27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვალი 23:00
62

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თავის ტკივილმა შეგაწუხათ? იქნებ ტკივილგამაყუჩებლების დალევაზე მეტად სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეხმაროთ? სავარაუდოდ, კომპიუტერის მონიტორთან ძალიან დიდ დროს ატარებთ და ამიტომ გადაიღალეთ.
კარიერა: გირჩევთ, ახლობლების და ნათესავების რჩევებზე მეტად, სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ამ საქმის რამე გაგეგებათ.
სიყვარული: ამ დღეს პირადი ბედნიერების შანსი ისე მაღალია, როგორც არასდროს. ყველაფერი იღონეთ, რომ აქედან სარგებლის და სიამოვნების მაქსიმუმი მიიღოთ, თორემ საქმე სანანებლად გაგიხდებათ. 




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ამ დღეს ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენონ, ამიტომ ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა უნდა გამოიჩინოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და მიიღეთ საჭირო რაოდენობის ვიტამინი C.
კარიერა: ამ დღეს საკუთარი უნიკალურობისა და შეუცვლელობის დამტკიცებას შეძლებთ. მეტისმეტი არ უნდა მოგივიდეთ, თორემ მომავალში თქვენგან მხოლოდ სასწაულების მოლოდინში იქნებიან. 
სიყვარული: თქვენს რჩეულს სურს, რომ სიყვარულში რაღაც განსხვავებული, უჩვეულო და დაუვიწყარი მეთოდით გამოგიტყდეთ.. რთული ამოცანაა, რომელიც შეიძლება ვერც შეასრულოს. მთავარია, იცოდეთ, რომ ასეთი სურვილი ჰქონდა და გარემოებებმა მისი განხორციელების საშუალება არ მისცა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ამ დღეს თვალებს განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეთ. კომპიუტერთან და ტელევიზორთან ყოფნის დრო მაქსიმალურად შეამცირეთ და კოსმეტიკისგან თავი ჭორს დაიჭირეთ.
კარიერა:
ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში ცდუნება გძლევთ, რომ იმის იდეები გამოიყენოთ, ვინც რაღაც მსგავსს თქვენამდე აკეთებდა. გახსოვდეთ, მარტივი გამოსავალი ყოველთვის საუკეთესო არაა, რადგან პლაგიატი შეუმჩნეველი არ დარჩება. ცოტა მეტი იშრომეთ და უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სიყვარული:  ზოგჯერ პირადი ცხოვრებისგანაც გვჭირდება დასვენება, ამიტომ ეს დღე საყვარელი ადამიანისგან მოშორებით უნდა გაატაროთ და მასთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ. ხანდახან ძალიან გვინდა, რომ ვინმეს ნახევარი კი არა, ერთი მთლიანი ვიყოთ. დღეს ასეთი წამოწყებებისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა.   


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ სწორად კვებაზე. თუ ალერგიული არ ხართ, გირჩევთ მენიუში თევზი შეიტანოთ. ნუ დაივიწყებთ ხილისა და ბოსტნეულის სარგებლობაზეც.
კარიერა: თუ სამსახურში რაღაც არ გამოგდით, არ იდარდოთ. შესაძლოა, უბრალოდ პრობლემის მრავალმხრივობა ვერ შენიშნეთ.კონტრაქტი ვერ დადეთდა უფროსი უკმაყოფილოა? არა უშავს. შეიძლება ეს უკეთესიც იყოს. დრო გაჩვენებთ.
სიყვარული: თქვენი ბედნიერება სადღაც ძალიან ახლოსაა. შესაძლოა, გვერდით ბილიკზეც კი, მთავარია დროულად შენიშნოთ. შესაძლოა, ამისთვის ბილიკიდან გადახვევა და ბუჩქებში ძრომიალი მოგიხდეთ, მაგრამ მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, საუზმე მაქსიმალურად მსუბუქი იყოს. აუცილებელი არ არის, კუჭი დილიდან დატვირთოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ადვილად ასათვისებელ საჭმელს და დაძინებამდე სამი საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ.
კარიერა:
თქვენს იმედს, რომ ცოტა დასვენებას და მოდუნებას მოახერხებთ, ასრულება არ უწერია, რადგან მთელი დღე „გადარბენებზე“ ხართ. სხვა გზა არ გაქვთ, უნდა იმუშაოთ. გადარბენის დროს პოტენციური დამხმარე თუ შემოგხვდათ, ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ამჟამად თქვენთვის მხარდაჭერა და მზრუნველობა ძალიან აუცილებელია და სამწუხაროა, თუ საყვარელ ადამიანს ეს არ ესმის. მიანიშნეთ ან, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ უთხარით. თუ ამანაც არ იმოქმედა, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად იმ ადამიანის გვერდით ხართ, ვინც საჭიროა?




