17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: იზრუნეთ თმის ჯანმრთელობაზე. თუ სრულფასოვან დასვენებასა და კვებას ვერ ახერხებთ, მისი მდგომარეობა შეიძლება შესამჩნევად გართულდეს.
კარიერა: ისეთ სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ, რომ მთელ დღეს ეიფორიაში გაატარებთ. მთავარია, სიხარულისგან სისულელეები არ ჩაიდინოთ.
სიყვარული: ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მეგობრების მიმართ. ეცადეთ, მეგობარი თუ არა, მათთვის კარგი ნაცნობი მაინც გახდეთ. თქვენს რჩეულს ეს ძალიან ესიამოვნება, რაც მასთან უფრო დაგაახლოებთ.


 



კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სავარაუდოდ, ასეთი ეფექტი მკურნალობის ახალმა მეთოდმა ან ახალმა ვარჯიშებმა გამოიწვია.
კარიერა: გირჩევთ, ხვალ ცოტა ფული დახარჯოთ, გემრიელი შოკოლადების შეკვრა იყიდოთ და კოლეგებს გაუმასპინძლდეთ. ასეთი აქტივობა თქვენს პატარა გუნდს უფრო მეგობრულს გახდის და ახალი პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან რაღაც მნიშვნელოვან თემაზე დალაპარაკება სურს. თუნდაც ეს თემა ნაკლებად პრინციპულად და ზედაპირულად გეჩვენებოდეთ, ყურადღებით მოუსმინეთ და საკუთარი აზრი გაუზიარეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ სახსრების ჯანმრთელობაზე, თორემ მჯდომარე ცხოვრების სტილი მათ მუშაობაზე არასახარბიელოდ აისახება. ეცადეთ, მეტი იმოძრავოთ.
კარიერა: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. უფრო პირიქით, უბრალოდ, სიტუაციის წინასწარ გათვლა გაგიჭირდებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ცდილობს, საკუთარი სიტყვებითა თუ მოქმედებით თქვენი რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ არ გამოსდის. შესაძლოა, ჩანაფიქრს ვერ მიუხვდით ან, უბრალოდ, არ გსურთ, რომ დაინახოთ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით?   


 


 
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მხრივ, მშვენიერი და უპრობლემო დღეა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ფიზიკური დატვირთვა გაზარდოთ. არ დაგავიწყდეთ, საღამოს თბილი აბაზანა მიიღოთ და მოდუნდეთ.
კარიერა: სავარაუდოდ, ეს დღე მოლოდინს ვერ გაგიმართლებთ. ან ძალიან ბევრი გსურთ, ან ძალიან ცოტას აკეთებთ მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ან ამბიციები უნდა დაიცხროთ, ან შრომა გააორმაგოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან რთული საუბარი გელით. შესაძლოა, ამ დროს თქვენთვის არასასიამოვნო ჭეშმარიტება აღმოაჩინოთ. ორი გამოსავალი გაქვთ: ან უნდა შეეგუოთ, ან ახალი საყვარელი ადამიანი ეძიოთ.


 



ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ამ დღეს აპათია გესტუმროთ და მომხდარის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგოთ. ანტიდეპრესანტების მიღებას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა, განსაკუთრებით საინტერესო არც არაფერი ხდება და ავად კი არ ხართ, მოვლენებს ადეკვატურად აღიქვამთ.
კარიერა: ყველა ადამიანს აქვს უფლება, სამყაროს ბედნიერი მომავლისთვის ბევრი და თავდაუზოგავად იშრომოს. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საკუთარი უფლების გამოყენების შანსი მოგეცეთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს სურს, სრულად გამოავლინოს საკუთარი ნაკითხობა, ერუდიცია და სხვა სასარგებლო გონებრივი შესაძლებლობები, თუმცა მედლის მეორე მხარეა, რომ შეიძლება თვითდამკვიდრება თქვენს ხარჯზე სცადოს, რაც კარგი ნამდვილად არ არის.


 



ქალწული
ჯანმრთელობა:
მეტისმეტად ნუ ენდობით რჩევებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ისწავლოთ, იმკურნალოთ ან გაუმკლავდეთ ოჯახურ პრობლემებს. შესაძლოა, კეთილი გულით გირჩევენ, მაგრამ სისულელეს.
კარიერა: რომელ სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, ეს დღე თქვენგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაციონალურ მიდგომას მოითხოვს. ზუსტად განსაზღვრეთ, რის მიღწევა გსურთ და ნუ დაუჯერებთ მას, ვინც თქვენს გადარწმუნებას ეცდება.
სიყვარული: მშვენიერი დღეა წყალთან კონტაქტისთვის. შეგიძლიათ, ერთად გაემგზავროთ აუზზე, სათევზაოდ ან ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ხვალ წყალი თქვენს კეთილ თილისმად იქცევა და თქვენს ურთიერთობას უფრო მეტ რომანტიკულობას, სინაზესა და გრძნობების სიღრმეს მიანიჭებს.


