15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ ბოლო დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხეს, შესაფერისი დღეა, რომ სპეციალისტს ეწვიოთ. ავტორიტეტული მოსაზრების მოსმენა მაშინაც კი კარგია, როცა მის გათვალისწინებას არ აპირებთ.
კარიერა: მომავალ კვირას საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დიდი ცვლილებები გელით. კომპანიაში თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა ყველაზე უკეთ თქვენ შეგიძლიათ, შესაბამისად, დასკვნების გამოტანაც არ გაგიჭირდებათ.
სიყვარული: ხვალ საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მოხიბვლას მარტივად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, სამაგიეროდ, ბევრი შრომა დაგჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი რომანის გმირი არ ხართ და ერთად ვერასოდეს იქნებით. რატომღაც, თქვენი მოსმენა არ სურთ, მაგრამ იქნებ, ასე უკეთესია?




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, დილას ქუთუთოების სიწითლე შენიშნოთ. პრობლემის აღმოსაფხვრელად კონტრასტული აბაზანა და ბალახეული ნაყენის საფენები სცადეთ.
კარიერა: შეფი დამატებითი საქმეებით ცხოვრებას გაგირთულებთ. ვალდებული არ ხართ, შეასრულოთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სიზარმაცეს დაძლევთ და საქმეს შეუდგებით. ეცადეთ, მისი იმედები დროულად გაამართლოთ, რომ დასვენების დროც დაგრჩეთ.
სიყვარული: ალბათ, დადგა დრო, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, მაგრამ გაცნობას ვერ ახერხებთ. გახსოვდეთ, დღეს ან არასოდეს!


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ყურადღებით უსმინეთ ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს. თუნდაც ახლობლებს თქვენი სიფრთხილე სასაცილოდ ეჩვენებოდეთ, ხვალ არაფერი უნდა გამოგეპაროთ.
კარიერა: ადრე თუ საკუთარი კურსის სისწორეში ეჭვი გეპარებოდათ, ახლა საბოლოოდ დარწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მთელი დღე საბრძოლო განწყობაზე ხართ. ასეც უნდა გააგრძელოთ, თუ კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ.
სიყვარული: ხვალ ძალიან გამოგადგებათ საინტერესო წიგნის წაკითხვის შემდეგ მიღებული გამოცდილება. ვერასოდეს იფიქრებდით, რომ  მეხსიერებაში ჩაბეჭდილი მთავარი გმირის სიტყვები თქვენთვის ასე აქტუალური გახდებოდა. დადგა დრო, როცა ისე უნდა მოიქცეთ, როგორც მის მოქცევას ისურვებდით.    




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და აქტიური სპორტით დაკავდეთ. შესვენებებზე შეგიძლიათ, მედიტაციას მიმართოთ. იოგა ამ საქმეში თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება.
კარიერა: ისეთ ამაღლებულ განწყობაზე ხართ, რომ ახლობლებს თქვენი ცნობა უჭირთ. ასე გააგრძელეთ! გახსოვდეთ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ეცადეთ, პოზიტივით დამუხტოთ თქვენს გარშემო მყოფი ყველა მოწყენილი ადამიანი, მათ შორის, თქვენი კოლეგები.
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრება მთლიანად თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებზეა დამოკიდებული. კარგად გაარკვიეთ და სწორად ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილები, რომ ბედმა მათ შესრულებაში ხელი ვერ შეგიშალოთ. მნიშვნელოვანი სიტყვების თქმას თუ აპირებთ, წინასწარ უნდა მოემზადოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეს დღე, ჯანმრთელობის მხრივ, უსიამოვნო სიურპრიზებს არ გპირდებათ, თუმცა სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოთ. ფორს-მაჟორული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინ არის.
კარიერა: გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ შეიკრა, რომ სულიერი წონასწორობიდან, რომელსაც ძლივს მიაღწიეთ, გამოგიყვანოთ. არ დანებდეთ, თუ ვიღაც თქვენს დადანაშაულებას ცდილობს. დაიცავით საკუთარი თავი და ინტერესები.
