23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: რაც უფრო დიდხანს იძინებთ, თავს მით უფრო მხნედ იგრძნობთ. ამიტომ ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კარიერა: გირჩევთ, დაგეგმილ მივლინებაზე უარი თქვათ და გამგზავრება რამდენიმე დღით გადადოთ. ამჟამად მგზავრობისთვის არასასურველი პერიოდია, რადგან მოსალოდნელ შედეგს ვერ მიიღებთ, სამაგიეროდ, ისე დაიღლებით, რომ გონზე მოსასვლელად დიდი დრო დაგჭირდებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურვილი აქვს, გულში ჩაგიკრათ და არასოდეს, არსად გაგიშვათ. ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა სცადოთ.



კურო
ჯანმრთელობა:
თქვენი ბრძოლა გლუვი და ნოტიო კანისთვის წარმატებულად დასრულდება, თუმცა, სხვადასხვა სახის კოსმეტიკური საშუალებებით კანის ზედმეტად დანოტივებას არ გირჩევთ. ეს კარგ შედეგებამდე არ მიგიყვანთ.
კარიერა: ეცადეთ, თქვენს უშუალო მოვალეობებს მეტი დრო დაუთმოთ და არასამსახურებრივი საქმეებით ნაკლებად დაკავდეთ. გახსოვდეთ,რომ საქმეს რაც უფრო მალე და ხარისხიანად დაასრულებთ, მით მეტი დრო გექნებათ გასართობად.
სიყვარული: თქვენს რჩეულს უჭირს რაღაც ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ძირეულად შეცვლის თქვენთან ურთიერთობებს. ორივე ხვდებით, რომ თქვენი სამომავლო ურთიერთობების განვითარებისთვის ცვლილებები აუცილებელია. 



ტყუპები
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ ამ დღეს მანტრას წაიკითხავთ და ღრმა მედიტაციაში ჩაიძირებით. შეგიძლიათ, იმეოროთ „Supreme“ (უზენაესი), ან „AUM“ („ომ“), ან „ღმერთო“ რამდენიმე წუთის განმავლობაში და აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, მხოლოდ უკეთესობისკენაა. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ და ორგანიზმიც პოზიტივით გიპასუხებთ.
კარიერა: დიდი ფულისთვის გარისკვას არ გირჩევთ - შესაძლოა, საერთოდ უკაპიკოდ დარჩეთ. გახსოვდეთ, რომ ამჟამად საეჭვო გარიგებებისა და სარისკო გადაწყვეტილებებისთვის ხელსაყრელი დრო არაა. დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ და დანარჩენი უკეთესი დროისთვის დაგეგმეთ.
სიყვარული: რაც უფრო მეტს ნერვიულობთ, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ, იმ ადამიანს მოეწონოთ, ვინც დიდი ხანია, მოგწონთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და სასურველი ადამიანი აუცილებლად თქვენი გახდება.         

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რას და რამდენს მიირთმევთ. მენიუდან გამორიცხეთ სუნელებით შეზავებული ცხიმიანი საკვები. ამჟამად თქვენს ორგანიზმს ისეთი პროდუქტები სჭირდება, რომლებსაც ადვილად აითვისებს.
კარიერა: ცეცხლს ნუ ეთამაშებით. დიდი მოგების მისაღებად რისკზე ნუ წახვალთ, თორემ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. ამჟამად ბედი არ გწყალობთ და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
სიყვარული: ერთადერთი, რასაც ხვალ უნდა ენდოთ, საკუთარი ინტუიციაა. თუ გკარნახობთ, რომ საყვარელ ადამიანს არ უნდა შეხვდეთ, თუნდაც გული სხვას გთხოვდეთ, ნუ შეხვდებით. შესაძლოა, საკუთარი შინაგანი ხმის დიდად არ გჯერათ, მაგრამ დღეს უნდა დაუჯეროთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა სიტუაციის შესაფასებლად. სავარაუდოდ, დღის განრიგის ოპტიმიზაციასთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებით, თავში რაღაც წარმატებული იდეა მოგივათ, რასაც მშვენივრად განახორციელებთ.
კარიერა: ხვალ კოლეგებსა და პარტნიორებს არ უნდა ენდოთ. თუნდაც ძალიან სურდეთ, მათგან სასარგებლოს ვერაფერს მოისმენთ. ყველაზე კარგი, რასაც გააკეთებთ, ხვალ მათთან შეხვედრა აუცილებელ მინიმუმამდე შეამცირეთ ან საერთოდ გააუქმეთ.
სიყვარული: კირჩხიბ ქალებს ხვალ სამკაულებისა და სხვადასხვა წვრილმანების ყიდვის სურვილი მოეძალებათ, თუმცა გირჩევთ, საფულე ძალიან არ დააცარიელოთ. ქარაფშუტულად დახარჯული ფული მალე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენი სახის ფერს. შესაძლოა, რაღაც წესრიგში არ გაქვთ. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარებას გირჩევთ.
კარიერა: ხვალ თქვენი ფანტაზიის უნარი ძალიან გამოგადგებათ. ის ისეთი საოცრებების შექმნაში დაგეხმარებათ, როგორიც აქამდე არც დაგსიზმრებიათ. ასეა თუ ისე, ხვალ ნამდვილად არ მოიწყენთ.
სიყვარული: ქალწულების ოჯახური იდილია შეიძლება რაღაც პრობლემებმა დაარღვიოს. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანს თქვენი უყურადღებობა ძალიან გაანაწყენებს და ამის მიზეზი ნამდვილად ექნება. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ. დაინტერესდით მისი საქმეებით, ჰკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ ეცადეთ, ძალიან მომაბეზრებელი არ იყოთ, თორემ სიტუაციას უფრო გაამწვავებთ.




