ მის გარეშე სუნთქვა გიჭირთ და ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. მაგრამ ისიც ცოცხალი ადამიანია და უფლება აქვს რაღაც პერიოდი თქვენს გარეშე, მარტოობაში გაატაროს. ამისთვის მორალური მზადება დღესვე დაიწყეთ, თორემ ხვალ შეიძლება ფაქტის წინაშე დადგეთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ არაფერი შეგიშლით ხელს ექიმთან ვიზიტში, რომელთანაც უკვე დიდი ხანია გეგმავთ მისვლას. საბოლოოდ გადადგით ნაბიჯი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კარიერა: თქვენი კონკურენტები უსიამოვნო ჭორებს აგიგორებენ, რომლებიც თქვენი კომპანიის სამომავლო განვითარებას ეჭვქვეშ დააყენებს. თუმცა, თქვენ  შეგიძლიათ, ბოროტებას სიკეთით უპასუხოთ. ისარგებლეთ სიტუაციით და არ შეაჩეროთ სამუშაო, პირიქით, გამოიყენეთ მთელი თქვენი პოტენციალი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ მოუწევს დიდხანს იმის ახსნა, რის თქმა სურს, რადგან ხვალ მას თითქმის უსიტყვოდ გაუგებთ. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული: შესაძლოა, შეცდეთ, რაც სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დასვენება და რაც უფრო ხანგრძლივი და აქტიური იქნება დასვენების წუთები, მით უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს კიდევ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.
კარიერა: ხვალ თქვენი დღეა. ამ სიტყვის სრული გაგებით. ყველას დაპყრობას შეძლებთ: თანამშრომლების - საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესით, ხელმძღვანელობის - ძალისხმევითა და გამჭრიახობით. წარმატების მწვერვალზე მყოფს არ დაგავიწყდეთ ამ მდგომარეობის გამყარება.
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, არ ჩაერიოთ საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, არ მისცეთ მას რაიმე სახის რჩევა (ეს, თავისთავად!) და არც ის სთხოვოთ, რომ რაიმე მოგიყვეთ. თუკი თქვენს მეორე ნახევარს გაუჩნდება სურვილი, ის ამ ყველაფერს თავად გააკეთებს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი მოვალეობაა, სხეულის მატონიზებელი პროცედურებით დაკავდეთ, ეს თქვენს ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს. სხვა მხრივ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებით წარმატებული იქნება ყველა ფინანსური გარიგება, რომლის დახმარებითაც ძალიან მალე თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. გარდა ამისა, დელიკატურ საქმეში თქვენი არაოფიციალური დახმარებისთვის დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. თქვენი საქმიანობა წინ მიიწევს!
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან კიდევ უფრო დაახლოების სურვილი გაუჩნდება. ამიტომ შესაძლოა, მან პირველად დაგპატიჟოთ სახლში მშობლების ან მეგობრების გასაცნობად ან კიდევ ისეთი საიდუმლო გაგიმხილოთ, რომლის არსებობის შესახებ ვერც კი წარმოიდგენდით. შეაფასეთ მისი ეს საქციელი და იმოქმედეთ სწორად.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, კუჭ-ნაწლავმა შეგაწუხოთ, ამიტომ მოერიდეთ ყველანაირ ექსპერიმენტს ახალ კერძებთან დაკავშირებით, და მით უმეტეს - უარი თვით ეგზოტიკურ კერძებზე. ხვალ მხოლოდ კარგად შემოწმებული პროდუქტები და ყველაზე მარტივი საჭმელი დაგჭირდებათ.
კარიერა: ხვალ უაზრო ამაოება მთელ თქვენს დროს შეავსებს. უმჯობესია, მოერიდოთ დამოუკიდებლობისა და საკუთარი ხასიათის გამოვლენას. გაცილებით მარტივი იქნება, იცუროთ დინების მიმართულებით. ხოლო მაშინ, როდესაც საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, თამამად შეუდექით საქმიანობის შესრულებას.
სიყვარული: ხვალ სიმღერის ხასიათზე იქნებით. მთელი დღე საყვარელ სიმღერებს იღიღინებთ. კარგია, თუკი სმენა გაქვთ. ხოლო თუკი სმენას უჩივით - მაშინ თანავუგრძნობთ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ შემთხვევაში შეეცადეთ, ჩუმად ან ოთახში განმარტოებულმა იმღეროთ. სხვათა შორის, საყვარელ ადამიანთან ერთობლივი სიმღერა თქვენს კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ კოსმეტოლოგთან ვიზიტი და ასევე, სხვადასხვა ტიპის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება. უბრალოდ, შეეცადეთ, სახლის პირობებში არ გადაამეტოთ გამწმენდ საშუალებებთან მიმართებაში - შესაძლოა, თქვენმა კანმა გაღიზიანებით გიპასუხოთ.
კარიერა: იმ მერწყულებისთვის, რომლებიც სარეკლამო ბიზნესში მუშაობენ, შესაძლოა, შემოქმედებითი კრიზისის პერიოდი დადგეს. დროა, რაიმე ახალი და გრანდიოზული მოიფიქროთ, თქვენ კი კრეატიული იდეები აშკარად შეგიმცირდათ. აუცილებლად გააქტიურდით. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის საქციელში უამრავი წვრილმანი გაგაღიზიანებთ. შეეცადეთ, იყოთ უფრო მომთმენი. გაარკვიეთ, კონკრეტულად მის რომელ თვისებას გამოჰყავხართ მდგომარეობიდან. ამგვარად მასაც გაუადვილდება ყველაფრის ახსნა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებმა კვების რაციონში საკმარისი რაოდენობის იოდის შეტანაზე უნდა იზრუნონ. სცადეთ, ხვალ თევზის დღე მოიწყოთ, მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ხარისხსა და ვადებს.
კარიერა: ნუ დაუთმობთ დიდ დროს კლიენტებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას. ბევრად უკეთესია, მათთან ურთიერთობისთვის წერილობითი ფორმა გამოიყენოთ. ყველაფერს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს: სარეკლამო კრეატიული ტექსტებით დაწყებული, მაღალი რანგის ორგანიზაციებისთვის ოფიციალური დოკუმენტებით დამთავრებული.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს მოუწევს, მისი ყოველი სიტყვა საქმით დაამტკიცოს, თუკი სურს, რომ მას ენდოთ. სხვათა შორის, გარკვეული სახის ნდობა მის მიმართ უკვე გაქვთ, ამიტომ, შესაძლოა, გამარტივებული ვერსიითაც დაკმაყოფილდეთ, რასაც ვარსკვლავები მთელი გულით გირჩევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?