16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 თებერვალი 23:00
40

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: აკონტროლეთ საკუთარი წონა და ეცადეთ, ზომიერად მიირთვათ. ამ დღეს ზედმეტი წონის აკრეფის შანსი ისე დიდია, როგორც არასდროს. თავი შეიკავეთ შემწვარი და მარილიანი კერძების დაგემოვნებისგან.
კარიერა: ეს დღე მთლიანად ხელოვნებას უნდა მიუძღვნათ. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ. თამამად გამოხატეთ საკუთარი განცდები და ემოციები. შედეგად ისეთ შვებას იგრძნობთ, თითქოს ყველა პრობლემა გადაჭერით და სანერვიულო არაფერი გაქვთ.
სიყვარული: თქვენთვის და თქვენი რჩეულისთვის ეს დღე ლამაზ დღესასწაულს ჰგავს, რომელიც არასოდეს სრულდება. იმედი გვაქვს, რომ მის უსასრულოდ გაგრძელებას შეძლებთ და ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.  




კურო
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა, სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის, ამიტომ თუ მკურნალობის ახალი კურსის დაწყებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის შესაფერისი დღეა.
კარიერა:
არჩევანის წინაშე დგახართ და ფიქრობთ, რომელ პროექტს მიანიჭოთ უპირატესობა. გირჩევთ, გადაწყვეტილება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით მიიღოთ. შესაძლოა, ზოგიერთი დაგეგმილი ღონისძიების გადადებაც მოგიწიოთ.
სიყვარული:
ამ დღემ შეიძლება ბევრი საფიქრალი გაგიჩინოთ. სავარაუდოდ, მთელ ღამეს ფიქრსა და განსჯაში გაატარებთ. ეცადეთ, ცოტა მაინც დაიძინოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ის დროა, ცხოვრების ჩვეულ სტილში რაღაც ცვლილებები შეიტანოთ. ეცადეთ, ეს მომენტი თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოიყენოთ.
კარიერა: ხვალ სამსახურებრივ საქმეებში ისე ჩაეფლობით, რომ დროის არსებობა დაგავიწყდებათ. ასეთი ენთუზიაზმი დიდი ხანია, არ გამოგივლენიათ, ამიტომ ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. შესაძლოა, სამუშაომ იმდენად გაგიტაცოთ, რომ მისგან სიამოვნებაც კი მიიღოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს რატომღაც უჭირს, რომ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე დაგავალოთ. ამასთანავე, უნდობლობას ნამდვილად არ იმსახურებთ. თქვენი ამოცანაა, დაარწმუნოთ, რომ მსგავსი დავალებების შესრულება ნამდვილად შეგიძლიათ.  


 
    
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, ნუ დაივიწყებთ, რომ პოზიტიურ ემოციებს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტების შეძენაზე კი არა, მხიარული ღონისძიებების დაგეგმვაზეც იზრუნეთ.
კარიერა:
ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები გაწუხებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი საქმე თქვენთვის სულ ერთი არაა. შესაძლოა, სულიერი განცდები თქვენი მუშაობის ეფექტურობაზე არასახარბიელოდ აისახოს, სამაგიეროდ, მომავალში მეტ სარგებელს მიიღებთ.
სიყვარული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს ყველა ვალი დაუბრუნოთ. საუბარია არა მატერიალურ, არამედ მორალური და ზნეობრივი ხასიათის ვალზე. ეცადეთ, დაუბრუნოთ სინაზე, სიყვარული და სითბო, რომელსაც მისგან გამუდმებით იღებთ.  




