21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 მარტი 23:00
1457

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერეთ, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მზად ხართ. კარგი იქნება, თუ ამის შესახებ საყვარელ ადამიანს მანამ ეტყვით, სანამ გადაგიფიქრებიათ. ეცადეთ, ხვალ ნებისმიერ წვრილმანში კარგი დაინახოთ და ცხოვრებით ისიამოვნოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილება „ცხელ გულზე“ არ მიიღოთ.


კურო
თუ ვინმემ დახმარება გთხოვათ, უარს ნუ ეტყვით. ნუ დაეშვებით ჭორების დონეზე და უარი თქვით ადამიანების განკითხვაზე. შესაძლოა, ხვალ ისეთ ადგილზე აღმოჩნდეთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.


ტყუპები
ხვალ თქვენთვის სასარგებლო იქნება კაფეში გასეირნება. წაიკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა და ეცადეთ, საკუთარი მოქმედებების ანალიზი გააკეთოთ.


კირჩხიბი
შეიძლება ვიღაც მსუბუქ ფლირტში აიყოლიოთ, რაც ორივეს სიხარულს მოგანიჭებთ. მთავარია, პარტნიორთან თავიდანვე მართალი იყოთ. ნუ მოიწყენთ. ვახშამზე მეგობრები ან მეზობლები მოიწვიეთ და იმხიარულეთ.


ლომი
შესაძლოა, ხვალ სასურველი სიახლე შეიტყოთ, რომელსაც დიდი ხანია, ელით. გეჩვენებათ, რომ მთელი დღე შემთხვევითობებითაა სავსე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. ნუ ეცდებით, დარდი ღვინოში „ჩაახრჩოთ“, რადგან ეს თქვენს პრობლემებს მხოლოდ გააღრმავებს.


ქალწული
საკუთარ თავში რწმენა ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ ფილმის ყურებას აპირებთ, კომედიური ჟანრის აირჩიეთ, რომ ტვინი ცოტათი დაასვენოთ. ნუ ეცდებით, რომ ხვალ ყველა საქმე მოასწროთ. ზედმეტი ქაოსი არაფერში გჭირდებათ. ყველაზე მთავარს მიხედეთ და წვრილმანები სამომავლოდ შემოინახეთ.


სასწორი
თუკი სასწორებს სამსახურებრივი საქმე გაქვთ, მაგალითად, თათბირი, ეს ნიშნავს, რომ ის შესანიშნავად ჩაივლის. მეგობრების წრეში დასვენება აუცილებლად გჭირდებათ. თავდაჯერებულობა ნებისმიერი საქმის გამკლავებაში დაგეხმარებათ.


მორიელი
„საქმე მოიცდის“ - ეს მორიელების ხვალინდელი დევიზია, რომლითაც უსაქმურობას გაამართლებენ. თუკი ბოლო დროს ეკლესიაში წასვლის სურვილი გქონდათ, ეს დღე იდეალურია ღმერთთან სასაუბროდ. თუკი მოულოდნელად განწყობა გაგიფუჭდებათ, მის ამაღლებაში საყვარელი მუსიკა დაგეხმარებთ.



მშვილდოსანი
ხვალინდელი საღამო შესანიშნავია კულინარიული ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ხოლო თქვენი ახლობლები შეძლებენ თქვენს შეფასებას და შექებას. ხვალ ვიღაცის მხარდაჭერას ელოდებით, მაგრამ ნუ დაიიმედებთ თავს. დროა, ყურადღება მიაქციოთ თქვენს გარეგნობას და კვებას.


თხის რქა 
ეს დღე აქტიურ დასვენებას გპირდებათ, რაც დღის ბოლოს კმაყოფილებისა და ფიზიკურად სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნებას მოგიტანთ. ხვალიდან შეგიძლიათ, სურვილების ჩამოწერას შეუდგეთ. შეეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან სიტყვის შესრულებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ.


მერწყული 
კარგი განწყობა ფრთებს შეგასხამთ. ხვალ მერწყულებისთვის მიზანშეწონილია მიმდინარე მოვლენების ცენტრში ყოფნა - აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი მართვის უფლებას.


თევზები 
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ფული არ გაასესხოთ, სანდო ადამიანებზეც კი. შეგიძლიათ, ვინმეს რჩევას გულგრილად მოეკიდოთ და იცინოთ კიდეც მასზე, მაგრამ ეს თქვენი მხრიდან დიდი შეცდომა იქნება.