სიყვარული: მარტოსული ადამიანთა შორის - ეს თქვენზეა ნათქვამი. საყვარელი ადამიანის გვერდითაც კი თავს ისე გრძნობთ, რომ თქვენი არავის ესმის და არავის სჭირდებით. ეცადეთ, თქვენი განწყობა მან არ შენიშნოს, თორემ დამნაშავედ საკუთარ თავს ჩათვლის და ინერვიულებს. თავადაც იცით, რომ ასე არაა.




ქალწული
ჯანმრთელობა:  
ქალწულებო, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ და ორგანიზმის საერთო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
კარიერა: ეცადეთ, კოლეგებთან და ყველა დანარჩენთან უფრო მეგობრული, გახსნილი და მომღიმარი იყოთ. მთავარია, ეს გულწრფელად გააკეთოთ, რომ წვრილმანი უსიამოვნებები, რომელიც ბოლო დროს ცხოვრებას გიმწარებთ, ვეღარ შეამჩნიოთ. მალე ადამიანები საპასუხო ღიმილით დაგასაჩუქრებენ.
სიყვარული: ხვალ თქვენს ურთიერთობაში მესამე, თქვენზე გაცილებით უფროსი ადამიანი ჩაერევა. შესაძლოა, ეს რომელიმე თქვენგანის მშობელი ან ნათესავი იყოს. ის დაიწყებს თქვენი ცხოვრების სტილის კრიტიკას და შესაძლოა, საყვარელი ადამიანის არჩევანიც დაგიწუნოთ. მოთმინება გმართებთ, რომ ყველაფერი მშვიდად და აუღელვებლად მოისმინოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ სასწორებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ კომპლექსური კვლევა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო დროს ზოგად სისუსტესა და  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის.
კარიერა: თქვენთვის მოულოდნელად მარტივად შეძლებთ, გაუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომლებიც ხვალ წარმოგექმნებათ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ მომავალშიც ასე მარტივად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას. პირიქით: მარტივი საქმეები თქვენგან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
სიყვარული: ხვალ ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებასა და მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული. ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა თქვენთვის მარტივი არ იქნება, რადგან საქმე თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ბედნიერებას ეხება. თქვენ გარდა, ამას ვერავინ შეძლებს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ აზროვნების პროცესი თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ტვინის უჯრედებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მტანჯველ დაავადებებზე ფიქრი თავიდან მოიშოროთ - რატომაც არა?
კარიერა: ხვალ თავისუფლად შეძლებთ რუხი კარდინალის როლის შესრულებას. ყველა საქმეს ისე წარმართავთ, რომ სხვებთან შედარებით საკმაოდ დიდ სარგებელს მიიღებთ, თანაც ვერავინ გაიგებს, როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი - არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი, არამედ თქვენი მეგობარია. ამიტომ გაუზიარეთ მას, როგორც საუკეთესო მეგობარს, ყველაფერი ის, რაც კი გულში დაგიგროვდათ. სთხოვეთ, მოგცეთ რჩევა ან უბრალოდ, თუნდაც, მოგისმინოთ. ბოლოს და ბოლოს, ერთად იმიტომ ხართ, რომ ერთმანეთი გააბედნიეროთ, ხოლო ბედნიერებისთვის ახლა სწორედ ურთიერთგაგება გჭირდებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ შეეცადეთ, არტერიული წნევა აკონტროლოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თუკი შეძლებთ, სხვადასხვა სტრესებისგან დაიცვათ თავი, ეს შესანიშნავი დაზღვევა იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
კარიერა: შეეცადეთ, თქვენი ახლობელი ადამიანების იდილია არ დაარღვიოთ, მხარი დაუჭირეთ მათ საუბარს. იმსჯელეთ მათთან იმ თემებზე, რომლებიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი მიხვდებით, რომ არაფერი გაეგებათ, მაგრამ გულწრფელად სჯერათ, რომ ყველაფერი ესმით. გამოიჩინეთ მოთმინება!
