24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 მაისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
რაღაც ისეთს გაიგებთ, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ნათელი ფერებით აავსებს. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენი ხნით განმარტოებას ან სულაც წაძინებას მოახერხებთ. ამ დღეს წარმატება გვერდით ჩაგივლით, მაგრამ თქვენთან არ შეჩერდება.


კურო
ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, დღეს უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ, დიდი ცვლილებებისთვის შეუფერებელი დღეა. ამჟამად ეს ვერ გაგაბედნიერებთ. თავი მაღლა აწიეთ, ზეცას შეხედეთ და მიხვდებით, რომ „მერე“ ვეღარაფერს შეცვლით.


ტყუპები
ადამიანს, ვინც თქვენ გვერდითაა, მიეცით თქვენი განებივრების უფლება. თქვენი სიამაყე უკვე უადგილოა. დროა, „ყინული გაადნოთ“ და ბედნიერებას კარი გაუღოთ. ყურადღებით მოუსმინეთ, რასაც ადამიანები თქვენზე ამბობენ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანეთ. შემთხვევით, ვიღაცის საიდუმლოს გაიგებთ, მაგრამ მაშინვე უნდა დაივიწყოთ, ეს უბედურების გარდა, არაფერს მოგიტანთ.


კირჩხიბი
გარისკეთ და მონაწილეობა მიიღეთ კონკურსში ან შეჯიბრში. ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. სამწუხაროდ, მცირე ფინანსური დანაკარგი გელით.


ლომი
ამ დღეს მკაფიოდ ჩამოწერილი სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, ყველა საქმე დროულად მოილიოთ. თუ ფილმის ნახვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად კომედიური ჟანრი უნდა შეარჩიოთ - მიეცით ტვინს საშუალება, ცოტა დაისვენოს. ლომებო, საგნებისა და მოვლენების სხვადასხვა რაკურსიდან ხედვა თუ არ ისწავლეთ,  კვალიფიკაციის ამაღლებას ვერასოდეს შეძლებთ.


ქალწული
შესანიშნავ ღონისძიებაზე მოხვდებით, რაც სულიერ აღმაფრენასა და თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ საკუთარი შეცდომების თქვენზე გადაბრალება სცადოს.


სასწორი
სასწორებმა შესაძლოა, იტირონ და ეს კარგია, რადგან ეს სიხარულის ცრემლები იქნება. დროა დაუსრულებელ საქმეებს მიუბრუნდეთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიქმნათ კარგი განწყობა, რადგან ამგვარი ხასიათით სპილოს ვერ გაყიდით.


მორიელი
მოუსმინეთ საკუთარ თავს ამ დღეს და თუკი ისეთ მომენტში აღმოჩნდებით, როდესაც ტელეფონის ზარზე ან ვინმეს შეკითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი არ გექნებათ - ნუ უპასუხებთ. ამ დღეს შესაძლოა, სპონტანურად მეგობრები გესტურმონ და იმ შემთხვევაშიც, თუკი ხვალისთვის სულ სხვა გეგმები გქონდათ, ნუ განაწყენდებით - საღამო იდეალურად და სასიამოვნოდ ჩაივლის. შესაძლოა, ყველა ჯანდაბაში გაუშვათ, მაგრამ უკვე ზეგ თქვენს გადაწყვეტილებას ინანებთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნები ყველა სტერეოტიპს, სისტემასა და მტკიცებულებას გადაუვლიან, თანაც ძალიან წარმატებით. მიეცით საკუთარ თავს სიზარმაცის საშუალება, ამისთვის არავინ გაგიბრაზდებათ. შეეცადეთ, მოერიდოთ საეჭვო ადამიანებს, რომელთა მიმართ უარყოფითი განწყობა გაქვთ.

თხის რქა
რაც არ უნდა მოინდომოს ცხოვრებამ თქვენი „ტრიალი“, თქვენ მაინც ჯადოსნური გზით შეძლებთ, გაუმკლავდეთ მას. შესაძლოა, ამ დღეს რეალურ ცხოვრებასთან კავშირი დაკარგოთ, მაგრამ ის მაინც შეძლებს, ნიღაბი აგხადოთ. რაც არ უნდა ეცადოთ საყვარელ ადამიანთან საუბარი, თქვენს სათქმელს მას მაინც ვერ გააგებინებთ. თქვენი სიტყვების მიმართ ის სმენადაქვეითებული დარჩება.


მერწყული
სადაც არ უნდა წახვიდეთ, რიგში დგომა არ მოგიწევთ, რაც ასე ძალიან გაღიზიანებთ. ამ დღეს ნუ დაელოდებით ცხოვრებისგან ფოიერვერკებს, თქვენი დღე ზომიერად და მშვიდად ჩაივლის. მერწყულების ამბიციები სასაცილო და უადგილო იქნება. ასე რომ, დაივიწყეთ მათ შესახებ ხვალ.


თევზები
თევზებისთვის ხვალ მზიანი დღე იქნება, რაც გარშემომყოფებისთვის, რომელთაც თქვენი არსებობით განწყობას უმაღლებთ, შეუმჩნეველი არ დარჩება. თუკი მიიჩნევთ, რომ უკვე კარგად იფიქრეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სანამ სამომავლო გეგმების განსახორციელებლად მოქმედებას დაიწყებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?