28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ძალოსნური ვარჯიშებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ხვალ ვარჯიშს ფეხით სიარული სჯობს, ამიტომ გირჩევთ, სასეირნოდ წახვიდეთ. ცნობისთვის, კარტოფილის საყიდლად მაღაზიაში წასვლა სეირნობა არ არის.
კარიერა: ეს დღე თავდაჯერებას და კარგ განწყობას მოგიტანთ, რის გამოც თქვენი პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდება. საქმეების გროვა, რომლებიც გუშინ ევერესტის მწვერვალს გაგონებდათ, დღეს უმნიშვნელო წვრილმანად მიგაჩნიათ. კარგი იქნება, თუ საქმეს ამ განწყობით შეუდგებით.
სიყვარული: გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ერთად, საღამო კულტურულ ღონისძიებებს დაუთმოთ. წადით თეატრში, კონცერტზე ან, ბოლოს და ბოლოს, კარგ ფილმს უყურეთ. არ დაგავიწყდეთ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილების და რა თქმა უნდა, კოცნის გაზიარება.




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, ორგანიზმს დასვენების საშუალება მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის მხოლოდ სურვილი და დივანზე წამოწოლა საკმარისი არაა. ეცადეთ, გარემო შეიცვალოთ.
კარიერა: ხვდებით, რომ თქვენი პროფესიის ადამიანისთვის საკმაოდ უცნაური და შეუსაბამო ინტერესები გაქვთ, ამიტომ კოლეგებისა და თანაკურსელების წრეშიც კი დისკომფორტს გრძნობთ, როცა საუბარი სამსახურებრივ თემებს ეხება. ეცადეთ, ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ.
სიყვარული: ხვალ საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ და განუმეორებელი იყოთ. არსებული ან პოტენციურად საყვარელი ადამიანი აუცილებლად შენიშნავს და თქვენს მცდელობას დააფასებს.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ადვილად ექცევით სხვების გავლენის ქვეშ, ამიტომ სანამ ვინმეს რჩევას დაუჯერებდეთ, დარწმუნდით, რომ ეს არ დაგაზარალებთ. კარგი იქნება, თუ რეკომენდაციისთვის ექიმს მიმართავთ.
კარიერა: ამ დღიდან მოყოლებული, შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ, ისწავლოთ და თქვენი ფირმის განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა მიიღოთ, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ამჟამად არცთუ ისე მაღალი იქნება.
სიყვარული: გარშემო უამრავი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც ოცნებობენ, თქვენი ულევი ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა გაუზიაროთ. ეცადეთ, ეს ადამიანები „თავზე არ დაისვათ“, თორემ მათი ჩამოყვანა ძალიან გაგიჭირდებათ.       



  
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ძველი პრობლემების ახლებურად ხედვა გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, ზოგიერთი პრობლემა მოულოდნელად და რადიკალურად უნდა გადაჭრათ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. შეიძლება ამან თქვენს სამომავლო პროფესიულ საქმიანობას (და არამარტო მას) ავნოს. ეცადეთ, სამყარო ისე აღიქვათ, როგორიცაა. არც მეტი და არც ნაკლები.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად, უკეთესობისკენ შეიცვლება. საკუთარი ბედნიერების არ გჯერათ და მომხდარის მიზეზების ძიებაში ხართ. იქნებ, ამის ნაცვლად, დრო უფრო კარგად გამოიყენოთ და ბედნიერების მორევში თავით გადაეშვათ?




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ყურადღების კონცენტრაციის უნარი და რეაქციის სისწრაფე არ გაკლიათ, ამიტომ შეგიძლიათ, ექსტრემალური სპორტის სახეობით დაკავდეთ, თუმცა მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით და წინდახედულება გამოიჩინეთ.
კარიერა: შესაძლოა, ადამიანებისთვის საკუთარი შეცდომების შეხსენება მოგიწიოთ. ეცადეთ, სათქმელის გადმოსაცემად ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.
სიყვარული: ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ხვალ დაგემართოთ, ისაა, რომ საყვარელ ადამიანს სწორედ მაშინ გაუცრუებთ იმედს, როცა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ამის სპეციალურად გაკეთებას გადაწყვეტთ. ცოტაოდენი ყურადღება, მოთმინება და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით. 


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, არ გაცივდეთ. თუნდაც სულაც არ გციოდეთ, ახლა სხეულის გასაკაჟებელი პროცედურებით თავის მოწონების დრო არაა.
კარიერა: შესაფერისი დღეა რთული მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამა თუ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გიჭირთ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან უახლოეს ხანებში ასეთი შესაძლებლობა აღარ გექნებათ.  
სიყვარული: რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე კარგ ხალხთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად  გატარებული სასიამოვნო საღამოა? სავარაუდოდ, საერთო მეგობრები რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავ წვეულებაზე ორივეს ერთად მიგიწვევენ. საღამო ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაივლის. 