სიყვარული: ხვალ მწუხარებით გააცნობიერებთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში რაღაც ისე არ მოხდა, როგორც გსურდათ. ასე რომ, მოგიწევთ, იცხოვროთ იმასთან, რაც დაგრჩენიათ. სხვათა შორის, შეამოწმეთ, არცთუ ისე ცოტა რამ დაგრჩათ და ეს არც ისე სამწუხაროა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის თხის რქები, რომელთაც ზედა სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ. შესაძლოა, მარტივად „ჩაისუნთქოთ“  ნებისმიერი საზიზღრობა. პროფილაქტიკა არ გაწყენთ.
კარიერა: ეს დღე გაჩუქებთ შანსს, თქვენი პირადი კეთილდღეობა გაიუმჯობესოთ და ამგვარი რამ უახლოეს მომავალში ნაკლებად გელოდებათ. ნუ დაჯდებით გულხელდაკრეფილი ბედნიერების მომტანი ფრინველის მოლოდინში, მაგრამ მიზნის მისაღწევად მიმავალ გზაზე სიფრთხილე არ დაგავიწყდეთ.
სიყვარული: გაიხსენეთ თქვენი ყოფილი მეგობრები და შეყვარებულები. დაურეკეთ მათ და დაუნიშნეთ შეხვედრა. შესაძლოა, ყველას ერთად: ჭკვიან ადამიანებს ყოველთვის მოეპოვებათ საინტერესო სასაუბრო თემები. ხოლო, ღირს თუ არა ამ შეხვედრაზე საყვარელი ადამიანის წაყვანა - საკმაოდ საკამათო საკითხია. მან შესაძლოა, თქვენს წარსულზე იეჭვიანოს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებო, აკონტროლეთ არტერიული წნევა და შეეცადეთ, ზედმეტად არ გადატვირთოთ ორგანიზმი. თავი შეიკავეთ ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგანაც.
კარიერა: ხვალ თანამშრომლები ნამდვილ პროფესიონალად დაგასახელებენ, განსაკუთრებული მოთმინებითა და შრომისუნარიანობით. ამგვარი შექება, უდავოდ, ძალიან გესიამოვნებათ, რაც, შესაძლოა, სარფიანი კონტრაქტების გაფორმებაში,  შემოქმედებით აზროვნებაში და მოულოდნელად საპირისპირო სქესის შეყვარებაში დაგეხმაროთ, რაც ექსტრავაგანტური ქმედებებისკენ გიბიძგებთ.
სიყვარული: ხვალ აუცილებლად უნდა შეასრულოთ პირობა, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით, მაგრამ რომლის შესახებაც დაგავიწყდათ. შექმნილი სიტუაცია აუცილებლად გაგახსენებთ დადებულ პირობას - და ეს შეხსენება აუცილებლად გადაგადგმევინებთ სწორ ნაბიჯს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმეებით უნდა დაკავდეთ. მაგალითად, ფიზიკური ვარჯიშით ან ოჯახის წევრებისთვის გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადებით. ან იქნებ სასეირნოდ წახვიდეთ, არ იზარმაცოთ.
კარიერა: ეს დღე ყველაზე შესაფერისია მომავალზე დასაფიქრებლად. მაგალითად, უახლოეს შაბათზე. უკვე გაქვთ მოფიქრებული გეგმა, როგორ გაატარებთ ხვალინდელ დღეს? არა? მაშინ შეადგინეთ. ხვალინდელი დღე შესანიშნავია გეგმების შესადგენად - ნუ დახარჯავთ მას უაზროდ.
სიყვარული: ხვალ, პირველ რიგში, იქნებით საყვარელი შვილი, ხოლო შემდეგ მეგობარი, თანამშრომელი ან საყვარელი ადამიანი. იმ შემთხვევაშიც, თუკი ხვალინდელი დღისთვის სულ სხვა გეგმები გქონდათ, მათზე უარის თქმა მოგიწევთ. თქვენს ახლობლებს ძალიან სჭირდებით - დაურეკეთ მშობლებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?