ლომი
ჯანმრთელობა:
ნუ ცდილობთ, ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღოთ. ამისთვის ძალა არ გეყოფათ და შეიძლება ემოციური გადაღლაც დაგემართოთ, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. ეცადეთ, უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ.
კარიერა: ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ასე შეძლებთ ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ, განახორციელოთ. მთავარია, ეს ისე მოხერხებულად შეძლოთ, რომ ადამიანებს ეგონოთ, კარგი შედეგი მათი მუშაობის დამსახურებაა. ასე ყველა კმაყოფილი დარჩება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის გვერდითაც და მარტოობაშიც თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნოთ. ეცადეთ, მადლიერება გამოხატოთ და აჩვენოთ, როგორი ბედნიერი ხართ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ამ დღეს მეტისმეტად ემოციური ხართ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარი გრძნობები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, არტერიული წნევის მატებამ და თავისა და სახსრების ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხოთ.
კარიერა: როგორც არ უნდა თანაუგრძნობდეთ კოლეგას, უფლებას ნუ მისცემთ, რომ საკუთარი საქმეები თქვენს ხარჯზე აგვაროს. როგორც შეგიძლიათ, დაეხმარეთ, მაგრამ ნურც მას და ნურც საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემთ. რაც შეეხება ფინანსურ საქმეებს, ხვალ ბირჟაზე წარმატებული დღე გელით.
სიყვარული: საყვარელი ადამიანიც ცოცხალი არსებაა და მომხდარს ისევე მწვავედ განიცდის, როგორც თქვენ, თუმცა საკუთარი თავით გატაცებულს ხანდახან ეს გავიწყდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის ემოციებსა და მღელვარებას მეტი ყურადღება მიაქციოთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, ძლიერმა თავბრუსხვევამ შეგაწუხოთ. იქნებ ეს ატმოსფერული მოვლენების ბრალია, თუკი ამინდის ცვალებადობის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის თქვენს მუდმივ გადაღლილობას.
კარიერა: შესაძლოა, სამსახურში საკმაოდ საეჭვო და არასტაბილური სიტუაცია შეგექმნათ. რთული მოლაპარაკებები თქვენს სამუშაო რიტმს, ცოტა არ იყოს, შეარყევს და კომპანიის შიდა საქმეებში ახალ პრობლემებს მოგიტანთ.
სიყვარული: ხვალ ბედისწერა უნიკალურ შანსს გაძლევთ, იპოვოთ პირადი ბედნიერება და დარწმუნდეთ, რომ ის უკვე თქვენს ხელშია. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის - წინასწარ უცნობია. ყველაფერს პროცესში გაიგებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მისი ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ყურადღება დაუთმეთ სახსრებს, განსაკუთრებით მუხლებისა და იდაყვის არეში. სრულიად შესაძლებელია, მათზე უფრო მეტი ზრუნვა მოგიწიოთ.
კარიერა: ეს დღე შესანიშნავია საკუთარ თავზე სამუშაოდ, გადაწყვეტილების მისაღებად. განათლებაში ჩადებული ფული და ძალა უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ. შეეცადეთ, სასარგებლო წიგნების კითხვამ ძალიან არ გაგიტაცოთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობებიც გაკისრიათ.
სიყვარული: საგარეო საქმეების სიმრავლე თქვენს პირად ცხოვრებას ხელს შეუშლის, რაც ნაკლებად გაგახარებთ, ხოლო თქვენს საყვარელ ადამიანს - მით უმეტეს. მოგიწევთ, რამენაირად მოიპაროთ წუთები თქვენს მეორე ნახევართან საურთიერთოდ. იქნებ, უმჯობესია, საერთოდაც უარი თქვათ საქმეების შესრულებაზე?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს. თუკი თქვენი ზურგი იდეალურად სწორია, გაიხედეთ გარშემო. დიდი ალბათობით, თქვენს მხედველობაში დიდი რაოდენობის კუზი მოხვდება. სასწრაფოდ ჩაატარეთ აღმზრდელობითი გაკვეთილები და გამოასწორეთ ეს სამწუხარო სიტუაცია.
კარიერა: ხვალ საკმაოდ პერსპექტიულ შეკვეთას მიიღებთ. ასე რომ, უმჯობესია, სხვა პროექტები შეაჩეროთ. მაგრამ გაფანტული გონება ხვალ საჭიროებისამებრ მუშაობაში ხელს შეგიშლით. შესაძლოა, შეცდომები დაუშვათ, ფაქტობრივად, პირველივე ნაბიჯებიდან. ასე რომ, იმოქმედეთ დაფიქრებულად და აკურატულად.
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ტექნიკის მიმართ. სიყვარული და ურთიერთგაგება თქვენს ურთიერთობაში მტერი არ იქნება. უმჯობესია, ცოცხზე უფრო რთული ხელში არაფერი დაიჭიროთ - მისი ფანჯრიდან გადადგება არ დაგენანებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ მომხდარ მოვლენებზე ზედმეტად ემოციური რეაგირება გექნებათ, ამიტომ დიდი შანსია, თავის ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხოთ ან უბრალოდ, გადაღლილობა იგრძნოთ. კარგი იქნება, თუკი განმარტოებისა და ძალების აღსადგენად დროს გამონახავთ.
კარიერა: ხვალ საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა: ამა თუ იმ მიზეზით რაღაცას ვერ გაიყოფთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი კამათში არ გადაიზარდოს: არეულობა სამუშაო განწყობის შექმნაში ხელს შეგიშლით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად პატარა კაფეში ფინჯანი ყავა და ორცხობილა მიირთვათ და თან ცხოვრებაზე ისაუბროთ. მსუბუქი ფლირტის ატმოსფერო უფრო სანდო, ნათელ და მჭიდრო ურთიერთობას შეგიქმნით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ზედმეტი ნერვიულობისა და გაღიზიანების მიზეზით საკმაოდ სერიოზული პრობლემები წარმოგექმნებათ. არ მისცეთ მათ სიცოცხლის ძალის წართმევის უფლება.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ თანამშრომლების მოსაზრება მოისმინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის: ქვეშევრდომი, დირექტორი თუ კონკურენტი. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი და გააანალიზეთ. იქნებ მათგან სწორედ ის ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც პრობლემის წარმატებით გადასაწყვეტად არ გყოფნიდათ.
სიყვარული: ნუ გაანაწყენებთ ნურც საყვარელ ადამიანს და ნურც მის მეგობრებს. შედეგი, შესაძლოა, წარმოუდგენლად საშიში იყოს, რადგან ამ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ განეწყობა არა მხოლოდ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, არამედ ერთდროულად რამდენიმე.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით, თუკი სულ ახლახან დაიწყეთ რომელიღაც პროცესი. რეზულტატი ყოველთვის ვერ იქნება ელვის სისწრაფის, ასე რომ, დაიცადეთ კიდევ ცოტა ხანს. კარიერა: ხვალ ნებისმიერი სიახლის მიმართ გახსნილი იქნებით. ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი ჰაერის მსუბუქ ჩასუნთქვად აღიქვამთ. ხოლო თუკი არაფერი ხდება, მაშინ ხელში აიღეთ მმართველის სადავეები და დამოუკიდებლად იმოქმედეთ.
სიყვარული: თევზებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება ღეჭვა, ვიდრე საუბარი. მაგრამ მაინც იპოვით ისეთებს, რომლებიც დიეტის შესახებ განაცხადს გააკეთებენ, უარს იტყვიან ჭამაზე, მაგრამ სამაგიეროდ ისეთებს ილაპარაკებენ... იყავით გომებამახვილი, იმ შემთხვევაშიც, თუკი ჭამა არ გსურთ, ნუ გაანაწყენებთ მათ, ვისაც თქვენი გამასპინძლება სურს.