7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 მარტი 23:00
1649

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძებო, შესაძლოა, ხვალ გული და ხელი შემოგთავაზონ. ეცადეთ, დრო გამონახოთ, რათა სამომავლო გეგმები დასახოთ. ძალიან მალე მათი ცხოვრებაში განხორციელების დროც მოვა. გაიხსენეთ ანდაზა -  „მოჩქარეს მოუგვიანდეს“ და ყველაფერი დინჯად და გააზრებულად აკეთეთ.


კურო
თქვენს სულში დიდი და მცხუნვარე მზე ანათებს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებათ გარშემომყოფებს, რომლებსაც თქვენი არსებობით ცხოვრებას გაულამაზებთ. სურვილის შემთხვევაში, ხვალ ძველი საქმეების დასრულებას შეძლებთ. ნუ დაკარგავთ დროს მეცადინეობაზე, თქვენი გონება დასვენებისთვისაა განწყობილი.


ტყუპები
დიდი ხანია, ცეკვის გინდათ და ხვალ საშუალება მოგეცემათ, სურვილი აისრულოთ. რომელიღაც ფილმის ნახვა სევდიან მოგონებებს აღგიძრავთ, მაგრამ არ იდარდოთ. დიდი შენაძენისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ.


კირჩხიბი
სპონტანურმა და გიჟურმა იდეამ, რომელსაც ხვალ გაახმოვანებთ, შეიძლება გარშემომყოფებში დიდი მხარდაჭერა პოვოს. სამსახურში ახალი თანამშრომლები ან ახალი წესები გამოჩნდება. მდიდარი ფანტაზიის წყალობით, შეიძლება ვიღაცის სიტყვები არასწორად გაიგოთ და ბუზისგან სპილო შექმნათ, რითაც მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.


ლომი
განთავისუფლდით რაღაცისგან, რაც ქვემოთ გექაჩებათ. გაანებივრეთ ახლობლები სითბოთი და ყურადღებით. მათი ბედნიერი თვალები ახალი გმირობისთვის განგაწყობენ. ყველა შესაძლებელი გზიდან, რომელიც დღეს შეიძლება აირჩიოთ, ომისა და კონფრონტაციის გზაზე ნუ შეჩერდებით.


ქალწული
მცირეოდენი დანახარჯის ფასად, უდიდესი სიამოვნება გელით. გირჩევთ, საღამოს გასეირნებისგან თავი შეიკავოთ, რადგან არასასურველი ნაცნობობა გელით. მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც თქვენს ადგილზე აცხადებს პრეტენზიას.


სასწორი
დიდი ხანია, შვილის აყვანაზე ფიქრობთ? იქნებ ხვალ კვლავ წამოწიოთ ეს თემა? ყველაფერი გამოგივათ! სასწორებო, ნუ დაჰპირდებით ადამიანებს იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. ხვალ ცოტა რამ თუ შეძლებს თქვენი განწყობის ამაღლებას.


მორიელი
ხვალ კომპრომისებზე წახვალთ, რაც თქვენს ოპონენტებს ძალიან გაახარებთ და თქვენც მოგეწონებათ პრობლემების გადაწყვეტის ამგვარი მეთოდი. ხვალ მორიელებს გულწრფელი საუბარი აქვთ დაგეგმილი, რაც, შესაძლოა, უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უზრუნველი. შეეცადეთ, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე და დაუფიქრებლად არ მიიღოთ


მშვილდოსანი
ხვალინდელი დღე შესანიშნავია კრეატივისა და დიზაინისთვის. დაკავდით ავეჯის ან ნივთების გადაადგილებით, ან რომელიმე ოთახის გაფორმებით, მაგალითად, სამუშაო კაბინეტის. შესაძლოა, ხვალინდელი დღე მშვილდოსნებმა ახალი ამბის ან მოვლენის მოლოდინში გაატარონ. დახმარებისთვის ნუ მიმართავთ მაგიურ ძალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივ თაღლითს გადაეყრებით.


 


თხის რქა
ადამიანი, რომელიც ამჟამად თქვენ გვერდით არის, ძალიან რთული ბუნებისაა, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია, თავი საყვარლად გაგრძნობინოთ, ამიტომ უშიშრად აჩუქეთ მას თქვენი გულის გასაღები. თხის რქებო, ნუ ეცდებით ხვალ ვინმეს მოტყუებას, რადგან მოტყუებული თავად გამოხვალთ.


მერწყული
მერწყულებო, ხვალ შეეცადეთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ საკუთარი ნიჭით. „სე ლა ვი“ - მერწყულების ხვალინდელი დევიზია. ამ დღეს სხვების პრობლემები ნაკლებად აგაღელვებთ.


თევზები
ხვალინდელი დღე თევზებს აქტიურ დასვენებას ჰპირდება, რაც კმაყოფილებისა და სასიამოვნო დაღლის შეგრძნებას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუკი ცოტაოდენ ყურადღებას საკუთარ სურვილებსაც დაუთმობთ. მატერიალური ღირებულებების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება დიდ დანაკარგს მოგიტანთ.