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დილას ფიზიკური ვარჯიშით დაიწყებთ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ზურგის კუნთებსა და პრესზე.
კარიერა: ხვალ ნუ ეცდებით, იყოთ ორიგინალური პრობლემების ახალი და უჩვეულო გადაწყვეტილების მოფიქრების დროს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია და იმოქმედეთ ისე, როგორც გამოცდილება და პროფესიონალიზმი გიკარნახეთ. ამგვარი გადაწყვეტილება საუკეთესო იქნება.
სიყვარული: ხვალ ახალი ადამიანის გაცნობაში ძალიან გაგიმართლებთ, რაშიც, ინტერნეტსივრცე ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. მოძებნეთ გაცნობის საიტები. შესაძლოა, იმ ადამიანმა გიპასუხოთ, რომელიც უკვე დიდი ხანია გეძებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, უბრალოდ, მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება თუნდაც იმ სიტუაციებიდან, რომლებიც თქვენ გარშემო ხდება. ნებისმიერი სახის სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
კარიერა: კოლეგები ყოველთვის აფასებდნენ თქვენს გამომგონებლურ ნიჭს. თუმცა, ხვალ ნუ იჩქარებთ. არ ღირს მოვლენების დაჩქარება. არ იფიქროთ, რომ თქვენი ნამუშევარი მომენტალურად მოგიტანთ შედეგს. გამოიჩინეთ მოთმინება და ყველაფერი რიგზე იქნება.
სიყვარული: ხვალ რისკზე წასვლის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა, საყვარელი ადამიანი თქვენს სურვილს კატეგორიულად შეეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ ინიციატივის შესახებ უმჯობესია, მას არაფერი უთხრათ, რა თქმა უნდა, თუკი თქვენი გადაწყვეტილება კონკრეტულად მას არ ეხება. გაიგოს ყველაფერი მას შემდეგ, რაც თქვენი რისკზე წასვლა გაამართლებს. 


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნები ძალების საოცარ მომატებას იგრძნობენ. უბრალოდ, შეეცადეთ, არ გადაამეტოთ თქვენი შესაძლებლობების შეფასება. უმჯობესია, ოქროს შუალედი დაიცვათ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ იმ ინტერნეტგვერდებს ეწვიოთ, რომლებიც სხვადასხვა სააგენტოში დასაქმებას შემოგთავაზებენ. ამგვარი სასარგებლო საქმიანობისთვის სხვა დრო, უბრალოდ, არ გექნებათ, ამიტომ არ გადადოთ ვარსკვლავების მოცემული დავალება განუსაზღვრელი ვადით.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს, შესაძლოა, სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოგექმნათ. ნუ დახუჭავთ მათზე თვალებს: მაინც არ გამოგივათ. უმჯობესია, პრობლემებს ღიად შეხვდეთ. იქნებ გაუგებრობას თქვენი გადაწყვეტილების „შეეშინდეს“  და უკან დაიხიოს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, ფეხები თბილად და კომფორტულად გქონდეთ, განსაკუთრებით, თუკი ხვალ ფეხით ბევრი სიარული მოგიწევთ. უხარისხო ან არასეზონურ პრობლემებს შეგიქმნით.
კარიერა: სამწუხაროდ, ის გეგმები, რომელთა რეალიზება ხვალ გაქვთ გადაწყვეტილი, ვერ შესრულდება და რაც თქვენი ბრალი სრულებით არ იქნება. თქვენგან დამოუკიდებელი გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდებით, შეხვედრა სხვა დროისთვის გადადოთ.
სიყვარული:
ფიქრობთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი ძლიერი ადამიანია? - სულიერად თუ ფიზიკურად - არ აქვს მნიშვნელობა. ხვალ დარწმუნდებით, რომ თქვენი მოსაზრება ყოველთვის არ ამართლებს, რადგან მიხვდებით, რომ თქვენი რჩეული საკმაოდ მერყევი ბუნებისაა და თავს დაუცველად გრძნობს. დაუდექით მას გვერდით მძიმე წუთებში. მისთვის თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის რეკომენდებულია ზომიერი დატვირთვა, თანაც ვარსკვლავები ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას არ გირჩევენ. ასე რომ, მოგიწევთ ინტელექტუალური მუშაობა.
კარიერა: ვარსკვლავები გეგმების შემუშავებაში წარმატებებს გპირდებიან. კარგი დღეა ხანგრძლივი კონტრაქტების დასადებად, მაგრამ თვალი ადევნეთ თქვენს ხასიათს. შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანებმა მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და გეგმები ჩაგიშალოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს ზედმეტის უფლებას მისცემთ. შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი და ზომიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ეს თქვენთვის რთული დავალებაა, თუმცა, თქვენი ნებისყოფა აუცილებლად დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, აკონტროლოთ საკუთარი წნევა. თუკი მის მოულოდნელ ცვალებადობას იგრძნობთ, აუცილებლად შეეშვით სამუშაოს, მორალურ და ფიზიკურ დატვირთვას და, უბრალოდ, დაისვენეთ.
კარიერა: დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ შემდეგი ხელფასიდან აუცილებლად მოიტოვებდით გარკვეულ თანხას და მანქანის შესაძენად ან სამოგზაუროდ ფულს დააგროვებდით? უმჯობესია, უარი თქვათ ამ იდეაზე - ხვალისთვის ნებისმიერი ფინანსური დაგეგმარება წარუმატებელი აღმოჩნდება. 
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით თავს არაკომფორტულად იგრძნობს, რადგან თქვენი ქცევა მისთვის გაუგებარი იქნება. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენს რჩეულს არანაირი დისკომფორტი არ შეექმნეს თქვენთან ურთიერთობაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?