1-ლი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 მარტი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა გელით. შესაფერისი დღე არაა დიდი და ძვირფასი შენაძენისთვის, რადგან შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ, რადგან გარკვეული საფრთხეები გელით.


კურო
ყურადღებით მოუსმინეთ შინაგან ხმას. თუ გკარნახობთ, რომ ვიღაცის სატელეფონო ზარს ან კითხვას არ უნდა უპასუხოთ, ასეც მოიქეცით. მშვენიერი დღეა სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად. გაიხსენეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


ტყუპები
ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტოთ იმის გაკეთება, რაზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. სპორტული ვარჯიშებისას, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ტრავმის მიღების დიდი რისკია.


კირჩხიბი
უმიზეზოდ სიცილი სიგიჟის ნიშანია, მაგრამ თქვენ ხომ მშვენივრად იცით, დღეს ასეთი მხიარული რატომ ხართ? შესაძლოა, მძიმე პერიოდი დაგიდგათ, მაგრამ გაიხსენეთ თქვენი ოცნება და ცრემლები შეიშრეთ. ამ დღეს საკუთარი ავტორიტეტის იმედად არ უნდა იყოთ, ეს ფაქტორი არ გაჭრის.


ლომი
სამუშაო დღე სწრაფად გაივლის და საკუთარი თავის რწმენით აგავსებთ. საყვარელი ადამიანისგან ღირსეულ საქციელს ნუ ელით. ასეთი მოლოდინისთვის შეუფერებელი დღეა. ლომებო, საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მოგბეზრდათ? კიდევ რამდენი გამარჯვება უნდა დაკარგოთ?


სასწორი
ხვალ სიურპრიზი გელოდებათ, რომელიც ძალიან აგაღელვებთ. რაც არ უნდა შეგემთხვათ, ნუ იჩქარებთ გამოსავლის მოძებნას. ამ დღეს კონკურენტი გამოგიჩნდებათ და ვარსკვლავები მზადყოფნისკენ მოგიწოდებენ.


მორიელი
მორიელებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდება, მაგრამ დაუვიწყარ სიხარულსა და მოგონებებს მოგანიჭებთ. ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მთავარია, დღის განმავლობაში სამუშაო სულისკვეთება არ დაკარგოთ. ნუ იფიქრებთ მთელი დღე ფულზე, რომელიც არ გყოფნით, რადგან ფული არავისთვისაა საკმარისი, დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწიოთ და იმ შემთხვევაშიც, თუკი ამის სურვილი არ გაქვთ, მალე გაიგებთ, რომ ეს კარგი იდეა იყო. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ძალიან რთულია ფულადი დანახარჯის გაკონტროლება. მშვილდოსნებო, არ ღირს ვინმეს გაკრიტიკება, რადგან თქვენი კრიტიკა იმ ადამიანამდე არ მივა, ვისკენაც არის მიმართული.



თხის რქა
სიურპრიზი, რომელსაც საყვარელი ადამიანი გიმზადებთ, უსაზღვროდ გაგაბედნიერებთ. შეეცადეთ, დაკმაყოფილდეთ არსებული მდგომარეობით და ნუ ინატრებთ უფრო მეტს. საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება გექნებათ, მაგრამ ეს გააღიზიანებთ იმ ადამიანებს, რომელთაც დაბნეულობა აუჩქარებლობაში ერევათ.


მერწყული
გარისკეთ და მიიღეთ მონაწილეობა რომელიმე კონკურსში ან აქციაში, ვარსკვლავები მოგებას გიწინასწარმეტყველებენ. მერწყულებო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარეგნობას, ხვალ ის მოგატყუებთ. თქვენი მთავარი დავალებაა კარგი განწყობის შენარჩუნება.


თევზები
ამ დღეს თევზები საცხოვრებელი ადგილის დალაგებას შეუდგებიან და თან ეს პროცესი არ გააღიზიანებთ. თუკი დივანზე წამოწოლის შანსი მოგეცემათ - არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. შესაძლოა, ხვალ ვიღაცამ დანაპირები ვერ შეასრულოს, რაც ძალიან გაგაბრაზებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?