20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვალი 12:45, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  დღეს ჯანმრთელობის პრობლემები ატ გემუქრებათ. შეგიძლიათ, მთელი დრო იმ უამრავი საქმის მოგვარებას დაუთმოთ, რომელიც წინ გელით.
კარიერა: შესაძლოა, თქვენსწინაშე სრულიად ახალი შრომითი და კარიერული შესაძლებლობები გადაიშალოს. თუ მზად არ ხართ, სერიოზულ საქმეებს შეეჭიდოთ, მცირედით დაიწყეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამოგდით.
სიყვარული: დღეს ძალიან გამოგადგებათ სახელებისა და თარიღების კარგი მახსოვრობა. სწორედ ეს დაგეხმარებათ, საყვარელი ადამიანის რამდენიმე პრობლემა სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრათ. ამით მას სასიამოვნოდ გააოცებთ.




კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ სწორად კვებას. გახსოვდეთ, „გზადაგზა“ ჭამის დროს გაცილებით მეტს მიირთმევთ, მაგრამ ამისგან ორგანიზმი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. ეცადეთ, მშვიდად და სრულფასოვნად ისადილოთ.
კარიერა: თავს გაუფრთხილდით და ნუ გადაიღლებით. ყველა საქმეს მაინც ვერ მოასწრებთ, მაგრამ ნერვებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან შეიძლება ზედმეტი პრობლემა შეგექმნათ. ამჟამად ეს არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად, სერიოზული საუბრისთვის ხართ განყობილი. განიხილავთ ზოგად საკითხებს, მათ შორის თქვენს ურთიერთობას და რამდენიმე საინტერესო გეგმას დასახავთ. იმედია, მალე მათ შესრულებასაც შეუდგებით.


 



ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმი ვიტამინებს ითხოვს, ამიტომ რაღაც ვიტამინიზირებული და გემრიელი უნდა მიართვათ. გირჩევთ, მედიკამენტების ნაცვლად, უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ.
კარიერა: სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებები გელით, რაც, პირველ რიგში, თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე აისახება. ნუ შეშინდებით, მთავარია, მუშაობით ბოლომდე დაიხარჯოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან მიმართებაში უჩვეულო აღმაფრენას გრძნობთ. ის სასიამოვნოდ გაოცებულია თქვენი მოულოდნელი იდეებით, დახვეწილი კომპლიმენტებით და არაჩვეულებრივი საჩუქრებით. მისი მხურვალე აღფრთოვანება გარანტირებული გაქვთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუ მიმდინარე მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ მოგცათ, კორექტივების შეტანას ნუ ეცდებით, რადგან შეიძლება, მედიკამენტები აურიოთ. გირჩევთ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს დაუკავშირდეთ.
კარიერა: საქმე, რომელზეც ამჟამად მუშაობთ, თქვენგან იმაზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გეგონათ. საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, რადგან რჩევისა და დახმარებისთვის უამრავი ადამიანი მოგმართავთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ.
სიყვარული: გემოვნებაზე კამათისთვის შეუფერებელია დღეა. შეიძლება ისე გაერთოთ, რომ არაფრის გამო იჩხუბოთ. არ ღირს კარგი ურთიერთობების სისულელის გამო გაფუჭება, ამიტომ ჯობს, რომ დაუთმოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მენიუში ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ლოსოსი ან ავოკადო შეიტანოთ. ეს პროდუქტები გულის მუშაობასაც დაეხმარებიან და გემოთიც გაგაოცებენ.
კარიერა: როგორი რთული და მრავალმხრივიც არ უნდა იყოს, ამ დღეს სამსახურეობრივ მოვალეობებს გაცილებით სწრაფად გაუმკლავდებით. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი უჩვეულო ქცევის მიზეზების გარკვევა არ უჭირს, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია. რამეს დამალვას აზრი არა აქვს. ღიად და გულწრფელად იმოქმედეთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ისეთი განცდა გაქვთ, რომ არავის უყვარხართ, თუმცა ასე არ არის. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ ამაზე, მით უფრო ჯანმრთელი იქნებით ფიზიკურად და მორალურად.
კარიერა:
ამ დღეს თქვენი სამსახურეობრივი საქმიანობა შეიძლება ახლობლებისა და ნათესავების მხრიდან ხუმრობის და დაცინვის მიზეზი გახდეს. ეცადეთ დაუმტკიცოთ, რომ ნებისმიერი პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია. 
სიყვარული: ეცადეთ, უფრო ხშირად გაიღიმოთ და ცხოვრებით დატკბეთ. საყვარელი ადამიანიც თუ თქვენს მაგალითს მიბაძავს, მთელი დღე მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაივლის, თუმცა მას ამის გაკეთება თქვენზე მეტად გაუჭირდება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს აუცილებლად აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე. შესაძლოა, კვების რაციონში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე სიმშვიდესა და ზომიერებას გპირდებათ. ნუ დაიწყებთ თავგადასავლების ძიებას და არ წამოეგოთ ავანტიურებს. ხვალ ამგვარი საქმიანობა აბსოლუტურად უსარგებლო იქნება თქვენთვის.
სიყვარული: თუკი ხვალ ძალიან მოიწყენთ, შეხედეთ ცას. ეს რჩევა თქვენს საყვარელ ადამიანსაც გამოადგება, თუმცა, გაცილებით ეფექტური იქნება, თუკი ცას ერთად, ხელჩაკიდებულები ახედავთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ამ დღეს მორიელები ამაღლებული განწყობით გამოირჩევით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, სიფრთხილე მაინც გმართებთ ფიზიკური დატვირთვის დროს, განსაკუთრებით - თუკი გულის პრობლემები გაწუხებთ.
კარიერა: ნუ იჯდებით გულხელდაკრეფილი იმის იმედით, რომ ვინმე დაგეხმარებთ სირთულეების გადალახვაში. დახმარებას ვერ მიიღებთ - ასე რომ, თავად ეძებეთ გამოსავალი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ამ ეტაპზე არ შეუძლია თავისი ემოციების ახსნა. თქვენი ამოცანაა, გაუგოთ და ენდოთ მას. დანარჩენი მოგვარდება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ აბების ალკოჰოლთან შეთავსება არასასურველია. ასე რომ, თუ წამლებს იღებთ, ალკოჰოლისკენ ნუ გაგექცევათ ხელი.  
კარიერა: შესაძლოა ხელმძღვანელზე გაბრაზდეთ, რადგან ფიქრობთ, რომ მას შეეძლო, თქვენ მიმართ უფრო ლოიალური ყოფილიყო. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაო, ხოლო შემდეგ თანამშრომლების ჯანსაღი განწყობა. 
სიყვარული: თქვენს ტანდემს ვარსკვლავები ურჩევენ, ერთობლივად ითამაშოთ - ბანალური ბანქოს თამაშიდან დაწყებული, კომპიუტერული თამაშებით დამთავრებული. მთავარია ეს თქვენთვის საინტერესო იყოს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, გაათამამოთ საკუთარი თავი რამე განსაკუთრებით სასარგებლო ან გემრიელით. თუმცა, გადაჭარბება არ ღირს: ყველაზე სასარგებლო კერძის გადამეტებით მიღებაც კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
კარიერა: დღეს შესაძლოა, წინააღმდეგობრივმა სულისკვეთებამ შეგიპყროთ, მაგრამ ნუ დანებდებით. თქვენ ზუსტად იცით, რა გსურთ, ამიტომ ნუ დაუშვებთ ეჭვებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმოქმედეთ ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრეთ.
სიყვარული: თქვენი რჩეული ძალიან შეიცვალა იმ პერიოდში, რაც არ გინახავთ, თუნდაც, უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ „ახალ“ ადამიანთან ურთიერთობა არცთუ ისე მარტივი გამოცდაა, მაგრამ მას ღირსეულად გაუმკლავდებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გულს და ნერვულ სისტემას. შეეცადეთ, დრო ტყუილად არ დაკარგოთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი პრობლემას ვერ გრძნობთ.
კარიერა:  ნუ დაგეგმავთ საღამოს გასართობად წასვლას. დღეს იმდენი სამუშაო გექნებათ, რომ სამუშაო საათების შემდეგაც მოგიწევთ სამსახურში დარჩენა.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს რაღაც მნიშვნელოვან საკითხში არ გაუმართლებს, ამიტომ ის მთელ სამყაროზე გაბრაზდება. შეეცადეთ, ეს ყველაფერი მამაცურად გადაიტანოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობაზე ზრუნვა საჭიროა, თუმცა, ამ საკითხში გადამეტება არ ღირს. სიტუაცია არცთუ ისე რთულია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.
კარიერა: აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებსაც უფროსი თაობისგან მიიღებთ. სწორედ ასე შეძლებთ ამა თუ იმ დავალების შესრულებას ისე, რომ მასზე ფიზიკური და გონებრივი ძალისხმევა მინიმალურად დახარჯოთ. მთავარია, ყურადღებით მოისმინოთ და ყველაფერი დაიმახსოვროთ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს არ ექნება სურვილი, თქვენთან იმდენი დრო გაატაროს, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ, შესაძლოა, თქვენ შორის კონფლიქტი წარმოიშვას. შეეცადეთ, ყველაფერი მშვიდად მოაგვაროთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?