 



სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მოერიდეთ ხმამაღალ საუბარს, რადგან ამით არა მხოლოდ ხმის იოგები, არამედ ნერვებიც დაგიზიანდებათ.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მათ უდავოდ, მოენატრეთ და თქვენთან სასაუბრო თემები დაუგროვდათ. საუბარში აქტიურობა არ მოგიწევთ: შეგიძლიათ, ტვინი დაასვენოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან კონფლიქტისთვის ხვალინდელი დღე შესაფერისი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუკი ეს კონფლიქტი სრულიად უადგილო და უაზრო იქნება. საჩხუბარი მიზეზის ძებნა დიდხანს არ მოგიწევთ, ისინი მოულოდნელად საიდანღაც გამოჩნდებიან და ჩხუბის დასრულების შემდეგ კვლავ სადღაც გაქრებიან.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი ფიქრობდით, რომ ძალები გამოგელიათ, ხვალინდელ დღეს მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მეთოდურად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კარიერა: ხვალ გაგიჭირდებათ, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ თქვენი სამსახურებრივი „გმირობა“ სინამდვილეში გმირობად არ ითვლება. საკუთარი თავი გაუგებარ და დაუფასებელ გმირად მოგეჩვენებათ და ამ მიზეზით შესაძლოა, დირექტორთან გარკვეული სახის უთანხმოება წარმოგექმნათ.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად გეჩვენებოდათ, რეალურად ძალიან მარტივი გადასაჭრელია და მას საყვარელი ადამიანის დახმარებით 5 წუთში, ხოლო დამოუკიდებლად 10 წუთში გადაწყვეტთ. იქნებ უმჯობესია, ეს ნერვები სხვა რამეზე დახარჯოთ?..


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნებს მხედველობასთან დაკავშირებული  პრობლემები წარმოექმნებათ. ყურადღება მიაქციეთ, რა დროს ატარებთ მონიტორთან ან ტელევიზორის ეკრანთან და ეს დრო ორჯერ შეამცირეთ.
კარიერა: ხვალ, ისე როგორც არასდროს, დაგჭირდებათ კოლეგების აღიარება. ზედმეტად ამბიციური ნაკლებად ხართ, თუმცა, ხვალ თქვენში ეს თვისება გაიღვიძებს. რაც უფრო მეტს შეგაქებენ, მით უფრო ეფექტურად იმუშავებთ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი მისტიკასა და სასწაულებს დაიჯერებს, რაც მნიშვნელოვნად აისახება თქვენს ურთიერთობაზე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმის გაწმენდაზე. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ. შესაფერისი მეთოდის შესარჩევად კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, ექიმს მიმართოთ.
კარიერა:
ხვალინდელი თქვენი წარმატება დიდწილად თქვენს თვითშეფასებაზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ, ვარსკვლავები გელოდებიან, როგორ შეაფასებთ საკუთარ გარეგნობას. თუკი სარკის წინ დგომა არ გიყვართ - გადადეთ ყველა საქმე და საკუთარი თავით დაკავდით.
სიყვარული: თხის რქებს ვარსკვლავები ინტელექტუალურ აქტივობას ჰპირდებიან, ასე რომ, შეგიძლიათ, განეწყოთ და მოწესრიგდეთ შეხვედრამდე. რა თქმა უნდა, თუკი თქვენი ინტელექტუალური აქტივობის დემონსტრირების საშუალებას მოგცემენ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გულსა და ნერვულ სისტემას. შეეცადეთ, დრო ტყუილად არ დაკარგოთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი არანაირ პრობლემას არ გრძნობთ.
კარიერა: თუკი პესიმიზმზე უარს არ იტყვით, ახლობელ ადამიანს დაკარგავთ. გიხაროდეთ ყოველი ახლად გათენებული დღე, ის ხომ არასდროს განმეორდება. გაახარეთ საკუთარი თავი ოცნებების ასრულებით, ხოლო თუკი ეს ძალიან ძვირი ჯდება, დაითვალეთ, რა თანხა დაგჭირდებათ ოცნების რეალიზებისთვის. დაისახეთ მიზანი და ყველაფერს მიაღწევთ.
სიყვარული: იყავით გულახდილი არა მხოლოდ საყვარელ ადამიანთან, არამედ მთელ სამყაროსთან! მას უდავოდ გაახარებს თქვენი გულწრფელობა და  ნათელი ღიმილი  ყველასა და ყველაფრის მიმართ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, შეშუპებამ შეგაწუხოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თუკი ეს პრობლემა რეალურად გაწუხებთ, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა, რადგან ეს შესაძლოა, გულის ან თირკმელების მუშაობის გაუარესებას უკავშირდებოდეს.
კარიერა: ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ გამოსავალს თქვენი ხელმძღვანელის ქმედებებიდან. ის იმდენად ალოგიკურად იმოქმედებს, რომ მისთვის საკმარისი ახსნა-განმარტების მოპოვება გაგიჭირდებათ. თავი შორს დაიჭირეთ დირექტორის კაბინეტიდან.
სიყვარული: მოიწყვეთ ხვალ დასვენების დღე. გადადეთ ყველა პრობლემა და მხოლოდ მომავალზე იფიქრეთ. საბედნიეროდ, ხვალ შეგიძლიათ, იზარმაცოთ. უსაქმურობა ტრაგიკულ შედეგს არ მოგიტანთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?