22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ. რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერიც კარგია, მაგრამ ახლა უფრო მეტად ფეხების ამოძრავება გჭირდებათ.
კარიერა: ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გეგმავდით, ამიტომ თავი დაიზღვიეთ და ყველა მოულოდნელობა გაითვალისწინეთ, რომ შეძლებისდაგვარად, მათი თავიდან აცილება შეძლოთ.
სიყვარული: გირჩევთ, საყვარელი ადამიანი ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლოთ. შესაძლოა, მათი შესრულება თავის მოვალეობად მიაჩნია, მაგრამ მათ გარეშე დღეს უფრო ლაღად და ხალისიანად გაატარებს.


 



კურო
ჯანმრთელობა:
თუ საკუთარი თავით დაიღალეთ, ცვლილებების დროა. ახალი ვარცხნილობა ან სილამაზის სალონში ვიზიტი თავის მოწესრიგებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება სახის კანს მიაქციოთ.
კარიერა: შეიძლება აქამდე არ იცოდით, მაგრამ ჩაისა და ყავის დასალევად მოწყობილი შესვენებები სამუშაო პროცესზე ნაყოფიერად აისახება. ნუ მოგერიდებათ ორ საათში ერთხელ თქვენს უშუალო საქმიანობას მოწყდეთ და არომატული სასმელი მიირთვათ.
სიყვარული: ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას ადამიანზე, რომელიც თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. დაიცადეთ, სანამ სიმპათია ან ანტიპათია საბოლოოდ ჩამოყალიბდება და სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მერე მიიღეთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
სტომატოლოგთან ვიზიტის დროა, ოღონდ წინა ვიზიტის მსგავსად, მკურნალობა ფასების მიხედვით არ დაიწყოთ. რა თქმა უნდა, კბილის ამოღება უფრო იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ ასე შეიძლება, საერთოდ უკბილოდ დარჩეთ.
კარიერა: ბოლოს და ბოლოს, მიხვდით, სამუშაო პროცესში რა გაღიზიანებთ, თუმცა შეძლებთ თუ არა ამის გამოსწორებას, სხვა საკითხია. შესაძლოა, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურს, რომ ზუსტად იგივეს გრძნობდეთ, რასაც ის გრძნობს. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ რაც შეგიძლიათ, ყველაფერი უნდა სცადოთ. დაე, იფიქროს, რომ მიზანს მიაღწია და ამჟამად ერთ ტალღაზე ხართ. 




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დაწყებული მკურნალობა არ უნდა მიატოვოთ. აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, თორემ მერე კურსის განახლება გაცილებით რთული იქნება.
კარიერა: ხვალ თქვენი საქმეები წარმოუდგენლად კარგად აეწყობა. აქამდე გეგონათ, რომ ყველაფერი თავზე დაგემხობოდათ, მაგრამ ახლა შესანიშნავი შანსი გაქვთ, კარგი მრჩეველი და დამხმარე იპოვოთ. თანაც, სრულიად მოულოდნელად.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცოტაოდენი ეშმაკობა და მზაკვრობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან ძალიან ფუმფულა და ვარდისფერი თუ იქნებით, შეიძლება თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგოს და ვიღაც ან რაღაც სხვა გამჯობინოთ. თუ მოვლენების ამგვარად განვითარება არ გსურთ, იმოქმედეთ!




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ძალიან დიდია ბრონქების ან ფილტვების დაავადების რისკი. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ.
კარიერა: თავდაუზოგავად შრომობთ, რომ უფროსის თვალში სანიმუშო თანამშრომლის იმიჯი შექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ისედაც იცის, ამიტომ ზედმეტი მონდომება უადგილოა. გააგრძელეთ, როგორც მუშაობდით. ყველაფერი შესანიშნავად გამოგდით.
სიყვარული: მთავარია, სურვილი იყოს და ყველაზე განსხვავებული ადამიანებიც კი შეძლებენ ერთად ცხოვრებას. თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, ყველაფერი გააკეთეთ მის შესანარჩუნებლად.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, ეს დღე იოგასა და მედიტაციას მიუძღვნათ. თუნდაც ამას სახლის პირობებში აკეთებდეთ, ეცადეთ, რომ სწორი ვარჯიშები შეარჩიოთ და განუმეორებლად ჰარმონიული ატმოსფერო შექმნათ. თვალი ადევნეთ სწორად სუნთქვას.
კარიერა: გირჩევთ, კოლეგებთან არაფორმალური სახის საუბრებს მოერიდოთ. გამორიცხული არაა, რომ საუბარში გართულს პროექტის ჩაბარების დრო გაგეპაროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, ჩამოაყალიბოს თქვენთან, ცხოვრებასა და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია, თუმცა ამის გაკეთება მაინც მოუწევს. შესაძლოა, გაურკვევლობამ თქვენთან  პრობლემები შეუქმნას.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე უსიამოვნო სიურპრიზებს ნამდვილად არ გიმზადებთ, თუმცა, მაინც დაიზღვიეთ თავი: ნუ გახვალთ გარეთ იმ მედიკამენტების გარეშე, რომელთაც ყოველდღიურად იღებთ.
კარიერა: შეეცადეთ, მებრძოლი განწყობა შეიქმნათ. დიდი ალბათობით, დაიბნევით, რადგან კამათის თემის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ. როგორც არ უნდა გსურდეთ სიტუაციაში გარკვევა, მაქსიმუმ, რაც შეგიძლიათ, საკუთარ თავზე აიღოთ - დაპირისპირებული მხარეები დააწყნაროთ. სასურველია - შორიდან.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი სტანდარტულ პრობლემებს არასტანდარტული გზით გადაწყვეტს. თუმცა, თქვენ მისი გადაწყვეტილება გაგაკვირვებთ, რადგან ფიქრობთ, რომ ნორმალური ადამიანები შექმნილ სიტუაციაში ამგვარად არ მოქმედებენ. სხვათა შორის, თქვენი მეორე ნახევარი ნორმალური რომ იყოს, მასთან ურთიერთობა თქვენთვის აშკარად მოსაწყენი გახდებოდა.