ქალწული
ჯანმრთელობა:
დაინდეთ საკუთარი კანი. თუ ადრე ნებისმიერი კოსმეტიკა გიხდებოდათ, ახლა სპირტის შემცველი ლოსიონების მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კარიერა:
თუნდაც თეორიულად კარგი რჩევის მოცემა შეეძლოთ, თავი შეიკავეთ ახლობლებისა და ნათესავების აზრის გათვალისწინებისგან. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ და საქმეში, რომელიც მხოლოდ თქვენ გეხებათ, ნურავის ჩარევთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდით თავს მშვიდად და მყუდროდ ვერ გრძნობს, რადგან შემთხვევას ხელიდან არ უშვებთ, რომ საკუთარი ინტელექტის დონე არ აღნიშნოთ. ადამიანის გვერდით, რომელიც გამუდმებით ციტატებით და ბრძნული გამონათქვამებით საუბრობს, შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსიც კი ჩამოუყალიბდეს. ეცადეთ, უფრო მარტივი და ადვილად გასაგები გახდეთ და ურთიერთობის პრობლემა თავისთავად გაქრება.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, არასაკმარისი აქტიურობა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ გაიაროთ თუნდაც რამდენიმე კილომეტრი ფეხით და დიდ ხანს გაჩერდეთ სუფთა ჰაერზე.
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ. უბრალოდ, არ ჩავარდეთ პანიკაში, არ მიაგდოთ საქმეები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ  საპასუხიმგებლო მოვლენისთვის უნდა გაემზადოთ. წინასწარ ნერვიულობა არ ღირს. გამონახეთ დროის თავისუფალი მონაკვეთი და მშვიდად დაგეგმეთ საუბრის ძირითადი თემები.
სიყვარული: როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება თქვენს პარტნიორს ბევრი ფული? პასუხი, ბუნებრივია, მხოლოდ მან იცის. თუკი ვერ ხვდებით, იქნებ მას პირდაპირ ჰკითხოთ. ვარსკვლავები ეჭვობენ, რომ თქვენი რჩეული სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. არ ინანებთ, რომ წინასწარ ამის შესახებ არაფერი იცოდით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ამ დღეს შეეცადეთ, ფეხით ბევრი იაროთ. მგავსი „ვარჯიში“ რთული დღის შემდეგ თქვენს ჯანრმთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაუფრთხილდით თვალებს, ხელებს, ფეხებს და სხვა მნიშვნელოვან ნაწილებს - ისინი ჯერ კიდევ გჭირდებათ.
სიყვარული:
„თითქოს ყრუ არ ვარ და არც ის არის ბრმა... რატომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს? ალბათ, არ გვსურს - მიზეზი მხოლოდ ეს არის“. პრობლემები მხოლოდ იმიტომ გექმნებათ, რომ ყველაფერს მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან აანალიზებთ და არ ცდილობთ, სიტუაციას თქვენი მეორე ნახევრის თვალით შეხედოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენ ფილტვებს დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა ზიანს აყენებს. იქნებ ცოტა ხნით მაინც გახვიდეთ ქალაქგარეთ და ორგანიზმი სუფთა ჰაერით გააჯეროთ.
კარიერა: ხვალ მოგიწევთ, შეასრულოთ ის საქმე, რომელზე მუშაობაც კარგა ხნოს წინ გადაავადეთ. მისი კიდევ დაყოვნება არ ღირს. თუკი რამის გაკეთებას მაინც ვერ ასწრებთ, უმჯობესია ეს  გულწრფელად აღიაროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, გაიგოს, თუ რას ფიქრობთ თქვენი ურთიერთობის პერსპექტივებზე. შეეცადეთ, თქვენი დამოკიდებულება უფრო გასაგები გახადოთ, რათა თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა მცდარი დასკვნები არ გააკეთოს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებო, გაუფრთხილდით საკუთარ ძალებს და შეეცადეთ, დიდი რაოდენობით მიიღოთ ენერგიული საკვები და თან დასვენებაც შეძლოთ. მოერიდეთ ნეგატიურ ემოციებს.
კარიერა: დირექტორთან საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ გარკვევა, თუ თქვენ შორის რომლის გადაწყვეტილებაა ოპტიმალური თქვენი კომპანიის პრობლემების გადასალახად. შეეცადეთ, იყოთ ობიექტური და ჯანსაღად შეაფასოთ როგორც თქვენი, ასევე, მისი წინადადებები.
სიყვარული: ხვალ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს უნიკალური და შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ამ დღეს დასვენების თუნდაც მცირედი შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად ისარგებლეთ, რადგან ხვალ, შესაძლოა, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.
კარიერა: იმ მერწყლებისთვის, რომელთაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს, ეს დღე ყველაზე წარმატებული აღოჩნდება პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. დასაწყისისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, გავლენიანი ადამიანისგან მხარდაჭერა მიიღოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის სურვილის მიხედვით მოქმედება, რა თქმა უნდა, , მაგრამისასალმებელია, თუმცა თქვენ ისეთი საინტერესო პიროვნება ხართ, გაგიჭირდებათ სიყვარულისთვის საკუთარი ინდივიდუალურობის დაკარგვის საფრთხის წინ აღმოჩნდებით, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ხვალ მოხდეს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი ხვალ საღამოსკენ სხეულის ქავილი შეგაწუხებთ, ეს მიგანიშნებთ, რომ ალერგია გაქვთ, რომელსაც სამსახურში არსებული გარემო-პირობები წივევს.
კარიერა: ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მოგიწევთ მუშაობა: ორი-სამი პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც კვირის განმავლობაში დაგიგროვდათ. ამ ყველაფერს რამდენიმე საათში გაუმკლავდებით, ხოლო დარჩენილ დროს შეგიძლიათ დაისვენოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი არ ისურვებს თქვენი ქცევების მიზეზების გარკვევას და კითხვის დასმას - „რატომ?“ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ, გაუგოთ ერთმანეთს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.