19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 მაისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს საკუთარ თავში მჭევრმეტყველების ისეთ ნიჭს აღმოაჩენთ, რომ გარშემომყოფები გაოცებასა და აღფრთოვანებას ვერ დამალავენ. ვიღაცის ქარიზმა დაგატყვევებთ და ემოციურ მონად გაქცევთ. პარანოიაში გადაზრდილი ბრიყვული ეჭვიანობა ყველგან თან გდევთ.


კურო
სარკეში საკუთარი ღიმილიანი გამომეტყველება მთელი დღის მანძილზე ენერგიით აგავსებთ. დაუფიქრებლად ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც დღეს მოისმენთ. გაითვალისწინეთ, რომ ქონებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობისთვის  შეუფერებელი დღეა.


ტყუპები
სამსახურში დღე ძალიან სწრაფად გაირბენს და კმაყოფილების გრძნობას დაგიტოვებთ. მთელი დღე რაღაც გინდათ, მაგრამ თავადაც ვერ გაგირკვევიათ, რა. მოერიდეთ კამათს, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტი.


კირჩხიბი
ამ დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა დაუცხრომელ ინტერესს იწვევთ. ეცადეთ, ეს ფაქტორი სწორად გამოიყენოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ფიზიკური ძალის გამოყენებით დამტკიცებას. შესაძლოა, ამ დღეს წარმატებამდე ერთი ნაბიჯით ადრე შეჩერდეთ.


ლომი
აუცილებელი არაა, რომ ნებისმიერ საკითხზე რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. ისწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამ დღეს რომანტიკულ განწყობაზე მხოლოდ თქვენ ხართ და საეჭვოა, მეორე ნახევრის იგივე განწყობაზე მოყვანა შეძლოთ. ამჟამად სხვისი უბედურების მიმართ უგრძნობი ხართ.


ქალწული
თუ რაღაც წინადადებით მოგმართავენ, სწრაფად ნუ უპასუხებთ. კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ სიტუაცია. თუ არ გსურთ, რომ რაღაც არასასიამოვნო მოისმინოთ, თავი აარიდეთ გულახდილ საუბარს.


სასწორი
სასწორების წვრილმანი გამოვლინებები გარშემომყოფებს უარყოფითად განაწყობს. ფინანსური მდგომარეობა - არასტაბილურია და ძალიან გაგიჭირდებათ ფულადი ხარჯების გაკონტროლება. საკუთარი ემოციების შეკავების სურვილი არ გექნებათ და კიდევ უფრო დიდი ხნით ჩაიკეტებით საკუთარ თავში.


მორიელი
მორიელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამ დღეს შეყვარებულად იგრძნობენ თავს. დარჩით ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ვარსკვლავები არ გირჩევენ პირდაპირობისა და უხეშობის გამოჩენას, ეს გარშემომყოფებთან კონფლიქტურ სიტუაციებს გამოიწვევს.

მშვილდოსანი
ამ დღეს ყველაზე უჩვეულო ნივთები ყველაზე უჩვეულო შეგრძნებებს გაჩუქებენ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი ნივთების გაჩუქებას. თუკი გზად საინტერესო ადამიანი შეგხვდებათ, ნუ მოექცევით მისი გავლენისა და ხიბლის ქვეშ.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია ახალი უნარის დასაუფლებლად: გართობა, მოგზაურობა, დასვენება, ახალი ნაცნობობა, ცოდნა. შეეცადეთ, კონკრეტული საკითხების გარკვევისგან თავი შეიკავოთ. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი არ გექნებათ და ამის გასამართლებლად მიზეზის პოვნას ნახევარი დღე მოუნდებით.


მერწყული
გარისკეთ და მიიღეთ მონაწილეობა რომელიმე კონკურსში ან აქციაში. ვარსკვლავები მოგებას გიწინასწარმეტყველებენ. კარგი დილა, აუჩქარებელი სამუშაო დღე და მშვიდი საღამო - ეს თქვენი ხვალინდელი პროგნოზია. ვარსკვლავები არ გირჩევენ თანხის გასესხებას, სანდო ადამიანებზეც კი.


თევზები
ამ დღეს შესაძლოა, სრულიად შემთხვევით ისეთი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაგაფიქრებთ და დადებითი ცვლილებებისკენ მიგითითებთ. ნუ მოძებნით დამნაშავეებს იქ, სადაც ისინი რეალურად არ არიან და ისწავლეთ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. თევზებო, იმდენი ხანია ებრძვით საჰაერო წისქვილს და ამის გაცნობიერება ჯერ კიდევ გიჭირთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?