 


მორიელი
ჯანმრთელობახვალ მოწყენა თქვენთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე გადამეტებული ჭამა ან ძილი. ვარსკვლავები გირჩევენ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი ყოველდღიურობა და დასვენების დღეები, რათა ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს, თუნდაც, ცოტა ხნით.
კარიერა: შეეცადეთ, თავი დაცულად იგრძნოთ. ბედისწერას არ უყვარს ჩივილი და წუწუნი, ხვალ კი ის აშკარად თქვენს მხარეს იქნება. იმ შემთხვევაშიც, თუკი  კონსტრუქციული ოცნებები გაქვთ, მათი ასრულების შანსი ძალიან დიდია.
სიყვარული: ხვალ მოდუნებული და დამძიმებული იქნებით. თქვენი მეორე ნახევარი კი თქვენს ამ მდგომარეობას ისე აღიქვამს, თითქოს მისი გაგების ან ყურადღების მიქცევის სურვილი არ გაქვთ. შეეცადეთ, აუხსნათ მას თქვენი გადაღლილობის მიზეზი. იქნებ გაგიგოთ?.. დიახ, და შეეცადეთ, ხშირად გაიღიმოთ, რისთვისაც ფიზიკური ან ემოციური ძალისხმევის გამოჩენა საჭირო არ არის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: მშვილდოსნებო, ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, რადგან სხეულის ეს ნაწილი თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე დაუცველია. არ დაგავიწყდეთ სამკურნალო ვარჯიშები და შეეცადეთ, კისრის კუნთები ზედმეტად არ გადატვირთოთ.
კარიერა: უსარგებლო კადრებმა შესაძლოა, იმდენად დაგაზარალოთ, რომ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები არასერიოზულად მოგეჩვენოთ. თუკი თქვენს თანამშრომლებზე პასუხისმგებლობას გრძნობთ, ხვალ განსაკუთრებული გულდასმით შეამოწმეთ ახალი კანდიდატურა და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
სიყვარული: თქვენი ოჯახური ურთიერთობები იშვიათი სიმშვიდითა და სტაბილურობით განვითარდება. ყველა უთანხმოება წარსულში დარჩება და ხვალიდან  არ მოგიწევთ იმის გარკვევა, რატომ პოულობთ მუდმივად ჭუჭყიან წინდებს საწოლის ქვეშ. ხვალ წინდებს არა საწოლის ქვეშ, არამედ გასარეცხების კალათაში აღმოაჩენთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ხვალ თხის რქები მასაჟს გაიკეთებთ. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდება ტერფებისა და ზურგის მასაჟი და, ასევე, მასაჟი კისრის მიდამოებში. სხვათა შორის, თუკი გრძნობთ, რომ დამატებით კიდევ რამე გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ ამის შესახებს სპეციალისტთან საუბარი.
კარიერა: ნუ გექნებათ იმედი, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის მიზეზით სამსახურიდან ადრე გაგიშვებენ. პირიქით, ბევრი შრომა და მუხლჩაუხრელი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს: ზეგისთვის ნაკლები საქმე დაგრჩებათ.
სიყვარულიხვალ წარსულის აჩრდილები შემოგიტევთ. მოულოდნელად ყოფილ საყვარელ ადამიანთან დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებათ ან თუნდაც მისი ნახვის, ხმის გაგონების... მთავარია, ამ შეგრძნებებმა ამჟამინდელ მეორე ნახევართან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობახვალინდელი დღე საკმაოდ დაძაბული და  ნევროზული იქნება მერწყულებისთვის, თუმცა, სპეციალური დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება არ ღირს. შეგიძლიათ, ძილის წინ ცხელი რძე მიირთვათ.
კარიერა: ხვალ თანამშრომლები სამუშაო განწყობის შექმნაში ხელს შეგიშლიან და თქვენს საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრირებას, ფაქტობრივად, ვერ შეძლებთ. ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, თუნდაც, სამომავლოდ მათთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაიგოს, რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან მასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი ან ესა თუ ის პრობლემა. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სცადოთ, აუხსნათ მას თქვენი შეხედულება, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ეს მაინც უიმედო საქმეა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სახის ვარჯიში. თუკი არ იცით, ეს რას ნიშნავს, დადექით სარკის წინ და შეიცვალეთ მიმიკები. თუნდაც, ხშირად გაიღიმეთ. არც ეს გაწყენთ.
კარიერახვალ თქვენს საქმიანობაში სწრაფად გარკვევაში ის ფოტო დაგეხმარებათ, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მუდმივად გიდევთ. საყვარელ  თვალებში ცქერით გაიგებთ, რომ სასწრაფოდ უნდა დაასრულოთ დოკუმენტებზე მუშაობა და ახლობელი ადამიანის გვერდით აღმოჩნდეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენ გამო მთებს გადადგამს. თანაც ძალიან ინტენსიურად. ციდან სპეციალურად თქვენთვის მოწყვეტილი ვარსკვლავები საიმედო ადგილას გადამალეთ და მადლობა გადაუხადეთ მას კომპლიმენტებისთვის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვინმესთვის ასე მიმზიდველი და სასურველი ხართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?