სასწორი
ჯანმრთელობახვალ სასწორების ჯანმრთელობას ყველაზე მეტად სტრესი ავნებს, ამიტომ, თუკი მგრძნობიარე ადამიანი ხართ, შეეცადეთ, დამშვიდდეთ და ნერვები გაიმაგროთ.
კარიერა: სამსახურში ცვლილებები გელოდებათ, რომლისთვისაც მზად აშკარად არ ხართ. რა გაეწყობა, ხვალინდელი დღე შესაფერისია იმისთვის, რომ სიტუაცია გადალახოთ.
სიყვარული: რეალურად, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ. თქვენი უნარები სრულიად საკმარისია ყველა პრობლემის გადასაწყვეტად, რომლებიც პირად ცხოვრებაში შეგექმნებათ. თქვენი საყვარელი ადამიანი აქტიურად დაგეხმარებათ და გვერდში დაგიდგებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ცუდი დღეა მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს. შეეშვით სახლის კაპიტალურად დალაგებას და ქიმიური საშუალებებით სარგებლობას. ასევე, ფრთხილად იყავით ყვავილებთან, ახალ საკვებთან და კოსმეტიკასთან.
კარიერა: თქვენთვის ფიზიკური შრომა იმდენად მიმზიდველია, რომ ხვალ მუშაობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა.
სიყვარული: ხვალ იქნებ მიაქციოთ ყურადღება იმ ადამიანს, რომელიც უკვე დიდი ხანია გაკვირდებათ და თვალს ვერ გაშორებთ. იქნებ ის ღირსეული ადამიანია და მასთან ნაცნობობის გაგრძელება ღირს?..


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობახვალ ვარსკვლავები გირჩევენ, შეზღუდოთ მარილის მიღება. გადამლაშებული კერძები თქვენს ორგანიზმს დიდ ზიანს მიაყენებს.
კარიერა: ხვალინდელი დღე წარმატებული იქნება ნებისმიერი სახის ინტელექტუალური მოქმედებისთვის. აი, ფიზიკური შრომა, პირიქით, საკმაოდ დაგაზარალებთ. ამიტომ შეეცადეთ, ზომიერად დაიტვირთოთ. თუკი მაინც აქტიურობაზე ხართ მომართული, დაკავდით იოგით, ეს გამოჯანმრთელებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ გაიგებთ, რომ თქვენს მოთმინებას საზღვარი აქვს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თქვენი საყვარელი ადამიანიც მიხვდება, ამიტომ ის პირველი იგრძნობს მოთმინების ძაფის გაწყვეტას. სწორედ მასზე გადატყდება თქვენი სიბრაზის ჯოხი, თუმცა, ვარსკვლავებს იმედი აქვთ, რომ ეს დროებითია.


 


თხის რქა
ჯანმრთელობახვალ თავს დაღლილად იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სამუშაო გაქვთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სრულყოფილად დაისვენოთ.
კარიერა: ხვალ საკმაოდ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რაც თქვენს განწყობაზე ნეგატიურად აისახება. თუმცა, ეს დღე უნდა გადალახოთ: ზეგიდან თავს უფრო ხალისიანად იგრძნობთ.
სიყვარული: თხის რქები საკუთარ ბედნიერებას თავად მოიპოვებენ, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა. იხელმძღვანელეთ მიღებული გადაწყვეტილებით, გრძნობებითა და გონებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ საკმაოდ მარტივ საკითხებზე ძალიან ბევრს იფიქრებთ, რაც თქვენი ნერვებისთვის სასურველი ნამდვილად არ არის. შეეცადეთ, სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედოთ.


კარიერა: ხვალინდელი დღე იდეალურია კავშირების დასამყარებლად, რაშიც თქვენი შარმი და ნიჭი დიდ როლს შეასრულებს. თუმცა, ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება არ ღირს. გახსოვდეთ, უმჯობესია, ცოტა, მაგრამ უკეთესად! ისე კი, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დაგავიწყდეთ თქვენი მთავარი მოკავშირე - იუმორის გრძნობა!
სიყვარული: დაუნანებლად მოიშორეთ ყველაფერი ძველი, გაწყვიტეთ გაყინული ურთიერთობები და მოემზადეთ ახალი, ნათელი ცხოვრებისთვის! მხოლოდ აჟიოტაჟის დროს არ დაიბნეთ და არ მოიშოროთ ისეთი რამ, რაც თქვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ გადადებთ ზეგისთვის იმას, რის გაკეთებასაც ხვალ შეძლებთ, ამიტომ ნუ იტყვით უარს როგორც მკურნალობის კურსის, ასევე, სპორტული ვარჯიშების ან დაბალანსებული დიეტის დაწყებაზე.
კარიერა: თავდაჯერებულად მიიწევთ დასახული მიზნისკენ, თანაც ისე, რომ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავთ. საკმარისია, წამით შეჩერდეთ და მიხვდებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვეთ. რა თქმა უნდა, სიმტკიცე შესანიშნავია, მაგრამ მოქმედების სტრატეგიაც არ უნდა დაივიწყოთ.
სიყვარული: შეეცადეთ, ხვალ დისტანცია დაიჭიროთ იმ ადამიანთან, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მომაბეზრებელი გახდებით. უმჯობესია, თქვენი ყურადღება დაიმსახურონ, ვიდრე გაგექცნენ და თავიდან მოგიშორონ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?